მთავარი პოლიტიკა პირდაპირი დარტყმა პრემიერზე და ირიბი _ მეუფე შიოზე

პირდაპირი დარტყმა პრემიერზე და ირიბი _ მეუფე შიოზე

2449
გააზიარეთ
პირდაპირი დარტყმა პრემიერზე და ირიბი _ მეუფე შიოზე

ეკლესიის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური პარტიების მკვლევარ ლევან ლორთქიფანიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებიდან ამონარიდით უნდა დავიწყოთ: “დღეს ეკლესია ასოცირდება მღვდელმთავართან, რომელიც მთვრალია და იგინება, იფურთხება, ილანძღება, ჭორაობს, იმუქრება და ბირჟაზე ჩაცუცქული, ძალადობაზე ორიენტირებული უსაქმურივით ლაპარაკობს.

ეკლესია ასოცირდება მღვდელმთავართან, რომელიც აღფრთოვანებულია ახალაიების ოჯახის ჰუმანურობით, მაცხოვრის ხატის გვერდით ავტორიტარი პრეზიდენტის სურათის ჩამოკიდებას ამართლებს და დადიანების აგარაკზე ცხენებშებმული კაბრიოლეტით გადაადგილდება. ეკლესია ასოცირდება მღვდლებთან, რომლებიც მომღერალს ყელის კიბოს გაჩენას უსურვებენ და მეორე დღეს აბსოლუტურად ჩვეულებრივ მოვლენად ასაღებენ თავიანთ წყევლას. ეკლესია ასოცირდება მღვდლებთან, რომლებმაც თავიანთი უპასუხისმგებლობისა და უყურადღებობის გამო ცეცხლი წაუკიდეს და გამურეს, გაჭვარტლეს თამარის ფრესკა ვარძიაში. ეკლესია ასოცირდება მღვდლებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბაგრატის ტაძრისიუნესკოსსიიდან ამოშლას და უძველეს ნანგრევებზე არმატურის შველერების გადებას, ყინწვისის იატაკზე თურქული აბანოს მარმარილოს დაგებას და სხვა ვანდალურ აქტებს. ეკლესია ასოცირდება ისეთ ავაზაკებთან, როგორიც არის ვანო ჩხარტიშვილი. ეკლესია ასოცირდება ადამიანებთან, რომლებიც ნერწყვმორეული ელოდებიან ავადმყოფი, დასუსტებული მოხუცის სიკვდილს და ცოცხალი პატრიარქის ტახტს იყოფენ…”

ძალიან რთულია, ამ ყველაფერს არ დაეთანხმო მაშინ, როცა დაიწყო გააფთრებული შეტევა ქვეყნის ყველაზე მაღალრეიტინგულ ინსტიტუტთან. ეკლესიას, მასირებული შტურმის მიუხედავად, ვერაფერი დააკლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ასოცირებულმა დასავლურმა არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორმა. პატრიარქის და, შესაბამისად, ეკლესიის ავტორიტეტი ურყევი იყო და ეს იყო სწორედ ის, რაც მოსვენებას უკარგავდა წინა ხელისუფლებას. როგორც ჩანს, პატრიარქსა და ეკლესიასთან თავის გაიგივება არაერთმა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, იფიქრა, რომ ამ ურყევი ავტორიტეტის მორგება ცუდი არ იქნებოდა და დაიწყო ბრძოლა არამარტო საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნისა და პატრიარქის წინააღმდეგ.

მოდი, ყველამ ვაღიაროთ, რომ ხანდაზმული და ჯანმრთელობაშერყეული პატრიარქი ყველაზე კარგად ხვდება დღეს არსებულ სიტუაციას. უფრო ზუსტად, ის მიხვდა იმაზე ადრე, ვიდრე ერი გაიღვიძებდა და ამიტომ თანამოსაყდრედ დაასახელა მეუფე შიო, მღვდელმთავარი, რომელიც თითქოს არასდროს ჩანდა, არასდროს გახვეულა რაიმე ხმაურიან გარიგებასა თუ სკანდალში და ეს თითქოს პატრიარქის ფარული იარაღი აღმოჩნდა. თანამოსაყდრედ შიოს დასახელებამ ბევრს მოლოდინი და იმედები გაუცრუა და მთავარ სამიზნედ უკვე სწორედ მეუფე შიო იქცა. რაც მთავარია, მეუფე შიოს დასახელებამ შოკში ჩააგდო დასავლეთი, რადგან ის გახლდათ მღვდელმთავარი, რომელთანაც კავშირზე არ იყვნენ, რომელსაც ატალახებული არ ჰქონდა ამერიკის უმაღლესი ინსტიტუტების კარი, რომელიც არ ითხოვდა მოწყალებას თანამდებობის სახით და სანაცვლოდ არ მიდიოდა რაიმე გარიგებაზე. ასე იქცა მეუფე შიო სასურველი თანამოსაყდრიდან მიუღებელ მღვდელმთავრად და მთავარ სამიზნედ.

