Home რუბრიკები საზოგადოება რატომ ვემორჩილებით მათ, ვინც ისტორიას გვიყალბებს და ტრადიციებსა და სარწმუნოებას გვილანძღავს?!

რატომ ვემორჩილებით მათ, ვინც ისტორიას გვიყალბებს და ტრადიციებსა და სარწმუნოებას გვილანძღავს?!

1286
საქართველოს დროშა

რას სთავაზობენ ბრიჩსის წევრ ქვეყნებს და რას გვთავაზობენსტრატეგიული პარტნიორებიჩვენ

ყველა ჯურის მკითხველს წინასწარ მოვახსენებ, რომ კატეგორიულად ვგმობ რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებას (რუსი ხალხი არაფერ შუაშია) აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტების მხარდაჭერისა და შემდგომში მათი დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რაც საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად მიმაჩნიაგაზეთსაქართველო და მსოფლიოს” 2017 წლის 32- ნომერში გამოქვეყნებული იყო შემდეგი წერილიბრიჩსი _ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ჰორიზონტებისკენ”, რომლიდანაც მკითხველს შევახსენებ რამდენიმე თეზისს:

“4-5 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ სიანმენში ბრიჩსის (ორგანიზაცია დაარსებულია 2006 წ. და აერთიანებს შემდეგ ქვეყნებს: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მორიგი, მე-9 სამიტი გაიმართა. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაქვეყნა საპროგრამო სტატია “ბრიჩსი _ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ჰორიზონტებისკენ”, ლაიტმოტივი აღნიშნული სტატიისა იყო შემდეგი ფრაზა:

გაერთიანების საქმიანობა აგებულია თანასწორობის, პატივისცემისა და კონსენსუსის პრინციპებზე. ბრიჩსში არავის ახვევენ თავს თავის თვალსაზრისს. როდესაც მიდგომები არ ემთხვევა, მოთმინებით იწყება გულმოდგინე მუშაობა მათ დასაახლოებლად. ასეთი ღია, ნდობით გაჟღენთილი ატმოსფერო ხელს უწყობს დასახული ამოცანების წარმატებით რეალიზაციას”.

რით იწყებს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის სტატიას და შემდეგში მოვიყვან ამონარიდებს:

*”საჭიროდ მიმაჩნია, წარმოგიდგინოთ რუსეთის მიდგომები ამ დიდ და ავტორიტეტულ გაერთიანებაში თანამშრომლობის მიმართ, გაგიზიაროთ თვალსაზრისი სამომავლო ურთიერთქმედებების პერსპექტივაზე

* საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნების კონსტრუქციული თანამშრომლობა მიმართულია მსოფლიოს სამართლიანი და მრავალპოლუსიანი მოწყობისკენ, ყველა ქვეყნისთვის განვითარების ერთნაირი შესაძლებლობების შექმნისკენ.

* რუსეთი მოუწოდებს, არა სიტყვით, არამედ საქმით განმტკიცდეს ფართო ანტიტერორისტული ფრონტის ჩამოყალიბება აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველზე, სადაც ცენტრალური როლის შესრულება გაეროს დაეკისრება და ამ მხრივ ჩვენ, ბუნებრივია, ვუფრთხილდებით ჩვენი ბრიჩსელი პარტნიორების მხარდაჭერასა და თანადგომას”…

* გვსურს, ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ თანამშრომლობის შესაბამისი საერთაშორისო ბაზა, პერსპექტივაში კი შევიმუშაოთ და მივიღოთ უნივერსალური წესები ამ სფეროში სახელმწიფოების საპასუხისმგებლო ქცევებზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ბრიჩსის ქვეყნების მთავრობათაშორისი შეთანხმება საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ…

* პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, განვახორციელოთ რეფორმები საერთაშორისო საფინანსო რეგულირების სფეროში. ერთობლივად ვიმოქმედოთ შეზღუდული რაოდენობის სარეზერვო ვალუტების მეტისმეტი დომინირების დასაძლევად; მივაღწიოთ კვოტებისა და ხმების დაბალანსებულ განაწილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში.

* ბრიჩსის ქვეყნები მომავალშიც ერთობლივად გამოვლენ პროტექციონიზმისა და ახალი ბარიერების შექმნის წინააღმდეგ ვაჭრობაში. ვუფრთხილდებით “ხუთეულში” შექმნილ კონსენსუსს ამ საკითხზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თანმიმდევრულად დავიცვათ ღია, სამართლიანი და ურთიერთსასარგებლო ვაჭრობის სისტემის საფუძვლები, განვამტკიცოთ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის საკვკანძო რეგულატორის, როლი. ჯანსაღი კონკურენციის წასახალისებლად ეფექტიანი მექანიზმების შექმნას ემსახურება რუსეთის ინიციატივა ბრიჩსის ქვეყნების ანტიმონოპოლიური სამსახურების თანამშრომლობის განვითარების ხაზით…

თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად განვიხილავთ ერთობლივ მუშაობას მეცნიერების, ტექნიკის, ინოვაციების, მედიცინის სფეროში.

პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ ინფექციური დაავადებების საფრთხის შემცირების ეპიდემიების პროფილაქტიკისა და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი პრეპარატების შექმნის საკითხებზე. პერსპექტიული ჩანს ურთიერთქმედება ჰუმანიტარულ სფეროში. გვაქვს ინიციატივა “ხუთეულის” ქვეყნებისათვის საერთო ტელეარხის შექმნის შესახებ.

რუსეთს სურს, ბრიჩსში თანამშრომლობის გაღრმავება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. კოლეგებთან ერთად მზად ვართ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი დემოკრატიზაციასა და ჯანსაღ წამოწყებებს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე”.

პატივცემულო მკითხველო, ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, მაგრამ ახლა წამოვა უგუნურების, უაზრობის, უზნეობისა და ყოველგვარი უხამსობის ნიაღვარი, რომელსაც, ჩვენი კი არა, “მათი” ეგრეთ წოდებული “სტრატეგიული პარტნიორები”, დასავლეთის დამპალი ლიბერალური და გაზულუქებული გლობალისტები, გვთავაზობენ კი არა, გვტენიან. ამ ყველაფერს პატრიოტიზმთან, ეროვნულობასთან, ტრადიციებსა და საქართველოს ისტორიულ წარსულთან საერთო რომ არაფერი აქვს, ცხადია! ევროპა, რომელმაც თავის დროზე თავი დაუხარა გარყვნილებასა და უზნეობას, ახლა მიხვდა, სადამდე მიიყვანა ამ ლიბერალურმა იდეოლოგიამ და ნელ-ნელა უბრუნდება ქრისტიანულ ფასეულობებს (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს). რატომ ვემორჩილებით მათ, ვინც ისტორიას გვიყალბებს და ტრადიციებსა და სარწმუნოებას გვილანძღავს?

არჩევითობის პრინციპი რატომ იყო საზოგადოებაში მიღებული? ალბათ, იმიტომ, რომ სხვადასხვა აზრიდან უფრო მეტად მისაღები, ე.ი., უმრავლესობის აზრი გატარებულიყო. აქედან გამომდინარე, უმცირესობა უნდა დამორჩილებოდა უმრავლესობას და ამით ყოველგვარი კონფლიქტი დასრულებულიყო. ასე იყო და ახლაც ასეა, მაგრამ, როგორც ეტყობა, გლობალისტებს არ აძლევთ ხელს ეს საყოველთაოდ მიღებული დოგმა. მათ სურთ მასების დამორჩილება. ამ საქმეში კი ხელს უშლით უმრავლესობის პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთება, აი აქაა ძაღლის თავი დამარხული. გლობალისტებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეს ლიბერალური იდეოლოგია, ერებში გარყვნილებისა და უზნეობის დათესვა. უზნეო ადამიანის მართვა ადვილია, ის ხომ ყველაფერს იკადრებს, ოღონდ ფული გადაუხადონ. ლიბერალები ამოეფარნენ სიტყვა დემოკრატიას და თვითონვე არღვევენ მის პრინციპებს. ასევე შექმნეს სპეციალური ტერმინები და დაიწყეს მათი განმარტება თავიანთ სასარგებლოდ.

ზემოთქმული უფრო ცხადი რომ იყოს, მინდა, მოვიშველიო ამონარიდი გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” 2019 წლის #7-ში გამოქვეყნებული მასალიდან “მარკეტინგი ლიბერალიზმის შესრულებით”:

მაგალითად, ავიღოთ მარკეტინგი. ამ სიტყვაზე ადამიანებს გონებაში გაუელვებთ ასოციაციების მთელი ჯაჭვი. რა არის მარკეტინგი? ეს არის კონკურენცია, ფასები, ხარისხი, რეკლამა, მომხმარებელთა აზრის შესწავლა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა. გარშემო ყველა ემსახურება მყიდველს. ბაზარი _ ეს არის კონკურენცია, .. ცივილიზაციის უმაღლესი სიკეთე.

მაგრამ რას შვრებიან ამერიკელები, როცა რუსულ ეკონომიკას (ზოგიერთ დარგში) ვერ უძლებენ? _ “ისინი ამზადებენ “როსატომის” საწინააღმდეგო სანქციებს… როგორ აურევია თავგზა სტუდენტებისთვის ძია ფილიპ კოტლერს (საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი) თავისი სქელი წიგნებით? უფრო დაბალი ფასი უფრო მაღალი ხარისხის შემთხვევაში? გადახდების გადავადება და დამატებითი სერვისი? როგორ მოიქცეს მოკრივე, თუკი არ გამოსდის წესების დაცვით ორთაბრძოლის მოგება? _ როგორ და უბრალოდ: ამოიღოს კოლტი და ესროლოს მოწინააღმდეგეს პირდაპირ რინგზე. მსაჯი კი იტყვის, ყველაფერი წესების მიხედვით მოხდაო. აბა, გაბედოს და არ თქვას. თქვენ კიდევ _ მარკეტინგი, კონკურენცია.

