Home ახალი ამბები მსოფლიო რა აკავშირებს ტეხასისა და უჰანის ლაბორატორიებს ერთმანეთთან

რა აკავშირებს ტეხასისა და უჰანის ლაბორატორიებს ერთმანეთთან

1337
რა აკავშირებს ტეხასისა და უჰანის ლაბორატორიებს ერთმანეთთან

აშშში ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო

აშშის განათლების სამინისტრომ წერილით მიმართა ტეხასის შტატის გამაერთიანებელ სტრუქტურას, წარუდგინოს ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებებისა და ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიასთან თანამშრომლობის შესახებ, _ იუწყება გამოცემა Wall Street Yornal.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ლაპარაკია კონტრაქტებზე ან საჩუქრებზე უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტისგან. წერილში ნახსენებია უჰანის ლაბორატორიისა და ტეხასის შტატის გალვესტონის ლაბორატორიის თანამშრომლობა. უწყებამ, აგრეთვე, მოსთხოვა ტეხასის შტატის უნივერსიტეტის სისტემის (UT System) ხელმძღვანელს დოკუმენტაცია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და კიდევ 20 ჩინურ კომპანიასთან დაწესებულების შესაძლო კავშირების შესახებ. ამ კომპანიებს შორის არის Huawei და სანავთობე კომპორაცია China National Petroleum Corporation-ი (CNPC).

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მოთხოვნა დაკავშირებულია სამინისტროს ფართომასშტაბიან გამოძიებასთან, რომ ტეხასის უნივერსიტეტს შეეძლო არასწორი მონაცემების წარმოდგენა ფულადი სახსრების გამოყენებაზე უცხოურ ვალუტაში. წარმომადგენლებმა სახელმწიფო სტრუქტურისა, რომელშიც შედის შტატის 14 უნივერსიტეტი, გამოცემას განუცხადეს, რომ სამინისტრო დროულად მიიღებს ორგანიზაციების პასუხს.

Huawei-მ და CNPC-მ, აგრეთვე, უჰანის ლაბორატორიამ გაზეთს არ უპასუხეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ დააკისრა პასუხისმგებლობა ჩინეთს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებაზე და განაცხადა, რომ პეკინი მალავს ინფორმაციის ნაწილს.

ამასთანავე, ამერიკელმა მეცნიერებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ “კოვიდ-19” შექმნილია ლაბორატორიაში.

კოვიდ-19-ის აფეთქება მოხდა ჩინეთის ქალაქ უჰანში დეკემბრის ბოლოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here