მთავარი დაიჯესტი პოლ კრეიგ რობერტსი: ვაშინგტონის აგრესიული პოლიტიკა აშშ-ს დამანგრეველ საფრთხეებამდე მიიყვანს

პოლ კრეიგ რობერტსი: ვაშინგტონის აგრესიული პოლიტიკა აშშ-ს დამანგრეველ საფრთხეებამდე მიიყვანს

1179
გააზიარეთ
პოლკრეიგ რობერტსი

გამოცემა Foreignpolicyjournalმა ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მიმომხილველის _ პოლ კრეიგ რობერტსის სტატია გამოაქვეყნა. მასალაში ექსპერტი იმ საფრთხეებზე წერს, რომლებიც აშშსა და ევროკავშირს ემუქრება.

პოლ კრეიგ რობერტსის აზრით, “დასავლეთის პოლიტიკა პრინციპულად შეიცვალა. დიპლომატია თაღლითობად გარდაიქმნა. დღეს დასავლეთის ქვეყნების არც ერთი ხელისუფლება ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, გამონაკლისია მხოლოდ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ევროკავშირში ვითარება სხვანაირია _ ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებები, დიდი ხანია, არად აგდებენ თავიანთი ხალხების ნებას, მათ თავიანთ ტერიტორიაზე შეუშვეს ლტოლვილთა ურდოები, რომლებმაც ევროპას მიაშურეს ამერიკელების მიერ პროვოცირებული ომების გამო”.

პოლ კრეიგ რობერტსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსები საფრთხეს უქმნიან თავიანთ მოსახლეობას, როდესაც მხარს უჭერენ აშშ-ის მილიტარიზმს და ამ ქვეყნის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. მთლიანობაში კი დემოკრატების პოლიტიკის ჩაფლავებას ომისკენ მიჰყავს მსოფლიო. ექსპერტმა თავის სტატიაში მოიხსენია დასავლეთში პოპულარული ბლოგერი Saker-ი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ღირსების მქონე მამაცმა ინტელექტუალმა პოლიტიკოსებმა, დიდი ხანია, დატოვეს ამერიკული ისტებლიშმენტი. დღეს მათ ადგილს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება და, თუ სხვებს ვერ მოისყიდიან, მაშინ დაშინებითა და მუქარით აიძულებენ თავიან სასარგებლოდ საქმის გაკეთებას; თუ ესეც არ გამოვა, მაშინ ამ ადამიანებს, უბრალოდ, თავიდან მოიშორებენ.

პოლ კრეიგ რობერტსი დარწმუნებულია, რომ ამერიკა უფსკრულისკენ მიექანება და ამ კატასტროფით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა უზარმაზარი იქნება.

დღეს ვაშინგტონი აგრესიულ პოლიტიკას მიმართავს და ქვეყნებს აიძულებს, დაუპირისპირდნენ რუსეთს, რომელსაც საინფორმაციო სივრცეში მშვიდობის მთავარ მტრად წარმოაჩენს. თუმცა ეს ძალიან შორს არის რეალობისგან. ამერიკელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ დაუსჯელობის ატმოსფეროში ცხოვრობენ.

ამერიკელი პოლიტოლოგი თავის წერილში ასკვნის, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ვერ შეძლებს ამერიკის გამოყვანას კრიზისიდან და დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ეს ილუზიები გაიფანტა და ახლა აშშ-ისთვის მთავარია კითხვა: როდის მიიყვანს ვაშინგტონის აგრესია ქვეყანას სრულმასშტაბიან კონფლიქტამდე და დამანგრეველ საფრთხეებამდე?

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here