რა კონკურენცია? ხელკეტი, რაც შეიძლება სქელი _ აი, თქვენი კონკურენცია. როგორც ძველ ანეკდოტშია, რომელშიც ცხოველების შვილები ერთმანეთს ეტრაბახებიან, _ ვის რა მოუტანა დედამ. ტახის შვილს დედამ არაფერი მოუტანა და მას სწყინს. მან უსმინა-უსმინა და შემდეგ თქვა: “მე… მე კი… მე ახლა ავდგები და თავ-ყბას მიგინგრევთ!” _ აი, თქვენი მარკეტინგი ამერიკულად. სხვათა შორის, ალ კაპონემ დაამარცხა ფილიპ კოტლერი”.

ასეთი ქვეყნების “სტრატეგიული პარტნიორობა”, იდეოლოგიის გადმოტანა და უპირობოდ აღიარება, სადაც მაფიოზი, ყაჩაღი და მძარცველი იმარჯვებს პროგრესულ ადამიანზე, ჩვენ რატომ უნდა გვაძლევდეს ხელს? მაგრამ, როცა გვებრძვის უმცირესობა, რომელიც გულუხვადაა დაფინანსებული გლობალისტური წრეებისგან, როცა თითქმის ყველა მედიასაშუალება (მცირე გამონაკლისის გარდა) დაპყრობილი აქვთ, უმრავლესობას ისღა დაგვრჩენია, ტახის შვილივით მოვიქცეთ და რაც შეიძლება სქელი ხელკეტი მოვიმარჯვეთ.

მინდა, მივმართო დეპუტატ ზვიად ძიძიგურს: როცა ოპოზიციაში იყავით, “ჩოხოსნებში” ითვლებოდით და კაცი მეგონეთ, ვფიქრობდი, ბიჭებს ჩოხოსნებად გაზრდის-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, ალბათ, მხარს უჭერთ მამაკაცის მამაკაცზე ან ქალის ქალზე ქორწინებას. ამას იმიტომ გკადრებთ, რომ თქვენი და თქვენნაირი პარლამენტარების ან მთავრობის წევრების პატივისცემა ხალხს აღარ აქვს. სხედხართ თბილ სავარძლებში მატერიალურად უზრუნველყოფილები და ქვეყნის დამაქცევარი ქმედებების წინააღმდეგ ხმას არ იღებთ, პირიქით _ ხელს უწყობთ. რატომ ყველას ხელი არ მოგტყდათ, როცა კახპა (ამას თვითონ აღიარებს) ვითომ მსახიობს ამერიკაში სასწავლებლად წასვლას და 150 000 დოლარით დაფინანსებას მხარი დაუჭირეთ, მრავალშვილიან ოჯახს კი უკანასკნელი დახმარება მოუხსენით, იმიტომ, რომ ვიღაც კაცთმოყვარე ადამიანმა მაცივარი თუ სარეცხი მანქანა აჩუქა?

როცა ბევრ ოჯახს არ აქვს ელემენტარული საცხოვრისი და საკმარისი საკვები, თავს რატომ მიეცით უფლება, თქვენთვის დაგენიშნათ სამმაგი .. შრომის ანაზღაურება: ხელფასი, დანამატი, პრემია? როგორ შეიძლებოდა იმ პაქტზე ხელის მოწერა, რომელიც გვაიძულებს, მივიღოთ უცხოტომელი დევნილები და თანაც უზრუნველვყოთ მათთვის პირობების შექმნა? ან რატომ ხართ გაჩუმებული დემოგრაფიულ კატასტროფაზე, რომელიც ერს ემუქრება?

ამ ყველაფრის შემდეგ რატომ ფიქრობთ, რომ 2020 წლის არჩევნებში კვლავ შეინარჩუნებთ დაკავებულ თანამდებობებს და ხალხი არ დაამხობს თქვენს ხელისუფლებას?

ამ წერილის წერისას ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ “2020 წლისთვის პრემიერმინისტრის პოსტზე უკვე შერჩეულია გიგი წერეთლის კანდიდატურა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე _ დავით ბაქრაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად _ გიგა ბოკერია!” ეს გეგმა ბიძინა ივანიშვილს პირადად წარუდგინა ცოტა ხნის წინათ თბილისში ჩამოსულმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა”.

თუ ამ გეგმას ბიძინა ივანიშვილი მხარს დაუჭერს, ისღა დაგვრჩენია, ჩავთვალოთ, რომ არც ბიძინას ჰქონია თავისი ფულის ეკვივალენტი ფასი და არც მის “ქართულ ოცნებას”, ამიტომ “ქართული ოცნება” უნდა შეგცვალოთ ეროვნულად განწყობილი ხელისუფლებით.

ამ წერილის მთავარი მიზანია, შევადაროთ, რას სთავაზობს პუტინი ბრიჩსის წევრ ქვეყნებს და რას გვთავაზობენ “სტრატეგიული პარტნიორები” ჩვენ.

პატივცემულო მკითხველო, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ გარეშე არ უნდა წყდებოდეს!

არდალიონ ხააძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here