Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ აღიქვამენ და ექცევიან ამერიკელები სხვებს: ამერიკელმა სამხედროებმა ლატვიის მთავარ ქანდაკებას საჯაროდ...

როგორ აღიქვამენ და ექცევიან ამერიკელები სხვებს: ამერიკელმა სამხედროებმა ლატვიის მთავარ ქანდაკებას საჯაროდ მიაშარდეს

1212
როგორ აღიქვამენ და ექცევიან ამერიკელები სხვებს: ამერიკელმა სამხედროებმა ლატვიის მთავარ ქანდაკებას საჯაროდ მიაშარდეს

ლატვიაში დააპატიმრეს ორი ამერიკელი სამხედრო, რომლებმაც ქვეყნის მთავარ მონუმენტს _ თავისუფლების ქანდაკებას _ მიაშარდეს.

“საზოგადოებრივი წესრიგის თითოეული დამრღვევი 400 ევროთი დაჯარიმდა”, _ განაცხადა რიგის მუნიციპალური პოლიციის პრესმდივანმა ტომას სადოვსკისმა.

ინციდენტი მოხდა 8 მარტს, საღამოს. რიგის მუნიციპალური პოლიციის ვიდეოდაკვირვების ცენტრის თანამშრომლებმა შენიშნეს, როგორ შარდავდა ორი ადამიანი რიგის ცენტრში მდგარ ქანდაკებაზე. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გაარკვიეს, რომ სამართალდამრღვევები ამერიკელები იყვნენ, თანაც არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი მთვრალები იყვნენ.

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა კასპარს გალკინსმაც დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ლატვიაში სწავლებაში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააჯარიმეს.

“სამწუხაროდ, ამ ორი ადამიანის ქმედება აფუჭებს რეპუტაციას იმ ათასი ჯარისკაცისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ლატვიაში, მონაწილეობდნენ სწავლებებში და პატიოსნად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. საელჩო და სამხედრო კოლეგები განაგრძობენ მჭიდრო ურთიერთობას ლატვიის თანამდებობის პირებთან, რათა გამოიძიონ ეს შემთხვევა. აშშ-ის არმიის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს”, _ ასეთი იყო ლატვიაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში მთვრალმა ნატოელმა სამხედროებმა ჩხუბი აუტეხეს პოლიციელებს ლიტვის ქალაქ კლაიპედაშიც.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here