მთავარი პოლიტიკა რატომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, თავი დააღწიოს დასავლეთის კაბალას?

რატომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, თავი დააღწიოს დასავლეთის კაბალას?

634
გააზიარეთ
თამარ კიკნაძე

რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუ, რომელიც მას საერთაშორისო სატელევიზიო არხ RTVI –ის ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა ჩამოართვა. “ჩვენ არასდროს არაფერი დაგვიგეგმავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როგორ იმყოფებოდნენ იქ ამერიკელი ინსტრუქტორები, წვრთნიდნენ ქართულ არმიას.

ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც დაარღვია ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება. მის შემდეგ, რაც დასრულდა 5-დღიანი სამხედრო ოპერაცია მშვიდობის დასამყარებლად, ევროსაბჭომ სპეციალური ანგარიში შეუკვეთა, შექმნეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი. გამოიტანეს დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებითვფიქრობ, ქართველი ხალხი ბრძენია, მას უყვარს სიცოცხლე, შეიძლება ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებს. ყოველ შემთხვევაში, მე ვიცი, საერთო მისწრაფებების შესახებ. მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი გადალახავენ ამ ანომალიურ ვითარებას და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს ხელისუფლებებსა და ხალხებს შორის”, _ განაცხდა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში. აშკარაა, რომ რუსებს ისე არვძულვართ”, როგორც ქართველებსგვძულსისინი, მაგრამ საკითხავია, რატომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის ნორმალიზებას იმ ქვეყანასთან, რომელშიც თითქმის მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, და რომლიდანაც ხორბლის საჭირო რაოდენობის თითქმის 100 პროცენტი შემოგვაქვს, ძალიან ვართ დამოკიდებული მის ენერგომატარებლებსა და იქიდან გადმორიცხულ თანხებზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან პოლიტოლოგი _ თამარ კიკნაძე და მარტვილიაბაშაწალენჯიხაჩხოროწყუს სარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ ცაავა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიული კავშირებია, ძალიან გადაჯაჭვულია ჩვენი ბედი ერთმანეთთან

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი:

_ საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიული კავშირებია. ძალიან გადაჯაჭვულია ჩვენი ბედი ერთმანეთთან. ქართველები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ რუსეთის ცხოვრებაში. საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი ურთიერთობა ნორმალური არ არის და იმედი უნდა ვიქონიოთ, აუცილებლად გამოსწორდება. გამოსწორდება თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს, მილიონზე მეტი. სამწუხაროა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დალაგდება, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მტკივნეული პროცესი ბევრისთვის.

სერგეი ლავროვის საუბრიდან აშკარად ჩანდა, რომ რუსეთმა კარგად იცის, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მგონია, რომ უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვასა და საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსებმა ვერ გათვალეს, ვერ გათვალეს, რა მოხდებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავის არეალად განიხილავენ. პროცესები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში განვითარდა, მტკივნეულია რუსეთისთვის და განსაკუთრებით მტკივნეულია საქართველო.

მსოფლიოში რუსეთის დემონიზება მიმდინარეობს. რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი ნავალნის რეიტინგი, სულ რაღაც, ორი პროცენტია, მაგრამ სწორედ მისი მოწამვლა დასწამეს რუსებს, თუმცა არა მგონია, ეს რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში ყოფილიყო. სწორედ ამ შემთხვევის საბაბით ცდილობს დასავლეთი, რუსეთს სანქციები დაუწესოს და შეაჩეროს “ჩრდილოეთის ნაკადი-2” -ის მშენებლობა.

ნავალნის ვითომდა მოწამვლაზე ატეხილი ამბების გამო საქართველოს ტელევიზიები ერთ ამბავში არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ტელევიზიების ბრალი არ არის, მსოფლიოში თითქმის ყველა ტელევიზია ლიბერალურია, ასეა თვითონ რუსეთის ფედერაციაშიც. ლიბერალებმა თავის დროზე, როცა საქმიანობას იწყებდნენ, კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ _ იდეების გავრცელება დიდად არის დამოკიდებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. ამერიკის პრეზიდენტიც კი ე.წ. ფეიკნიუსებზე საუბრობს. გლობალისტები საინფორმაციო საშუალებებს კონსერვატორებთან დაპირისპირების გასაღვივებლად იყენებენ, რომლებსაც მხოლოდ ადამიანურად ცხოვრება სურთ და არა ხელოვნურად შექმნილი უბედურება, რომელიც კაცობრიობას ღუპავს.

