Home ახალი ამბები მსოფლიო რეჯეფ თაიფ ერდოღანი : თურქეთს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპას სჭირდება...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი : თურქეთს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპას სჭირდება თურქეთი

1809

თურქეთის პრეზიდენტ  რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა ევროპელი ლიდერებისგან თურქეთისადმი უფრო რაციონალურ მიდგომას ელოდება.

„ევროპელ ლიდერებს უფრო რაციონალური მიდგომა უნდა ჰქონდეთ. ქსენოფობიის წახალისება არავის მოუტანს სარგებელს. ისლამოფობიის ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები განწირულია. ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, ევროპას სჭირდება თურქეთი და არა პირიქით.

„თურქეთს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპას სჭირდება თურქეთი. ევროპაში ჯერ შეიძლება არ აღიარონ ეს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ევროპაში ქრონიკული პრობლემების წამალი თურქეთშია. პრობლემების აღმოფხვრის გზა ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წევრობაშია“, – ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მუქარის მეშვეობით თურქეთზე გავლენას მოახდენენ, ცდებიან“.

„ისინი საკუთარ ისტორიას ივიწყებენ და მალე გაიაზრებენ თუ როგორ ცდებოდნენ. თურქეთი უკან დახევას და პროვოკაციებზე წამოგებას არ აპირებს. ანაკარა ღირსებას შეინარჩუნებს და სტრატეგიულ მიზნებს მიჰყვება“, – დასძინა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here