Home ახალი ამბები საქართველო პრეზიდენტის მრჩევლებმა 2016-2017 წლებში 245 000 ლარის ოდენობის ხელფასი აიღეს

პრეზიდენტის მრჩევლებმა 2016-2017 წლებში 245 000 ლარის ოდენობის ხელფასი აიღეს

1052
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს 20 თვეში, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, ჯამში 245 524 ლარის ოდენობის ხელფასი აქვთ აღებული. მათგან ზოგიერთი პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე რამდენიმე თვეს მუშაობდა. ზოგიერთი კი უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა.

ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ელენე აბაშიძის, ხელფასი 6095 ლარს შეადგენდა. აბაშიძე პრეზიდენტის მრჩეველი 2016 წლის აპრილში გახდა, შესაბამისად, ამ თვეში მისმა ხელფასმა 1495 ლარი შეადგინა, ხოლო შემდეგ ორ თვეში _ 2300-2300 ლარი. აბაშიძე ამ თანამდებობაზე მხოლოდ ამ სამ თვეს მუშაობდა.

ვეტერანთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის _ ალექსი ბარბაქაძის ხელფასმა 22 540 ლარი შეადგინა. იგი ამ თანამდებობაზე 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით მუშაობდა. რაც შეეხება პრეზიდენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში, კახა კოჟორიძეს, მას 31 740 ლარი აქვს აღებული. კოჟორიძე თანამდებობაზე 2016 წლის 1 იანვრიდან თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და მისი ხელფასი 2300 ლარი იყო, ხოლო 2017 წლის თებერვალში, თანამდებობიდან წასვლის თვეს _ 1840 ლარი.

პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში, მაია მელიქიძეს, თანამდებობრივი სარგოს სახით 35 949 ლარი აქვს აღებული. ის ამ თანამდებობაზე 2016 წლის მარტიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით მუშაობდა. მისი ხელფასიც 2300 ლარს შეადგენდა, გამონაკლისი იყო თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების თვეები, მაშინ მისმა ხელფასმა შესაბამისად 1533 და 2216 ლარი შეადგინა.

პრეზიდენტის მრჩეველს, საგარეო ურთიერთობათა მდივან თენგიზ ფხალაძეს 50 150 ლარის ოდენობის თანამდებობრივი სარგო აქვს აღებული. მისი ყოველთვიური ხელფასი 2300 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში მისმა ხელფასმა 4 375 ლარამდე მოიმატა. იმავე რაოდენობის ხელფასი აქვს აღებული პრეზიდენტის მრჩეველს, პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძეს. რაც შეეხება პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური უმცირესობის საკითხებში _ სოფიო შამანიდის, მას 48 900 ლარის ოდენობის თანამდებობრივი სარგო აქვს აღებული. მისი ყოველთვიური ხელფასიც 2300 ლარს შეადგენდა, ხოლო მოცემული პერიოდის ბოლო ორ თვეში დანამატების გაუქმების გამო, ჩიხრაძისა და ფხალაძის მსგავსად, მისმა ხელფასმაც მოიმატა 3750 ლარამდე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here