Home ახალი ამბები საქართველო პროდუქტები, რომლებსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

პროდუქტები, რომლებსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

1975
პროდუქტები, რომლებსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

2020 წლის იანვაროქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 159 500 000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 8,4%-ით, ხოლო იმპორტი 14,2%-ით შემცირდა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

* ყურძნის ნატურალური ღვინოები _ 95 106 200 დოლარი;

* ფეროშენადნობები _ 92 136 100 დოლარი;

* მინერალური და მტკნარი წყლები _ 33 661 200 დოლარი;

* სპირტიანი სასმელები _ 25 258 600 დოლარი;

* ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო _ 19 936 100 დოლარი.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

* ნავთობი და ნავთობპროდუქტები _ 107 859 600 დოლარი;

* ხორბალი _ 88 258 200 დოლარი;

* ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები _29 976 800 დოლარი;

* მზესუმზირის ზეთი _ 27 109 900 დოლარი;

* ტელეფონის აპარატები _ 24 050 100 დოლარი.

bpn.ge

1 COMMENT

  1. რუსეთიდან ათ თვეში 24 მილიონი დოლარის სატელეფონო აპარატები შემოგვიტანია. რუსეთი, როგორც ცნობილია, მობილურ ტელეფონებს არ აწარმოებს. რაშია საქმე? რეექსპორტი ხდებოდა? რატომ? რომელი ფირმის მიერ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here