Home ახალი ამბები მსოფლიო პოროშენკოს თავზე ცა მოიქუფრა: რატომ გაიწვია ტრამპმა ელჩი უკრაინიდან

პოროშენკოს თავზე ცა მოიქუფრა: რატომ გაიწვია ტრამპმა ელჩი უკრაინიდან

1026
ტრამპი და პოროშენკო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ წლეულს, მარტში, გახურებული საპრეზიდენტო არჩევნებისას თავის ქვეშევრდომ სპეცპროკურორ კულიკის მეშვეობით გაასაჯაროვა სისხლის სამართლის საქმეები პოროშენკოს გარემოცვაზე.

დააპატიმრებენ ყველას: ზოგს, როგორც მანაფორტს, ადრე; ზოგს _ მოგვიანებით, როგორც პოროშენკოს

უკრაინის მთავარი პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინე კულიკმა ფულის გათეთრებისა და იანუკოვიჩის მილიარდების ლეგალიზაციის ბრალდება წაუყენა კონდიტერის უახლოეს თანამებრძოლებს – მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელ ბორის ლოჟკინს, უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ვალერია გონტარევასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელ ალექსეი ფილატოვს (იგი შეთავსებით, არაოფიციალურად კურატორობდა ქვეყნის სასამართლო ვერტიკალს). საქმეში ფიგურანტებად გადიან, აგრეთვე, ინვესტკომპანია ICU-ს თანამფლობელები: კონსტანტინე სტეცენკო და მაკარ პასენიუკი. ICU არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც მართავდა პოროშენკოს აქტივებს. სწორედ აქ მოღვაწეობდა ვალერია გონტარევა, სანამ უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად დანიშნავდნენ. მათგან საქმე თვით გრანდამდე მიდიოდა და, მიაკითხავენ მას თუ არა, მხოლოდ დროის საკითხია. საბოლოო ჯამში, ეჭვის ქვეშ მყოფთა რაოდენობა 98-ია, მათ შორის 12 არის სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე, ნაცბანკის მაღალი თანამდებობის პირი, საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი კი _ 6.

სპეცპროკურორ კულიკის მიერ გახსნილი საქმეები მხოლოდ ყლორტებია, ნაყოფი საქმეში მისი შეფის, იური ლუცენკოს, ჩართვის შემდეგ დამწიფდა. საკუთარი თავის გადასარჩენად მან სხვების ჩაძირვა დაიწყო.

გენპროკურორის მიერ დაწყებული მხილების შედეგად გაირკვა, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს წიაღში დაკარგულია 4 მლნ დოლარი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში გადარიცხა კორუფციასთან ბრძოლის ხელშესაწყობად. ამას დაემატა ხელშეუხებელთა სიები, რომლებიც გენპროკურორ ლუცენკოს სიტყვიერად გაუმჟღავნა ელჩმა იოვანოვიჩმა. და, რაც მთავარია, გამოაშკარავდა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართული იყვნენ ამერიკის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში კანდიდატ ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად. მაშინ მათ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის, მაკომპრომენტებელი მასალები მიაწოდეს კონკურენტის შტაბს. შედეგად მანაფორტს პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გარემოება კი გულგრილს ვერ დატოვებდა იმ ადამიანს, რომელიც ამჟამად თეთრ სახლში არის “ჩაწერილი”. ამის შემდგომ მოღალატის ბედიც გადაწყდა, საქმეში ჩაერთო დიდი მოთამაშე და იური ვიტალიევიჩს ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს, ვითარცა მნიშვნელოვან მოწმეს, შტატებში კი “უკრაინოგეიტმა” მოიკრიბა ძალა. ტრამპის თხოვნით, საქმეში ჩაერთო აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი. დემოკრატიული ლეპროზერიუმის თავზე ცა მოიღრუბლა.

ბაიდენი და პოროშენკო

ორი წლის განმავლობაში რუსული კვალის ძებნას ტვინი უშედეგოდ დაანთხიეს სპეცპროკურორმა მიულერმა და მისმა გუნდმა _ ფედერალური ბიუჯეტის 20 მილიონი დოლარი დაახარჯეს და მაინც ვერაფერი აღმოაჩინეს, უკრაინულ კვალს კი ძებნაც არ დასჭირდა. აქ უკვე თავი გამოიჩინა იური ლუცენკომ, რომელმაც დოკუმენტურად დაადასტურა მანაფორტის წინააღმდეგ მიმართული მაკომპრომეტებელი მასალების გახმაურება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, არტიომ სიტნიკის, მიერ. ამ უკანასკნელმა 2016 წლის ამერიკული საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გამოაქვეყნა რეგიონების პარტიის “შავი ბუღალტერია”. მასში ფიგურირებდა ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ პოლ მანაფორტის ხელწერილები ათობით მილიონი დოლარის ქეშად მიღებაზე.

