მთავარი საქართველო პირი, რომელიც შენობაში თამბაქოს მოწევს, 500 ლარით დაჯარიმდება

პირი, რომელიც შენობაში თამბაქოს მოწევს, 500 ლარით დაჯარიმდება

367
გააზიარეთ
აკრძალვა

შენობაში თამბაქოს მოწევა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორება _ 1000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას.

ადმინისტრაციული ჯარიმები, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონით განსაზღვრულ აკრძალვებთან ერთად, 1 მაისს ამოქმედდა. ანალოგიური ოდენობის ჯარიმა არის დაწესებული თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვის წესების დაუმტკიცებლობასა და შენობა-ნაგებობების ტერიტორიაზე ამკრძალავი წესების განუთავსებლობაზე.

გარდა ამისა, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვ.), გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; აღნიშნული ქმედების განმეორება _ დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა და თამბაქოს მოწევის აღუკვეთელობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში _ 1 000 ლარის ოდენობით. ფიზიკური პირის მიერ საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში _ დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით და ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში _ 100 ლარის ოდენობით.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here