Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ გადაუკეტა “დაშლის პირას მყოფმა” რუსეთმა აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები ევროპას

როგორ გადაუკეტა “დაშლის პირას მყოფმა” რუსეთმა აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები ევროპას

633
როგორ გადაუკეტა “დაშლის პირას მყოფმა” რუსეთმა აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები ევროპას

ეს შეიძლება ბევრს არ შეუნიშნავს, მაგრამ ჯერ კიდევ 2014 წელს ევროპას აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბევრი გზა ჰქონდა თავისი მუდმივი კონკურენტის _ რუსეთის, გვერდის ავლით, მაგრამ დღეს, ევრაზიისა და აფრიკის რუკას თუ დავხედავთ, შევამჩნევთ, რომ დასავლეთიდან აზიისკენ მიმავალი ყველა გზა და ბილიკიც კი გადაკეტილია. და ვინ გააკეთა ეს? _ რუსეთმა, რომელიც, ყველა პროგნოზის მიხედვით, უკვე დიდი ხნის დაშლილი უნდა იყოს.

ბოლო 7 წლის განმავლობაში იმდენს ლაპარაკობდნენ რუსეთის მომავალ დაშლაზე, რომ ზოგმა ეს მართლა დაიჯერა. რუსეთის დაშლას პატარა სახელმწიფოებად მოუთმენლად ელოდებიან, როგორც რუსი ლიბერალები, ისე უკრაინელი ნაციონალისტები და ევროპელი ექსპერტები, ხოლო როგორ ელიან ამას ამერიკელი პოლიტიკოსები, რთული წარმოსადგენი არ არის.

სინამდვილეში როგორ არის საქმე?

შვიდი წელი არც ისე მცირე დროა და ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ რუსეთის დაშლა ჰორიზონტზე არ ჩანს. მეტიც _ რუსეთი სულ უფრო ძლიერდება და, უწინარესად, კონტროლს აწესებს მის გარშემო არსებულ სივრცეზე.

განა ეს შესამჩნევი არ არის?

* დავიწყოთ ყირიმითა და უკრაინით. და ამას სხვა რა უნდა უწოდო, სამხრეთდასავლეთ კორდონზე კონტროლის დაწესების გარდა? ყირიმის დაბრუნებით რუსეთმა შავ ზღვაზე გზა გადაუკეტა ნატოს და ეკონომიკურად დაბლოკა ნაციონალისტების მიერ მართული უკრაინა. ამით გადაუწურა ყველა იმედი დასავლეთს, რომ უკრაინას სატრანზიტო ტერიტორიად გამოიყენებდა. .., უკრაინა იმ მჭიდიდან ამოვარდა, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ ევროპელები და ამერიკელები. ახლა კი საქმე აქვთ რუსეთთან. ვერც ერთი სატრანსპორტო მაგისტრალი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ რუსეთის გარეშე ვერ იმუშავებს.

* 2015 წელს რუსეთმა გზა გადაუკეტა ევროპას აღმოსავლეთისკენ სამხრეთის რეგიონში _ სირიაში. და ამჟამად რუსეთის თანხმობის გარეშე საუდის არაბეთსაც კი ვერ ექნება ურთიერთობა ევროპასთან. რუსეთმა გადაკეტა მთელი ახლო აღმოსავლეთი, გადაკეტა ევრაზიის აღმოსავლეთი ნაწილიდან დასავლეთისკენ მიმავალი ყველა სახმელეთო გზა და პირიქით. ასე რომ, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან ინდოეთის ოკეანემდე ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს.

გსურთ, ნავთობით ივაჭროთ ევროპასთან? დატვირთეთ ძვირად ღირებულ ტანკერებზე, იაფი ნავთობსადენები კი დაივიწყეთ! აღმოსავლეთი დასავლეთისგან მოწყვეტილია ხმელეთიდან და ჰაერიდან. და ვინ გააკეთა ეს? _ რუსეთმა, რომელიც იშლება… ბლოკირების პროცესს კი მხოლოდ ორიოდე წელიწადი დასჭირდა.

* ამით საქმე არ დასრულებულა. ევროპას პატარა ხვრელები კიდევ ჰქონდა და მათ გამოყენებას აპირებდა. მაგალითად, აფრიკის გავლით, მაგრამ რუსეთმა აფრიკაშიც იმუშავა _ შევიდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ცენტრალურში, აღმოსავლეთშიც.

* რუსეთმა ნელ-ნელა დაიწყო ხმელთაშუა ზღვის გაკონტროლება, თანაც იმ გზებით, რომელთა მეშვეობითაც ევროპა ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადაზიდვას აპირებდა აფრიკიდან.

* ცოტა ხნის წინათ კი რუსეთმა წითელი ზღვის გადაკეტვაც დაიწყო, რამდენადაც დღეს წარმოებს ნავთობის გადაზიდვა სპარსეთის ყურიდან. ამჟამად რუსეთს ორი სამხედრო ბაზა აქვს სუეცის არხის ორივე ნაპირზე _ სუდანსა და სირიაში. შემდეგი, ალბათ, ეგვიპტე იქნება და სუეცი საგულდაგულოდ ჩაიკეტება. ვისგან? _ რუსეთისგან, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაიშალოს.

* ბოლო ღია გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ეს არის გზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვის გავლით შუა აზიაში, მაგრამ დღეს რუსეთის ჯარები სწორედ აზერბაიჯანში დგანან. ამას ვინ იფიქრებდა ერთი წლის წინათ? არავინ. სავარაუდოდ, 1-2 წლის შემდეგ აზერბაიჯანი უფლებას კასპიის ზღვის თავის ნაწილზე რუსეთს დაუთმობს და ამით დასავლეთის ოცნება, დაუკავშირდეს აღმოსავლეთს, საბოლოოდ დასრულდება. ევროპა უკვე იზოლირებულია აღმოსავლეთისგან და, თუ მასთან ურთიერთობას მოისურვებს, ეს მხოლოდ რუსეთის მეშვეობით მოხდება.

წარმოიდგინეთ, თუკი რუსეთმა თავისთვის ცუდ პერიოდში ასეთ შედეგებს მიაღწია, როგორ გადაუგრეხს ის ხელებს დასავლეთს თავის საუკეთესო პერიოდში, რომელიც ცუდის შემდეგ აუცილებლად დადგება.

თუმცა, რუსეთი ხომ უნდა დაიშალოს. ჰოდა, ელოდოს, ვისაც ჭკუა არ აქვს, მაგრამ სამმეტრიანი ენა კი აქვს გადმოგდებული.

საქართველოს ხელისუფლება კი ისევ მართლა დაშლის პირას მყოფი ამერიკა-ევროპის შემყურეა.

zen.yandex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here