ლუცენკომ უკრაინის სხვა უმაღლესი თანამდებობის მოხელეების მამხილებელი მასალებიც გამოამზეურა, მათ შორისაა ვაშინგტონში ნეზალეჟნაიას ელჩი ვალერი ჩალიიც.

2016 წლის აგვისტოში უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა მანაფორტის სკანირებული ხელწერილები, რომლებითაც ის 12,7 მილიონი დოლარის მიღებას ადასტურებდა. ეს იყო “შავი ბუღალტერიის” 19-გვერდიანი ქსეროასლები, რომლებშიც მანაფორტი 22-ჯერ იყო ნახსენები. სწორედ მათ დაეყრდნო ვირჯინიის შტატის ფედერალური სასამართლო, როცა 3 წლის შემდეგ ფიგურანტს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს ყველაფერი რომ პოროშენკოს ხელისუფლების თავხედური და დაუფარავი ჩარევა იყო ამერიკულ არჩევნებში, ეჭვს არ ბადებდა.

მანაფორტი ციხეშია (თავის 70 წლის იუბილეს გისოსებს მიღმა შეხვდა). ამას ტრამპი არავის შეარჩენდა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ციხიდან გამოიხსნიდა თანამებრძოლს და შურს იძიებდა ყველაზე, ვინც ამ საქმეში იყო გარეული. და ამ დროს იური ლუცენკო თავისი მამხილებელი მასალებით ზუსტად ადგილზე აღმოჩნდა.

დიპლომატური სკანდალი და რა შუაშია ჩალუპა?

ამ საქმის კიდევ ერთ, დაფარულ მხარედ მოგვევლინა უკრაინის ელჩი ვაშინგტონში _ ვალერი ჩალიი. ეს მოღვაწე იმდენად იყო დარწმუნებული კლინტონის გამარჯვებაში, რომ თავის ოფისში გახსნა ანტიტრამპული შტაბი, რომელსაც კურატორობდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კონსულტანტი, უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ქალბატონი ალექსანდრა ჩალუპა. ჩალიის, ალბათ, ამის გაკეთება ურჩია მისმა შეფმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლიმკინმა, რომელმაც, უკრაინელ მოხელეთა საძმოსთან ერთად კლინტონის მხარეს, ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლა ამჯობინა “ფეისბუკსა” და “ტვიტერზე”. მართალია, ბოლოს იძულებული შეიქნენ, გაექროთ თავიანთი ცეცხლოვანი ჩანაწერები, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხელნაწერები არ იწვის, “გუგლს” ყველაფერი ახსოვს, იური ლუცენკოსაც! გენპროკურორის თქმით, ქალბატონმა ჩალუპამ გამოაცხადა ტენდერი უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ტრამპის საწინააღმდეგო მაკომპრომეტებელი მასალების მოძიებისთვის, რომელშიც გაიმარჯვა დემოკრატების კიდევ ერთმა გამოზრდილმა, სოროსის ძუძუნაწოვმა, პოროშენკოს ფრაქციის წევრმა სერგეი ლეშჩენკომ.

მან გამოაქვეყნა ამონაწერები რეგიონების პარტიის “შავი სალაროს” ჟურნალიდან სხვადასხვა დონის ასობით ამერიკელი თანამდებობის პირისთვის “ჰონორარის” გაცემის შესახებ. ამ პუბლიკაციაში უბედური მანაფორტის გვარიც ფიგურირებდა.

ამ მაკომპრომეტებელი მასალების უტყუარობადაადასტურათვით უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს დირექტორმა არტემ სიტნიკმა და თავის საიტზეც გაიმეორა. ამით პოროშენკისტჰილარისტებმა დაიჯერეს, რომ საქმე გადაწყვეტილია და ტრამპი განადგურებულია. აშშში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალიი ჰილარი კლინტონის წარმატებაში ისე იყო დარწმუნებული, რომ არჩევნების ღამეს შტაბში ეახლა, რათა პირველს მიელოცა ბრწყინვალე გამარჯვება ქალბატონისთვის, მაგრამ ეგზიტპოლების პირველი შედეგების გამოცხადებისთანავე ჩუმად გაიპარა. ამჟამად მას აშშის გენერალური პროკურორი ბარი ეძებს შეკითხვების დასასმელად.

