Home რუბრიკები საზოგადოება რა ეშლება დედაქალაქის მერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს

რა ეშლება დედაქალაქის მერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს

816
გივი გურეშიძე

სანამ ჩემ ძირითად სათქმელს მოგახსენებთ, მადლობა მინდა გამოვხატო სარედაქციო კოლეგიისადმი ბოლო დროს გამოგზავნილი ჩემი წერილების გამოქვეყნებისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფ ჩემი და ბადრი ხუციშვილის წერილსარა მარიხუანას _ გავაშენოთ ტოპინამბური”. ბადრისთვის ეს იყო ცხოვრებაში პირველი პუბლიკაცია და იგი, რომ იტყვიან, დღესაც აფრიალებს გაზეთის ამ ნომერს ნაცნობმეგობრებში თავის ორ სოფელში.

23 იანვარს “საქართველო და მსოფლიოს” მე-2 ნომერი ჩემი კარის მეზობელ მღვდელს ვაჩვენე. განათლებული კაცია და გამიკვირდა, რომ ამ გაზეთის არსებობა არ სცოდნია; დაინტერესდა და ქუთაისის სამღვდელოებისთვის რამდენიმე ეკზემპლარი შეიძინა. ასე რომ, ამიერიდან “საქართველო და მსოფლიომ” ქუთაისის სამღვდელოებაშიც შეაღწია.

ყველას გვახსოვს ამ ორნახევარი თვის წინათ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისელები რომ დაერაზმა, ბატონი კახა კალაძე დიდი შემართებით აცხადებდა: “2019 წელს სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე თბილისში ვიცხოვრებთ”.

მე, 90-ე წელში გადაბიჯებულმა ისტორიკოს-პოლიტოლოგმა, რომელსაც უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 60-წლიანი უწყვეტი სტაჟი მაქვს, ბატონი მერის განცხადება იმთავითვე უტოპიად მივიჩნიე იმიტომ, რომ თბილისი და საერთოდ მთელი საქართველო დღეს ცხოვრობს კაპიტალიზმის ველურ სტადიაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტაგონისტური სოციალური წინააღმდეგობები, საშინელი უმუშევრობა, სიღატაკე, ხელგაწვდილ მათხოვართა სოციალური ფენა, რომელიც ბატონ კახას თვითდასაქმებული ჰგონია და ა.შ. განა შეიძლება ასეთ პირობებში სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე თბილისზე იქადაგო?

ჭეშმარიტება თქვა ცნობილმა პოლიტიკოსმა თემურ შაშიაშვილმა, როცა განაცხადა: 30 წელია, საქართველო სიყალბეში ცხოვრობს?.

ბატონ კახას ვურჩევ, სიყალბეს თავი დაანებოს და ცხოვრება ჯანსაღად, რეალისტურად განსაჯოს, რაც მუშაობაში ნამდვილად გამოადგება.

შეურაცხმყოფელია ის სიცრუე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკანიანმა 16 იანვარს, საღამოს 6 საათზე “მოამბეში” თავს მოგვახვია. მან განაცხადა: “ნატოს ორგანიზაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო”.

ბატონ მინისტრს ვეკითხები: თუ ნატო არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მაშინ მას მტერი არ ჰყოლია და ასეთ დროს რა აზრი აქვს მის არსებობას?

ზალკანიანი ნატოს მშვიდობის მტრედად გვიხატავს. მას ვეკითხები: ბატონო მინისტრო, ვისი ავიაცია ბომბავდა ლიბიას, ერაყს, ყოფილ იუგოსლავიასა და სხვა ქვეყნებს? თქვენ, ალბათ, იტყვით: სატანა ჩამოფრინდა და ბომბებიც მან ჩამოყარაო.

გაგახსენებთ, ბატონო მინისტრო, თუ რა ჯოჯოხეთი დაატეხა ნატოს ავიაციამ სერბეთის დედაქალაქს, როცა 1999 წლის გაზაფხულზე, წმინდა აღდგომის დღეებში, მიზანმიმართულად ბომბავდა მართლმადიდებლურ ეკლესიებს; მშვიდობიან მოსახლეობას თავზე აყრიდა ბომბებს წარწერით “გილოცავთ აღდგომას!”. ამაზე მეტი ცინიზმი რა შეიძლება იყოს?!

თქვენი დიდი სიცრუის გამო ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოთ. ამიერიდან მოგიხსენიებთ, როგორც ზალკანიან ცრუს.

სულ მალე, 4 აპრილს, თქვენს სათაყვანებელ ნატოს, მსოფლიო ჯალათს, 70 წელი შეუსრულდება; ზარზეიმით აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ, ბატონო მინისტრო!

სიცრუისგან რომ განიკურნოს, ბატონ მინისტრს ვურჩევ, გულდასმით გაეცნოს არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” მიერ 2013 წელს გამოცემულ 360-გვერდიან წიგნს “ნატო მაკიაჟის გარეშე”, რომელშიც გაანალიზებულია ნატოს 65-წლიანი “საქმენი საგმირონი”.

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here