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, საქართველოს მხრიდან ერთი ნაბიჯიც რომ გადაიდგას, რუსეთი ორ ნაბჯს გადმოდგამს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად

_ თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ნაბიჯს ვერ დგამს რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, არა უშავს, რადგან მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური პროცესები მიდის, რომ მაინც დალაგდება ყველაფერი რეგიონულ დონეზე. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ძნელიც არის და თითქმის შეუძლებელიც, რადგან საქართველო განიხილება დასავლურ თანამეგობრობაში და დასავლეთის თამაშს ვთამაშობთ… სუვერენულები არ ვართ და ჩვენი მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებისთვის კატაკლიზმებს გამოიწვევს. საქართველოს ურჩევნია, დაელოდოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც უჩვენოდაც დაალაგებს ყველაფერს. მოხდება სავალუტო ზონებად დაყოფა და რეგიონული პრინციპით ქვეყნების ინტეგრაცია, ამიტომ სჯობს, დაველოდოთ…

საქართველოს ხელისუფლებას არათუ დიდ პოლიტიკაში, საკუთარ ქვეყანაშიც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. კორონავირუსი საუკეთესო გამოსავალია მსოფლიოსთვის, ეკონომიკური კრიზისი სწორედ ამ ვირუსის პანდემიას რომ დააბრალონ, რაშიც ჩართულია პატარა საქართველოც. ჩვენ ვასრულებთ ჯანმოს მითითებებს, რადგან სხვა გზა არ გვაქვს, ისინი ფინანსურადაც გვეხმარებიან, რაც ართულებს ვითარებას.

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრესიული არ ყოფილა საქართველოს მიმართ. როგორ ფიქრობთ, თუკი რუსებს არ აქვთ ქართველების სიძულვილი, მაშ, რა ხდება? ვისი ბრალია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ასე დაძაბვა?

_ როდესაც ასე გართულებულია ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, რუსთის ბრალიც არის, საქართველოსიც და საერთაშორისო კონიუნქტურის. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გვაგდებდნენ სამანეთო ზონიდან, გვეუბნებოდნენ: თქვენს საქმეს მიხედეთო. უფრო მეტიც, იმხანად მოსკოვში ვსწავლობდი და რუსეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, ეს იყო 1995-96 წლები. რუსებს ვეკითხებოდი: რა დამოუკიდებლობას აღნიშნავთ, დანარჩენ რესპუბლიკებს რომ გამოეყავით-მეთქი? ახლა რუსები დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად “რუსეთის დღეს” აღნიშნავენ. ასე რომ, 1990-იან წლებში რუსეთსაც უჭირდა და გაურკვევლობაში იყო. შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ლიბერალები, რომლებიც თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ ისე იმოქმედა, როგორც შეეძლო, სხვა საქმეა, რა ჩაიდინა შევარდნაძემ…

ქართველებს გამოცდილება არ გვქონდა, დღეს ყველაფერი ვიცით და ვერკვევით პოლიტიკაში, მაგრამ იმხანად ასე არ იყო, ჩვენ ვმოქმედებდით სხვისი მითითებებით და მივყვებოდით დინებას. კიდევ ვიმეორებ: საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ არ გვაქვს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის ფუფუნება, როდესაც მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით საბჭოთა კავშირის დანგრევისას, ნანგრევები თავში მოვიხვედრეთ. ახლა კი სჯობს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დაველოდოთ და ყველაფერი თავისით დალაგდება.

ვიქტორ ცაავა
ვიქტორ ცაავა

რუსეთმა გადმოდგა ნაბიჯები შერიგებისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაა უძლური, ჩვენებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ შეუძლიათ, მათაც ისინი მართავენ, ვინც წინა ხელისუფლებას მართავდა

ვიქტორ ცაავა, “პატრიოტთა ალიანსისმარტვილიაბაშაწალენჯიხაჩხოროწყუს სარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მართალი ბრძანა, როდესაც განაცხადა, რომ დღე-დღეზე უნდა აღმდგარიყო რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა. ეს ზუსტად ვიცი. ასევე ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი არ უქმნის პრობლემებს იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც რუსეთში სურთ სწავლის გაგრძელება, პირიქით, მათ სწავლის ფულსაც უხდის თავისი ბიუჯეტიდან. ეს უკვე დასტურია მათი კეთილგანწყობისა ჩვენს მიმართ.

