Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთისა და გერმანიის ურთიერთობა გამწვავდა: კაჩინსკი გერმანიის მეოთხე რაიხზე ალაპარაკდა

პოლონეთისა და გერმანიის ურთიერთობა გამწვავდა: კაჩინსკი გერმანიის მეოთხე რაიხზე ალაპარაკდა

162

ევროკავშირთან სამართლებრივი კონფლიქტის ფონზე პოლონეთმა გაამწვავა ტონი გერმანიასთან ურთიერთობაში, _ იუწყება გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemaine. პოლონეთის მმართველი პარტიისსამართალი და სამართლიანობის” (PIS) ხელმძღვანელმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომბერლინს მეოთხე რაიხის აშენება სურს”.

ამასთანავე, ვარშავიდან სულ უფრო ხშირად ისმის ბერლინისადმი მოწოდება, გადაიხადოს რეპარაციები მეორე მსოფლიო ომისთვის. ყურადღებას იპყრობს ანტიგერმანული სარეკლამო კამპანიაც, რომელიც მიმართულია გერმანიის ელჩის დისკრედიტაციისკენ.

პოლონეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა იაროსლავ კაჩინსკიმ ჰენრიკ სენკევიჩის ცნობილი ნაწარმოებიდან მოიყვანა ციტატა და განაცხადა: “ევროპა მძიმე გამოცდის წინაშეა. გერმანიამ ბანქო გახსნა და სურს, ააშენოს მეოთხე რაიხი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ პარტიის სხდომაზე”.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here