Home სხვადასხვა დაიჯესტი “რაშაგეიტის” ინიციატორმა, აშშ-ის გენპროკურორის მოადგილემ განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ

“რაშაგეიტის” ინიციატორმა, აშშ-ის გენპროკურორის მოადგილემ განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ

443
“რაშაგეიტის” ინიციატორმა, აშშ-ის გენპროკურორის მოადგილემ განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ

გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტაინმა აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ იუსტიციის სამინისტროს 11 მაისს დატოვებს.

გენპროკურორის მოადგილის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ადრე მასმედია იუწყებოდა, რომ როზენსტაინი გადადგებოდა ახალ გენერალურ პროკურორად უილიამ ბარის დანიშვნის შემდეგ, მაგრამ გენპროკურორის მოადგილე დათანხმდა, გადაევადებინა წასვლა, რათა დაემთავრებინა მუშაობა სპეცპროკურორ მიულერის მოხსენებაზე.

როდ როზენსტაინი ცნობილია იმით, რომ რობერტ მიულერი დანიშნა სპეცპროკურორად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში “რუსული კვალისა” და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის გამოსაძიებლად, თვითონ კი ზედამხედველობდა ამ გამოძიებას. აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ გაუკრიტიკებია როზენსტაინი და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, მაგრამ ნიშნები იმისა, რომ როზენსტაინს თანამდებობიდან წასვლა ტრამპმა აიძულა, არ არსებობს.

გენპროკურორმა ბარმა თავის განცხადებაში შეაქო როზენსტაინი იუსტიციის სამინისტროში “ერთგულად მსახურების” გამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here