გერონტოფილთა თამაშები

დონალდ ტრამპის ინტერესი უკრაინის გენპროკურორის მიმართ მხოლოდ მანაფორტის საქმით არ შემოფარგლულა. “უკრაინოგეიტი” თანდათან იკრებს ძალას და ფინიშის სწორზე 2020 წლისთვის გავა. ამ წელს აშშ-ის მორიგი არჩევნებია დანიშნული. აი, სწორედ ამ არჩევნების გამო გაუჩნდა დაუმარცხებელ დონალდ ტრამპს პირადი ინტერესი იური ლუცენკოსადმი. დემოკრატების მხრიდან ტრამპისთვის საარჩევნო ხელთათმანის გადაგდებას აპირებს პოლიტიკური ოლიმპის კიდევ ერთი ხანდაზმული ბინადარი, 76 წლის ჯო ბაიდენი, თუ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს პრაიმერიზზე. იქ მას კონკურენტი არ ეყოლება. ამიტომაც ამოქექა იგი კლინტონმა მტვრიანი სკივრიდან. დაკნინდა ხალხი დემოკრატიულ პარტიაში, არჩევნებში ტრამპის წინააღმდეგ ვეღარავინ გამოჰყავთ.

ბაიდენის ასაფეთქებლად ემზადება დონალდ უძლეველი იური ვიტალიევიჩის დახმარებით, რომელიც დროზე გამოჩნდა თავისი ქაღალდებით ხელში. იმ ქაღალდებში კი შავით თეთრზე წერია, რომ ეკოლოგიის ექსმინისტრ ნიკოლაი ზლოჩევსკის საქმიანობის გამოძიების პროცესში (რომელიც კორუფციასა და თავისი ფირმის _ BURISMA HOLDINGS LIMITEDის მეშვეობით იანუკოვიჩის ფულის გათეთრებაში იყო ეჭვმიტანილი) გაირკვა, რომ აღნიშნული ფირმის დირექტორთა საბჭოში შედიოდნენ აშშის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ვაჟი _ ჰანტერ ბაიდენი; პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი, აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, მრჩეველი _ დევონ არჩერი და სხვები. გენპროკურატურამ დაადგინა ზლოჩევსკის ფირმის ანგარიშებიდან ფულის გადარიცხვის ფაქტი ჰანტერ ბაიდენის კომპანია Rosemont Seneca Partners LLC-ის ანგარიშზე. 2014 წლის გაზაფხულიდან 2015 წლის შემოდგომამდე გადარიცხულია 3,5 მილიონი დოლარი, როგორც ჰონორარი, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ვაჟისთვის. ამ პერიოდში მამამისი უკრაინის კურატორი იყო და პასუხს აგებდა იქ არსებული რეჟიმის ეკონომიკურ მხარდაჭერაზეც. აშკარაა ინტერესების კონფლიქტი: ჯო ბაიდენი პასუხისმგებელი იყო კიევის დაფინანსებაზე, მაშინ, როცა მისი ვაჟი ხელფასს იღებდა გაზის უდიდეს კერძო კომპანიაში, რომელიც აფილირებულად დაკავშირებული იყო ხელისუფლებასთან და კორუფციულ გარიგებებთან. სწორედ უფროსმა ბაიდენმა გამოიყენა თავისი გავლენა, რათა ჩაეფარცხა მის წინააღმდეგ უკრაინის ყოფილი გენპროკურორის, შოკინის, მიერ აღძრული საქმე, დააშანტაჟა კიევი იმით, რომ ჩაშლიდა მორიგი ტრანშის გამოყოფას. მან ეს საჯაროდაც აღიარა 2018 წლის 23 იანვარს, როცა სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე: “მე შევხედე მათ და ვუთხარი: ექვსი საათის შემდეგ მივემგზავრები. თუ პროკურორს არ მოხსნით, ფულს არ მიიღებთ! და, ეშმაკმა დალახვროს, იგი გაათავისუფლეს! მის ადგილზე დასვეს ადამიანი, რომელსაც იმ მომენტში შეიძლებოდა დაყრდნობოდი”.

სწორედ ამ ადამიანმა, რომელსაც იური ლუცენკო ერქვა, ჩაფარცხა აღნიშნული საქმე და მანვე კვლავ აღძრა, როცა გართულდა ვითარება და როცა უკანალი აეწვა. სწორედ მან მიმართა ტრამპს და დახმარება შესთავაზა. ტრამპმაც კეთილი განწყობით მიიღო.

რატომ გაათავისუფლეს მარი იოვანოვიჩი

იური ლუცენკოს დონალდ ტრამპისკენ მიმავალ გზაზე მოულოდნელი დაბრკოლება გადაეღობა. ამ წინაღობას მარი იოვანოვიჩი ერქვა. უკრაინაში ელჩად იგი ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში მიავლინეს და ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგაც ერთგულად ემსახურებოდა თავისი პოლიტიკური ბოსის ინტერესებს. ზემოთ დასახელებული სპეცპროკურორი კონსტანტინ კულიკი ჩიოდა, რომ იგი და მისი უწყების სხვა მოხელეები შარშანდელიდან ამაოდ ცდილობდნენ, მიეღოთ ვიზები კიევში ამერიკის საელჩოში, რათა ვაშინგტონში ჩაეტანათ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებანი 2016 წლის არჩევნებში ჩარევისა და სისხლის სამართლის წარმოებაში დაბრკოლებების შექმნის შესახებ. ელჩი მარი იოვანოვიჩი კი ყოველნაირად აბრკოლებდა ვიზების გაცემის პროცესს: “მას პირდაპირი უარი არ უთქვამს, მაგრამ ვიზები არ მოგვცა”, – განაცხადა კულიკმა ამერიკული გამოცემის The Hill-ის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში.