პრემიერის შეცვლის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ გიორგი გახარია ისეთი ხისტი არ იქნებოდა საგარეო ურთიერთობებში, როგორც მისი წინამორბედი, არც მუხლებს გადაიტყავებდა დასავლეთში სირბილით. მან ჯერ მეზობელი ქვეყნები მოიარა, შეეცადა, პოზიციები რეგიონში გაემყარებინა და არა დასავლეთში. მეზობლად კი რუსეთიც არის და ზალკანიანლავროვის შეხვედრის შემდეგ, ცხადია, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, შორს არც ქვეყნების პირველი პირების შეხვედრაა. შესაძლებლობა იმისა, რომ გახარია ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, ძალიან დიდია და შვეიცარიულმა მხარემ უკვე აღიარა, რომ აღნიშნული შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს და აქტიურადაც ჩაერთვება მის მომზადებაში ორმხრივი მზაობის პირობებში. კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, გახარიაპუტინის შეხვედრა ზამთარში შვეიცარიის კურორტ დავოსში გასამართ ეკონომიკურ ფორუმზე იგეგმება და ახლა დასავლეთის დესტრუქციული ძალების მთავარი საზრუნავია, ამ შეხვედრამდე ან გახარია აღარ იყოს პრემიერი, ან მას, უბრალოდ, “არ ეცალოს” ასეთი დონის შეხვედრებისთვის. შედეგად, მეუფე იაკობის განცხადება, რომელმაც ყველა ააფორიაქა, ერთი გასროლით ორ კურდღელზე მონადირე ადამიანის ნათქვამს ჰგავს _ ეს არის პირდაპირი დარტყმა პრემიერზე და ირიბი დარტყმა მეუფე შიოზე.

ისევ გახარიასა და მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას დავუბრუნდეთ. პრემიერმა კი თქვა, ასეთი შეხვედრა არ ყოფილა და არ ვადასტურებ, მოსმენილით შოკირებული ვარო, მაგრამ სხვებს, ხსენებული შეხვედრის სხვა მონაწილეებს, კრინტი არ დაუძრავთ. არადა, ვალდებული იყვნენ (სწორედ ვალდებული), გამოსულიყვნენ და ან დაედასტურებინათ ასეთი შეხვედრა, ან უარეყოთ, თუმცა, როგორც სჩვევიათ, პირში წყალი ჩაიგუბეს და ამით ისედაც ამღვრეული წყალი კიდევ უფრო აიმღვრა.

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა და მის გადადგომას ხელი თვითონ პატრიარქმა მოაწერა. ამ ხელმოწერით დადასტურდა, რომ პატრიარქს მეუფე იაკობის აღარ სჯერა, რადგან, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, არ არსებობს ძალა, რომელიც მას აიძულებდა, იაკობი თანამდებობიდან დაეთხოვა. ეს ყველაზე კარგად სწორედ მეუფე იაკობმა იცის და გადადგომის თაობაზე განცხადების დაწერაც მისი მხრიდან ვა-ბანკზე წასვლა გვგონია. მისი განცხადება პატრიარქს რომ არ დაეკმაყოფილებინა, მაშინ მეუფე გამოვიდოდა, ამ განცხადებას ააფრიალებდა და ეს იქნებოდა არაპირდაპირი, მაგრამ უეჭველი დასტური იმისა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებს უწმინდესი და უნეტარესი ეთანხმებოდა.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაწერილ სცენარს ჰგავს და ეჭვი გვაქვს, სცენარი იქ დაიწერა, სადაც ბოლო ხანს რამდენჯერმე იმყოფებოდა მეუფე იაკობი, გარანტიებიც მიიღო, სავარაუდოდ, ერთგულების ფიციც დადო და _ როცა მოლოდინი გაუცრუვდა, იქიდან მწვანე შუქი აუნთეს და ტახტისთვის ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ეს არის გადამწყვეტი შეტევა ეკლესიაზე და, თუ ახლა დამარცხდება ეკლესია, გამოვა, რომ არც ისეთი მყარი ყოფილა, როგორიც წლების განმავლობაში გვეჩვენებოდა. ფაქტია, უკვე ითქვა, შესაძლოა, პატრიარქი გადადგესო და ახლა, ამ ვითარებაში გადადგომა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ტახტის მემკვიდრე აუცილებლად თანამოსაყდრე გახდება. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში მეუფე იაკობი, პრაქტიკულად, რევოლუციითა და პრემიერის დამხობით (მისი სიტყვებია) იმუქრებოდა, ამის მცდელობა აუცილებლად იქნება. რაც მთავარია, ხელისუფლების დამხობა მისთვის უცხო არ არის, ერისკაცობაში მხედრიონელი და ავტომატით მორბენალი მეუფე ბევრს ახსოვს და ამის დავიწყება ძნელია. არ გვახსოვს ოღონდ მისი მონანიება წარსული საქციელის გამო.

