Home ახალი ამბები საქართველო პირწავარდნილი ნაციონალი “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებს ემუქრება

პირწავარდნილი ნაციონალი “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებს ემუქრება

2204
პრესკონფერენცია

გაზეთასავალდასავალისჟურნალისტებმა 4 აპრილს პრესკონფერენცია გამართეს და მათ მიმართ მუქარაზე ისაუბრეს. ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ განაცხადა, რომ მასნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერი, “თავისუფალი ზონისყოფილი წევრი ავთანდილ კემულარია ანგარიშსწორებით ემუქრება.

“ავთანდილ კემულარია არის “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი, რომელიც 2015 წელს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტ ზაზა დავითაიას. ამ საქმეზე კემულარიას მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კემულარია ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ და დაეკისრა ჯარიმის გადახდა 3000 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, ის კვლავ განაგრძობს “ასავალ-დასავალის” და კონკრეტულად ჩემ მიმართ მუქარას. გამოაქვეყნა 200-კაციანი სია, სათაურით “ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან ქართული სახელმწიფოს განვითარებას”. იქ ჩამოთვლილი ადამიანები, მისი აზრით, ყველა დასახვრეტია. პირდაპირ დაწერა, რომ ტყვიას არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და არიან დასახვრეტები”, _ განაცხადა ხუბუამ. მისი თქმით, კემულარია სოციალურ ქსელში წერდა, ემუქრებოდა და ამას კვლავ განაგრძობს:

სხვა გზა აღარ მრჩება, რომ მოვიდე და გაგლახო. სანამ ჩემით არ გაგლახავ, არ მოისვენებ”, _ ეს არის ძალადობის მუქარა, რის გამოც, ვაპირებ, მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს და შევიტანო საჩივარი პროკურატურაში კემულარიას წინააღმდეგ”, _ აღნიშნა ჯაბა ხუბუამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here