მსოფლიოს ნომერ პირველმა დიპლომატმა ინტერვიუში, აგრეთვე, ისაუბრა ე.წ. გავრილოვის ღამეზე. ვიტყვი, რომ ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, ოპოზიციის მოწყობილი. ანდრეი გავრილოვი დედით ქართველია. ის ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. .. ოპოზიციონერები მას ხვდებოდნენ კიდეც და რუსულადაც ესაუბრებოდნენ. იმ ღამეს რაც მოხდა, იყო ნაცების პატრონების დაკვეთა დასავლეთიდან.

_ თქვენ ლაპარაკობთ ოპოზიციის ქმედებებზე, მაგრამ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კი გმობს წინა ხელისუფლების ნამოქმედარს, მაგრამ თვითონ არაფერს აკეთებს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად

_ რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დიალოგისკენ, რუსეთმა გადმოდგა ნაბიჯები შერიგებისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაა უძლური, ჩვენებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ შეუძლიათ, მათაც ისინი მართავენ, ვინც წინა ხელისუფლებას მართავდა. მართალია, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთს ისე არ აგინებს, როგორც წინა, მაგრამ ნაბიჯებს ურთიერთობის დასარეგულირებლად ვერ დგამს. რუსეთი კი ლოიალურია და ამის მაგალითად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ინტერვიუც კმარა. ლავროვს შემთხვევით არ უხსენებია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მოსურნე პატარა პარტიები. რუსეთმა ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ, ახლა ჩვენი ჯერია. რომ არა ე.წ. გავრილოვის ღამე, დღეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბებოდა. როგორც ჩანს, დასავლეთში ხელს არ აძლევთ, საქართველომ და რუსეთმა მოაგვარონ ურთიერთობა.

საქართველოში არსებული ყველა საინფორმაციო საშულებებიდან მხოლოდ რუსეთის გინება ისმის, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. რაც უნდა მოხდეს, ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, არავის აინტერსებს ფაქტები და რეალობა, რუსეთი დამნაშავეა და მორჩა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთი ლოიალურია საქართველოს მიმართ. საქართველო ყველა ომში, რომლებიც უახლეს წარსულში ჩვენს ქვეყანაში მოხდა, დამნაშავეა. ჩვენ დამნაშავენი ვართ აფხაზებსა და ოსებთან, ჩვენმა გაუთვლელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა დაგვაკარგვინა ტერიტორიები და გაგვიფუჭა ურთიერთობა უდიდეს მეზობელთან, რომლის კმაყოფაზეც, გვინდა თუ არა, დღემდე ვრჩებით. ასე რომ, საქართველოს დაფიქრება მართებს, თუნდაც სერგეი ლავროვის ბოლო ინტერვიუს შემდეგ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. თამარ კიკნაძე: „ახლა კი სჯობს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დაველოდოთ და ყველაფერი თავისით დალაგდება“. მაგრამ თავისით არაფერი არ ლაგდება, ყველაფერს აქტივობა სჭირდება და არა ლოდინი. აქტივობა საშიშია მათთვის, ვისაც ყველაფერი დალაგებული აქვს (ჰგონია, რომ დალაგებული აქვს); მათთვის კი, ვისაც არაფერი დალაგებული აქვს, ლოდინი სიკვდილს ნიშნავს, ხოლო ხსნა აქტივობაში და ცვლილებაშია: „ცვლილება არის სამწუხარო ბედნიერთათვის, ბედკრულნი კი მას სიხარულით ეგებებიან“ (შექსპირი).

  2. რაც შეეხება აქტივობას, იგი უნდა განვასხვავოთ ცრუაქტივობისაგან, რაც იგივეა, რაც ლოდინი: აქტივობა იქნება, მაგალითად, საქართველოს პასუხისმგებელი ხელისუფალის მიერ (ასეთად აღარ მიმაჩნია ბ.ივანიშვილი, რომლის ხელისუფლობამ უკვე ჩაილურის წყალი დალია) მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გარკვევა, რისთვისაც „კუკლავოდი“ გაუნაწყენდება, მაგრამ ფეხებსაც ვერ მოსჭამს; ცრუაქტივობა კი – პროვოკატორი მიშასავით „ომობანა“ დაუწყო რუსეთს, რასაც მოგიწონებს „კუკლავოდი“ და რაც ლოდინის მდგომარეობაში დაგტოვებს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here