Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ვერ ჰპოვა დასავლეთში მიმდინარე იდეოლოგიურ-პოლიტიკურმა გარდაქმნებმა გამოძახილი საქართველოში?

რატომ ვერ ჰპოვა დასავლეთში მიმდინარე იდეოლოგიურ-პოლიტიკურმა გარდაქმნებმა გამოძახილი საქართველოში?

794
გულბაათ რცხილაძე

28 ოქტომბერს დიდი პოლიტიკური ვაივიშისა და გაწევგამოწევის ფონზე ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, ყველასიკეთესთანერთად, სრულიად საქართველოს ერთი რამ დაანახვა: მიუხედავად იმისა, რომნაცქოცურიბაკქანალიის მამამარჩენლებს, უკვე დიდი ხანია, თვითდემოკრატიულდასავლეთში პოლიტიკური შემოდგომა დაუდგათ (და ნაციონალიზმის გამოღვიძების კვალდაკვალნეოლიბერალიზმი”, როგორც იდეოლოგია, სულს ღაფავს), საქართველოში ამ პროცესის ნიშანწყალიც არ არის. პირიქით, “ნაცმოძრაობის”, როგორც პოლიტიკური გვამის, გაცოცხლება და დაბრუნება ხელისუფლების სათავეში ნიშნავს, რომ ქვეყანა ისევ იმ ძველ და დამყაყებულ დღის წესრიგში რჩება.

მეტიც, “ნაცმოძრაობისადა მისგან გამონადენი სუბიექტების ხელახლა შეყრა და ისევ ერთ პერსპექტიულ ძალად ჩამოყალიბება ნიშნავს, რომ დასავლეთში მიმდინარე ძირეულმა იდეოლოგიურპოლიტიკურმა გარდაქმნებმა ჯერჯერობით საქართველოში გამოძახილი ვერ ჰპოვა. იმ ფუნდამენტური ცვლილებების ფონზე, რომლებიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, იტალიასა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში ხდება, იყო მოლოდინი, რომ ალტერნატიული ძალა რეალურად საქართველოშიც გაჩნდებოდა; იყო მოლოდინი, რომლიბერალური დემოკრატიისპირმშო სუბიექტებს ნელნელა საფუძველი გამოეცლებოდათ და მათ ადგილს კონსერვატიული ძალები დაიკავებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო ამ შემთხვევაშიც იმ იშვიათფენომენალურგამონაკლისს წარმოადგენს, რომელიც საერთო გეოპოლიტიკური კონიუნქტურიდან ამოვარდნილიარას ნიშნავს დღეს საქართველოსთვის ის შედეგი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებმა მოგვცა, და რას უნდა ველოდოთ მომავალში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოანალიტიკოსებს დაუკავშირდა.

დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს და თქვას ერთი რამ: მიუხედავადოცნებისსისუსტისა და ნაკლოვანებებისა, არ დავუშვებთ ნაციონალების მობრუნებას ხელისუფლებაში

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ ის, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებზე არ წავიდოდა, ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ და ეს ლოგიკურიც იყო, მაგრამ ზუსტ პროცენტში მაინც შევცდით. შევცდით იმ კუთხით, რომ 60 პროცენტამდე მაინც ველოდით აქტივობას, მაგრამ მხოლოდ 47 პროცენტი მივიდა. ხალხი ისეა უკვე ნიჰილიზმში და მას ისე აღარ სჯერა არავისი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, როგორიცაა საპრეზიდენტო არჩევნები და, სხვათა შორის, ეს ბოლო არჩევნებია, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვირჩევთ, საერთოდ, არ აინტერესებს.

რით არის ეს განპირობებული? ცხადია, ყველაფრის თავიდათავი არის ის, რომ “ქართული ოცნება”, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, მიდის არასწორი მიმართულებით და თავის ლიდერიანად მუდმივად შორდება მოსახლეობას. სხვათა შორის, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იყო ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალებს ეჯიბრებოდნენ რუსეთის ლანძღვაში. ისმოდა კრიტიკა და რაღაც აბსურდული შეფასებები კრემლის მისამართით, რათა “ნაცმოძრაობის” პროპაგანდას მათთვის პრორუსული ძალის იარლიყი არ მიეკერებინა. არადა, შეეძლოთ, მთელი პიარკამპანია აეწყოთ და თავიანთ პოლიტიკურ აქტივში ჩაეწერათ ის, რომ სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში დაწყებული ძვრების შედეგად დაბრუნდა ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გამარტივდა მიმოსვლა და მოქალაქეებს აღარ აქვთ ადრინდელივით შეზღუდვები; არაფერს ვამბობ იმაზე, რომ კახეთს აღარ შია და ყურძენს ფასი ადევს თუმცა, კიდევ ვიმეორებ, “ქართულ ოცნებას” თავიდანვე აღმოაჩნდა გარკვეული კომპლექსები და მან არათუ ვერ შეძლო ზემოთ ჩამოთვლილი მიღწევების გამოყენება, პირიქით, თვითონ დაიწყო ოპონენტებისთვის პრორუსული ძალის იარლიყის მიკერება.

 _ ვაშაძესაც ხშირად მოიხსენიებდნენკაგებესაგენტად.