იური ვიტალიევიჩი იძულებული შეიქნა, საკუთარი ფულით შეეძინა თვითმფრინავის ბილეთები და ცოლთან ერთად გამგზავრებულიყო მილანში ვითომდა “საშოპინგოდ”, იქიდან კი კვალის ასარევად გადაფრინდა კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც შეძლო დოკუმენტების ორიგინალების გადაცემა დონალდ ტრამპის მეკავშირე ოფიცრებისთვის. დონალდმა წაიკითხა ეს მასალები, რომლებმაც ისე შეძრა, რომ ელვისებური რეაქცია გამოიწვია _ მარი იოვანოვიჩი დაუყოვნებლივ გამოიძახეს ვაშინგტონში კონსულტაციისთვის და დაატოვებინეს ელჩის თანამდებობა. ტრამპის გაცოფების დონე უკეთ რომ გავიგოთ, გეტყვით, რომ ელჩის უფლებამოსილების ვადა იწურებოდა 18 ივნისს. რა ამოიკითხა ტრამპმა იმ დოკუმენტებში ისეთი, რომ ოცდაათი დარჩენილი დღეც ვერ მოითმინა იოვანოვიჩი თავისი ქვეყნის ელჩად და უცებ მოიცილა? 11 მაისს იგი მაინც დაბრუნდა კიევში საქმეების გადასაცემად. 21 მაისს კი მისი კვალი უკრაინის დედაქალაქში საბოლოოდ გაქრა.

შემდეგი, ვინც შეიძლება გაიზიაროს იოვანოვიჩის ბედი, არის აშშ-ის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში _ კურტ უოლკერი, რომელიც ამ თანამდებობაზე გადაყენებულმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დანიშნა. მასაც ტრამპის კაცი შეცვლის. ამით იწყება იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც ცალკე აღებული შორეული უკრაინის კოლონიაში მოქმედებდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

დონალდ ტრამპს კი ხელფეხი გაეხსნა მას შემდეგ, რაც არ დაუდასტურდა კრემლთან კავშირის ბრალდებები.

დასკვნები

აქამდე ტრამპი ობამას პოლიტიკის ფარვატერს მიჰყვებოდა, რომელიც უკრაინაში წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო. არადა, პირადი ინტერესი ამ პოლიტიკის მიმართ ტრამპს არასოდეს ჰქონია. დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს თუ მოზამბიკის მიმართ, ზუსტად არც იცოდა სად არის _ აფრიკასა თუ აზიაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინა მისი გაღიზიანების წყარო იყო.

უკრაინაში ამერიკული პოლიტიკა მის დროს დემოკრატებისა და ჯორჯ სოროსის სტრუქტურების მიერ კონტროლდებოდა და არა ტრამპის ხალხით, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ტრამპი ბოლოს და ბოლოს დაინტერესდა უკრაინით. შედეგი უკვე მატერიალიზებულია რეალურ გადაწყვეტილებებში _ იოვანოვიჩი დროზე ადრე გაწვეულია ვაშინგტონში, პომპეო კი ბერლინის ნაცვლად ჩავიდა სოჭში. სამკუთხედში – აშშ-რუსეთი-უკრაინა ჩვენ თვალწინ ხორციელდება გადატვირთვა, რეალური გადატვირთვა.

“მაიდანს დარწმუნებით შეიძლება ვუწოდოთ აბსოლუტური ბოროტება, რადგან სწორედ მან დაგვაკარგვინა დონბასი, ყირიმი და უკრაინის 13 მილიონი მოქალაქე, გამოიწვია ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი. ეგრეთ წოდებული ღირსების რევოლუცია სამოქალაქო კონფლიქტის მიზეზი გახდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დღემდე რომ ანადგურებს უკრაინას”, _ ახლახან განუცხადა პოროშენკოს ხელისუფლების მიერ შერისხულმა ოლიგარქმა კოლომოისკიმ ჟურნალისტ დენის ბიგუსს. სულ ცოტა ხნის წინათ ამ სიტყვების მთქმელს ციხეში ჩასვამდნენ.

უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ზელენსკის, ინაუგურაცია და მისი მომავალი შეხვედრა ტრამპთან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here