Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთისა და უნგრეთის პრემიერმინისტრები ევროკავშირის დაშლაზე ალაპარაკდნენ

პოლონეთისა და უნგრეთის პრემიერმინისტრები ევროკავშირის დაშლაზე ალაპარაკდნენ

577
მატეუშ მოროვეცკი და ვიქტორ ორბანი

პოლონეთის პრემიერმინისტრი მათეუშ მორავეცკი ბუდაპეშტს ეწვია და თავის უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთად ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტზე იმსჯელა.

პოლონეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის ბიუჯეტი წინასწარ დაბლოკეს, რადგან თანხის გაცემის იმ მექანიზმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ემსახურება პრინციპს “თანხები კანონის უზენაესობის დაცვის სანაცვლოდ”. გერმანია, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ცდილობს, გამოსავალი იპოვოს შექმნილი ვითარებიდან.

პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი დაჰპირდა პოლონელ კოლეგას, რომ უნგრეთი არ დათანხმდება რამე შეთავაზებას და უკან არ გაიწვევს ბიუჯეტზე დადებულ ვეტოს, თუ პოლონეთი ამის წინააღმდეგი იქნება, “ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ”, _ აღნიშნა ორბანმა.

მათეუშ მორავეცკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც ცდილობენ ევროკავშირელი კოლეგები, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოშობს განხეთქილებას, რომელიც ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს.

“ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ მექანიზმებს; ვიცით, როგორ შეიძლება თითოეული ნორმის ინტერპრეტაცია; ვიცით, რას გამოიწვევს ეს და ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან ვაფრთხილებთ, არ წავიდნენ ამ გზით”, _ განაცხადა მორავეცკიმ და დასძინა, რომ ამ საკითხზე მჭიდრო კონტაქტი აქვს სლოვენიის პრემიერ იანეზ იანშთან.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here