უკრაინის ექსპრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დატოვა უკრაინა გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე მისვლის წინა დღეს.
პოროშენკო 8 მარტს ოჯახთან ერთად გაფრინდა ესპანეთში ფრანკფურტის გავლით. ცნობილი არ არის, იგი დღემდე იმყოფება ესპანეთში თუ იქიდან სხვა ქვეყანაში გადავიდა.
პოროშენკოს ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ შეძლებს დაკითხვაზე მისვლას, რადგან დატოვა ქვეყანა.
კიევის სასამართლომ ნება დართო პოროშენკოს იძულებით მიყვანაზე გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დასაკითხად.
15 მარტს პოროშენკო კიევში მაინც დაბრუნდა.