მთავარი საზოგადოება რა დრო დაგვიდგა?!

რა დრო დაგვიდგა?!

533
გააზიარეთ
რა დრო დაგვიდგა?!

ამ დღეებში ნაციონალური ხროვის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემრუსთავი 2 “-ის ეთერში ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, დიდი პათოსით განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომი მისთვის სამაგალითო ადამიანმა და მასწავლებელმა, ამერიკელმა ჯონ მარშალმა მოიგო, რომლის საფლავს ვაშინგტონში ჩასვლისას ყვავილებით ამკობს ხოლმე.

ჩვენ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, საშინლად აღგვაშფოთა ამ გაუნათლებელი, უვიცი, ქართველების მოძულე, ადამიანად წოდებული, უახლეს ისტორიაში ჩაუხედავი გრიგოლ ვაშაძის, საქართველოს პრეზიდენტობის მართლაც უღირსი კანდიდატის თავხედურმა განცხადებამ. მან ნამდვილად არ იცის და არც სმენია, რომ ჯერ კიდევ 1945 წელს მთელმა მსოფლიომ აღიარა: ომი მოიგო საბჭოთა კავშირმა გენერალისიმუს სტალინის მხედართმთავრობით. დიდი სირცხვილია და დასანანია, რომ XXI საუკუნეში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ასეთი აბსურდული და არასწორი წარმოდგენა აქვს მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებზე…

ასე რომ ამაყობთ საქართველოს მტრის, ამერიკელი ჯონ მარშალის, სახელით, თქვენი ნებაა, მაგრამ ჩვენ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებმაც ამიერკავკასიიდან ბერლინამდე და ჩინეთში იმპერიალისტური იაპონიის წინააღმდეგ კვანტუნის მილიონიანი არმიის დამარცხებაში მივიღეთ მონაწილეობა, ვამაყობთ უსასტიკეს ბრძოლაში გამარჯვების სულისჩამდგმელის _ დიდი სტალინის სახელით. ამ გამარჯვებით არა მხოლოდ სამშობლო, არამედ მსოფლიო გადავარჩინეთ ფაშისტური მონობისა და ტირანიისგან…

საქართველოს პრეზიდენტად ისეთი აზროვნების ადამიანის მოყვანა, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა, არის ნონსენსი, ქართველი ხალხისთვის იგი სრულიად უცხოა. 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ჩატარებულმა გრანდიოზულმა მიტინგმა მსოფლიოს დაანახვა, რომ სააკაშვილსა და ნაცხროვას “არას” ვეუბნებით… ამიტომაც დიდი სამამულო ომის ვეტერანების სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულის გამოხატვა იქნება 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერა.

დიდი სამამულო ომის ვეტერანები:

შოთა ბუაძე,

იოსებ ტუხაშვილი,

ტარას იჩქიტიძე,

გიორგი ნონიკაშვილი

P.S. შეუძლებელია, არ დაეთანხმო დიდი სამამულო ომის ქარცეცხლში გამოვლილ პატივცემულ ვეტერანებს, რომელთა მონაპოვარია ფაშიზმზე გამარჯვება ქართველი მხედართმთავრის იოსებ სტალინის მეთაურობით. კაცი, რომელიც უარყოფს სტალინის დიდ როლს ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში და ამ დამსახურებას თავის კერპს _ . მარშალს მიაწერს, საქართველოს პრეზიდენტობაზე პრეტენზიას როგორ უნდა აცხადებდეს?!

ტიტე ლეფსაია,

ომის ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here