Home ახალი ამბები მსოფლიო რა ბედი ელის კაპიტალიზმს გერმანიაში?

რა ბედი ელის კაპიტალიზმს გერმანიაში?

756
რაინერ ჰოფმანი

გერმანიის პროფკავშირების თავმჯდომარე რაინერ ჰოფმანმა წამოაყენა წინადადება, რომ იმსჯელონ გერმანიის ეკონომიკის მოწყობაზე და, აგრეთვე, განიხილონ შემოსავლების სამართლიანად გადანაწილების საკითხი ქვეყანაში.

მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების ფონზე კაპიტალიზმის მომავლის განხილვა მოითხოვა გერმანიის პროფკავშირების ფედერაციის თავმჯდომარე რაინერ ჰოფმანმა გამოცემა Osnabrurer Zaitung-ისთვის (“ოსნაბუკერ ცაიტუნგი”) 11 მაისს მიცემულ ინტერვიუში.

როგორც გერმანიის პროფკავშირების თავმჯდომარემ აღნიშნა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფართის ლიდერ კევინ კიუნერტის განცხადება დიდი კონცერნების კოლექტივიზაციის აუცილებლობაზე თანამედროვე სოციალური პოლიტიკის მტკივნეულ წერტილში დარტყმის ტოლფასი იყო.

ჰოფმანის აზრით, ზოგიერთ სფეროში კაპიტალიზმი კონტროლს აღარ ექვემდებარება და ამიტომ საჭიროა, დაიწყოს დებატები კაპიტალიზმის მომავალზე, აგრეთვე, გერმანიის ეკონომიკის მოწყობის პრინციპებსა და ქვეყანაში შემოსავლების განაწილების საკითხზე.

ჰოფმანის თქმით, დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე თვით დიდი კონცერნების ხელმძღვანელებიც კი შეეცადნენ, ეპასუხათ კითხვაზე, როგორი იქნება კაპიტალიზმის მომავალი. გერმანიის პროფკავშირების ხელმძღვანელმა მოიყვანა ეკონომიკური კვლევების გერმანიის ინსტიტუტის მონაცემები, რომ 1991-2016 წლებში გერმანიის ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ის შემოსავალმა 35%-ით მოიმატა. ამასთანავე, იმავე პერიოდში ყველაზე ღარიბი ადამიანების 10%-ის შემოსავალი 8%-ით შემცირდა.

“მოცემული ვითარება მოითხოვს სერიოზულ დისკუსიებს სოციალურ-ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკისა და შემოსავლების სამართლიანად გადანაწილების შესახებ”, _ აღნიშნა ჰოფმანმა და დასძინა, რომ ზოგიერთ ადგილას კაპიტალიზმი “ნაკერებზე ირღვევა”, ამიტომ აუცილებელია, დაისვას კითხვა _ როგორ დავიცვათ სოციალური თანასწორობა მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების ფონზე?

2019 წლის 2 მაისს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის მეთაურმა კევინ კიუნერტმა რამდენიმე სოციალისტური თეზისი წარმოთქვა. კერძოდ, მან წამოაყენა წინადადება, საავტომობილო კონცერნი BMW გადაკეთდეს კოოპერატივად, რათა მის თანამშრომლებს შორის უზრუნველყოფილი იყოს შემოსავლების უფრო სამართლიანი განაწილება.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here