მთავარი სამართალი პროკურატურა ტერორიზმის საქმეზე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ტერორიზმის საქმეზე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

351
გააზიარეთ
პროკურატურა

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უწყება ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს ითხოვს. კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის  17, ხოლო ტერორიზმის მხარდაჭერისთვის 15 წელს.

27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით. 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული, განაჩენი მის დაუსწრებლად  გამოცხადდა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here