მთავარი საქართველო რა ღირს სწავლა უცხოეთისა და საქართველოს პრესტიჟულ სასწავლებლებში?

რა ღირს სწავლა უცხოეთისა და საქართველოს პრესტიჟულ სასწავლებლებში?

გააზიარეთ
უნივერსიტეტი

ამერიკული უმაღლესი განათლების მიღება წელიწადში საშუალოდ 25 000 დოლარი ღირს, თუმცა სწავლა ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში _ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ჰარვარდში, სტენფორდში, იელში, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტში _ გაცილებით ძვირია. ბაკალავრის ხარისხის მიღების ფასი 47 000-დან 66 000 დოლარამდე მერყეობს. ამასთანავე, განათლების მიღება ნაკლებად პრესტიჟულ ამერიკულ უნივესიტეტებში გაცილებით იაფია. მაგალითად, ფლორიდის უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება შეადგენს 7000 დოლარს წელიწადში.

ბრიტანეთის უნივერსიტეტები ამერიკულთან შედარებით იაფია, თუმცა მაინც ძვირია _ ბაკალავრის ხარისხის მიღება გაერთიანებულ სამეფოში, სულ ცოტა, 11 600 დოლარი ღირს წელიწადში. მაგისტრატურა კი _ 23 300 დოლარიდან.

3 ბრიტანულ უმაღლეს სასწავლებელში, რომლებიც შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში _ კემბრიჯი, ოქსფორდი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი _ ბაკალავრიატი  წელიწადში 18 600-დან 24 000 დოლარამდე ღირს.

რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში (ჩეხეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში) უმაღლესი განათლება უფასოა იმ შემთხვევაში, თუ სწავლა მიმდინარეობს ადგილობრივ ენაზე.

უფასო ინგლისურენოვანი განათლების მიღება შესაძლებელია ნორვეგიაში, ცალკეული ინგლისურენოვანი პროგრამები ასევე მოქმედებს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში, ეს ეხება მხოლოდ მეორეხარისხოვან სასწავლებლებს. ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში უფასო განათლება გათვალისწინებული არ არის.

Allnews.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება შემდეგი სასწავლებლები (ჩამონათვალი სწავლის საფასურის მიხედვით):

საავიაციო უნივერსიტეტი.  2005 წელს საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოეყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ფუნქციობს. უნივერსიტეტს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა აქვს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების საშუალებასაც აძლევს _ მომავალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით ქალაქ თელავში აქვს ინსფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი. უნივერსიტეტში საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლის წლიური ღირებულება ბაკალავრიატზე 9 950 ლარია.

თავისუფალი უნივერსიტეტი. ეს სასწავლებელი კახა ბენდუქიძის დაარსებულია. თავისუფალი უნივერსიტეტი აბიტურიენტებს რამდენიმე პროგრამას სთავაზობს: ბიზნესის სკოლაში (ESM) სწავლის საფასური 7 950 ლარია წელიწადში, საერთაშორისო ურთიერთობებზე (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი), სამართლის სკოლაში, კომპიუტერული მეცნიერებებისა და სხვა ფაკულტეტებზე სწავლის გადასახადი 6 950 ლარია.

აგრარული უნივერსიტეტი.  აქ სწავლის საფასური აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 3 050 ლარია, ხოლო ბიზნესის ადმინისტირებასა და თავისუფალი მეცნიერებების პროგრამაზე _ 3 450 ლარი.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.  დაარსდა  1992 წელს. აქ სწავლა ყველაზე ძვირი ღირს ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-ბრიტანულ-უნგრულ პროგრამაზე _ 7 600 ლარი. სამართლის ფაკულტეტზე სწავლა 4 700 ლარი ღირს, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულ პროგრამაზე _ 4 500, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე _ 3 500, ხოლო სტომატოლოგიასა და ფინანსების მიმართულებაზე _ 3 200 ლარი.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). დაარსდა 1994 წელს. GIPA-ში სწავლის ყველაზე მაღალი ფასი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზეა _ წელიწადში 7 000 ლარი. შემდეგ მოდის აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების საბაკალავრო პროგრამა, რომელთა ღირებულებაც 5400 ლარს შეადგენს.

კავკასიის უნივერსიტეტი. მისი ისტორია 1998 წლიდან იწყება. სწავლის საფასური ბიზნესის ადმინისტრირებაზე 7 500 ლარია; სამართალზე, არქიტექტურაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, საჯარო მმართველობაზე, პოლიტიკის მეცნიერებასა და ჯანდაცვის მენეჯმენტზე კი _ 5 300 ლარი.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ). ეს სასწავლებელი 1992 წელს დაარსდა. ყველაზე ძვირი ამ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლაა და წელიწადში 4 500 ლარი ღირს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here