_ ზუსტად აქ ჩანდა მათი პოლიტიკური კომპლექსი. ვის აინტერესებს დღეს ეს, რა დროს “კა-გე-ბეა”?! ან ეს ტუტუცი პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოდიოდა და ხალხს აღიზიანებდა, რა ეგონათ, ვინმეს მოსწონდა?! სხვათა შორის, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი გამაღიზიანებელი სუბიექტები და მლიქვნელები ნუ გამოჰყავს. სწორედ ასეთმა ადამიანებმა მოაქციეს ის პოლიტიკურ ალყაში, საიდანაც ახლა ძალიან გაუჭირდება გამოსვლა.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ვფიქრობ, საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათი და აგრესიულად უნდა გადავიდნენ მოსახლეობისთვის იმის შეხსენებაზე, რომ, თუ მოვა ვაშაძე ხელისუფლებაში, ეს გამოიწვევს შემდეგ ეტაპზე უკვე ნაციონალების მოსვლას პარლამენტში, რასაც მაშინვე მოჰყვება, როგორც მასობრივი რეპრესიები, ისე დაძაბულობის ესკალაცია და ახალი ომის საფრთხე რუსეთთან. ანუ, ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ამ პოლიტიკური გვამების გაცოცხლება, ისევ ავტორიტარიზმის დაბრუნების გარდა, ნიშნავს რუსეთის ბაზრის ხელახლა დაკარგვას, შიმშილს, დაძაბულობას, ტერორს და .. ეს გინდათ, ხალხო? აი, ასე უნდა წავიდეს კამპანია და არა ისე, რომ ვიღაცას “კა-გე-ბეს” აგენტი უძახონ.

აქვე მინდა, მოვუწოდო ყველა ჯანსაღ ძალას, რომელიც არ ჩარეულა ამ პოლიტიკურ ბატალიებში: დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს და თქვას ერთი რამ, რომ, მიუხედავადოცნებისსისუსტისა და ნაკლოვანებებისა, არ დავუშვებთ ნაციონალების მობრუნებას ხელისუფლებაში

_ საღ ძალებს რაც შეეხება, დღეს ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში, ამერიკის კონტინენტზეც, კონსერვატიზმის აღორძინება გეომეტრიული პროგრესიით მიდის. ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში მიმდინარე პოლიტიკური ძვრები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბებერ კონტინენტზელიბერალური დემოკრატიასულს ღაფავს. როგორ ფიქრობთ, საქართველოში რატომ ვერ ჰპოვა ამ პროცესმა დღემდე გამოძახილი? რატომაა, რომ აქ ჯერჯერობით ძვრაც არაა ამ მიმართულებით?

_ საქართველოს ნაციონალიზმი არ აკლია და მოდი, ვთქვათ პირდაპირ: სწორედ ნაციონალიზმმა, ბრმა ნაციონალიზმს ვგულისხმობ, დაღუპა ეს ქვეყანა 1990-იან წლებში.

რაც შეეხება დასავლეთს, იქ ნაციონალიზმს სულ სხვა დატვირთვა აქვს. მაგალითად, ტრამპი როცა ამბობს, ნაციონალისტი ვარო, ეს არ ნიშნავს ეთნონაციონალიზმს. რთული სათქმელია, რატომ ვერ აისახა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ის, რაც დასავლეთში, დიდი ხანია, ხდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: საფრთხე, რომელიც გაჩნდა, “ნაციონალური მოძრაობისრეინკარნაციის სახით, უნდა იყოს სიგნალი ყველასთვის _ ხალხისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, რომ ქვეყანაში პროცესები მიდის ძალიან არასწორი, არაჯანსაღი მიმართულებით. აი, ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, თუ არ გვინდა, რომ მალე მართლა სრულ პოლიტიკურ (და არა მხოლოდ პოლიტიკურ) კატასტროფამდე მივიდეთ

დიმიტრი ლორთქიფანიძე

არ გამოვრიცხავ, რომ ტოტალური უნდობლობა მიმდინარე პროცესებისადმი გადაიზარდოს დიდ სამოქალაქო დაპირისპირებაში

დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი:

_ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენადაც მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ნეოკონსერვატიული განწყობების მატებაზე ამერიკელ საზოგადოებაში, იმდენად დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკა ხორციელდება აქ. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ნეოლიბერალური დიქტატის, როგორც მონოპოლისტური იდეოლოგიის, არსებობა ქვეყანაში, რაც განუხრელად გრძელდება და ჩვენ დღეს კარგად ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებასთან” კოორდინირებულად, მიზანმიმართულად ახორციელებს ამ გეგმას. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენც, კონსერვატულად განწყობილმა ძალებმაც, ძალიან დიდი დრო გავუშვით ხელიდან ისე, რომ ჩვენს წიაღში ვერ გამოვყავით ლიდერები. ვგულისხმობ ისეთ ლიდერებს, რომელთა გარშემოც გაერთიანდებოდა მოსახლეობის ნიჰილისტურად განწყობილი ნაწილი, სწორედ ამან გამოიწვია დღეს ნაციონალების გაცოცხლება.

რაც შეეხება უშუალოდ ამ არჩევნებს, მოკლედ გეტყვით: ან ძალიან დიდი შეთქმულებისა და ღალატის მოსწრენი ვართ, რაც გამორიცხული არაა, ან არის გარკვეული გაუთვალისწინებლობა, რაც ამ დღეების განმავლობაში გამოაშკარავდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ტოტალური უნდობლობა მიმდინარე პროცესებისადმი გადაიზარდოს დიდ სამოქალაქო დაპირისპირებაში, ვინაიდან საზოგადოება არ დაუშვებს ნაცისტური რეჟიმის აღდგენასა და დაბრუნებას ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ “ნაც-ქოცური” ალიანსი უკვე გარკვეულწილად წარმოადგენს ასეთი ტიპის რეინკარნირებულ ძალას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here