Home რუბრიკები საზოგადოება პირველად საქართველოში ვეტერან მოფარიკავეთა ღია საახალწლო ტურნირი

პირველად საქართველოში ვეტერან მოფარიკავეთა ღია საახალწლო ტურნირი

1015
გამარჯვებულთა დაჯილდოება. მარცხნივ _ ვეტერან მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე

თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, პირველად საქართველოში გაიმართა ვეტერან მოფარიკავეთა შორის ღია  ტურნირი, რომლის ინიციატორები იყვნენ ვეტერან მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში (1963.) და ვეტერანთა შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორიბატონი ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე და ვეტერანი მოფარიკავე ზურაბ ბოკუჩავა. შეჯიბრების მთავარი მსაჯი გახლდათ ეროვნული კატეგორიის მსაჯი ლუდვიგ ღაღანიძე. ასპარეზობაში  53 ვეტერანი სპორტსმენი მონაწილეობდა.

რაპირაში ჩემპიონები და პრიზიორები  გახდნენ:

კაცებს შორის – ირაკლი გობეჯიშვილი (I ადგილი), ვიტალი გრიგოლია (II), ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე და მერაბ კარტოზია (III).

ქალებს შორის – რუსუდან ჟვანია (I), ქეთევან ერემეიშვილი (II), ეკა ღუნაშვილი და ხათუნა მამუკაშვილი (III).

დაშნაში გამარჯვება წილად ხვდათ:

კაცებს შორის – ალექსანდრე ზახაშვილს (I), გიორგი კოკოჩაშვილს (II), ზურაბ ბოკუჩავასა და მალხაზ კვაჭაძეს (III).

ქალებს შორის – ხათუნა ჭუმბურიძეს (I), თამუნა ჭუმბურიძეს (II), სოფო დიდიასა და ნანა ვარდანაშვილს (III).

ხმლით ასპარეზობის გამარჯვებულნი კი არიან ლევან იოსებიძე (I), ალეკო ჩიტიშვილი (II), გელა ჩიხრაძე და თემურ ბოჭორიშვილი (III).

საუკეთესოები ვეტერანთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებენ.

მსგავსი შეჯიბრებები საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველწლიურად გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here