თითოეულ მეუფეს მრავალათასიანი მრევლი ჰყავს და ამ მრევლს მეუფის ბრმად სჯერა. ჰო, ბრმად სჯერა მისი სიტყვების და არის ვინმე იმის გარანტი, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი თავის სამწყსოს თბილისისკენ არ წამოუძღვება გახარიას დამხობის მოთხოვნით და აქეთ კიდევ ოპოზიცია არ შეეცდება რევოლუციური სცენარის სათავისოდ მოტრიალებას? თუ ვინმეს შემთხვევითი ჰგონია ის, რომ ბოლო პერიოდში ცალკე მიხეილ სააკაშვილმა და ცალკე გიგა ბოკერიამ აქტიურად დაიწყეს საუბარი ღმერთზე და ლამის მეტანიები აკეთეს პირდაპირ ეთერში? ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილ პროვოკაციას, რომელიც შესაბამის მომენტში უნდა აფეთქდეს და ღმერთის სახელით ცალკე ოპოზიცია და ცალკე ოპოზიციის მომხრე მეუფეები, რომლებსაც თვალს პატრიარქის ტახტის ელვარებაც უბრმავებს, მართლა ვა-ბანკზე წავიდნენ და ქვეყანაში სამოქალაქო ომი გააჩაღონ?! მითუმეტეს, კიდევ ვიმეორებთ, საპატრიარქოს არც მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლები მღვდელმთავრები უკვირს და არც საერო ცხოვრების დროს იარაღით მორბენალი მღვდლები.

როცა მეუფე შიოს ხელმძღვანელობით სოლიდური დელეგაცია გაემგზავრა ამერიკაში, მეუფე იაკობი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ თანამოსაყდრეს მხარდამჭერები ოკეანის გაღმაც გამოუჩნდა და ვა-ბანკზე წავიდა. ხომ ცხადზე ცხადია, გაწონასწორებულსა და თავდაჭერილ შიოს ძია სემი მიზეზს ვერ მოუძებნის, ვერ აიძულებს პატრიარქის წინააღმდეგ იბრძოლოს და იძულებულნი იქნებიან, ყველაფერი მიიღონ ისე, როგორც არის. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ არ გაჩერდება მეუფე იაკობი, არ გაჩერდებიან სხვებიც, მიუხედავად იმისა, რომ მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ბოლო მომენტამდე უახლოეს მეგობრებად ითვლებოდნენ _ მეუფე პეტრემ აკურთხა მღვდლად მეუფე იაკობი და მის დაწინაურებასაც შეუწყო ხელი.

მეუფე იაკობი 2012 წლის 4 დეკემბერს აკურთხეს დიაკვნად, ორ თვეში კი მღვდელი გახდა. შესაძლოა, ბევრმა არც ის იცოდეს, რომ მთავარეპისკოპოსის ტიტული მეუფე იაკობმა მიმდინარე წლის 9 ივნისს მიიღო და მაშინ ეს ამბავი არავის უთქვამს. ახლა კი ის სწორედ მთავარეპისკოპოსის სახელით გვესაუბრება და ამას საუბარიც არ ჰქვია _ ის რევოლუციითა და კონკრეტული ადამიანის თავის მოჭრით იმუქრება; თანაც ამბობს, რომ მუქარას აუცილებლად შეასრულებს.

და კიდევ: მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარიც იყო და, _ თუ ბატონ ბიძინას აღსარება აქვს ნათქვამი მისთვის…

ბესო ბარბაქაძე

P.S. თუ ეს ყბადაღებული შეხვედრა მართლაც შედგა და ხელისუფლებამ მართლაც მოითხოვა პატრიარქის გადადგომა, გამოდის, რომ ისინი ღმერთის საქმეში აპირებდნენ ჩარევას. ღმერთის გადაწყვეტილებებში ჩარევა ზნედაცემულმა ანგელოზმა სცადა და რითაც დამთავრდა ეს, ცნობილია. დავიჯეროთ, რომ ხელისუფლება სატანის გზას დაადგა? არა, არ გვინდა ამის დაჯერება!

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. დავიჯერო ხელისუფლება სატანის გზას დაადგა? არა არ გვინდა ამის დაჯერება.

    აბა არ იცი ძვირფასო ,,ჟურნალისტო” რო ესენი ,, ანგელოზები” არიან? რატომ ხართ ასეთი გამპრავებლები ამათი უბინძურესი საქმეების საქართველოს ე.წ მასმედიის წევრები? თუ მუშაკები არ ვიცი როგორ და რა სიტყვა შეგეფერებათ. რა ,,ხელისუფალი” რა ,,ოპოზიცია” რა ,,პრემიერი” ? აღარ გრცხვენიათ? ვინაა ხელისუფალი ეს ტერმინოლოგია ხო ამ მკვლელებს და ნარკო ბარიგებს ლეგიტიმაციას უმყარებს? ვინაა ან ოპოზიცია ამ კრიმინალური ფრთის ცალკე დაჯგუფება? სადაა ოპოზიცია ან სადაა მთავრობა , ვის ატყუებთ ამ უაზრო დაჯღაბნილი სტატიით? ერთი გეგმის ნაწილი ხართ სუყველანი თქვე უნამუსოებო. გეგონება ჩვენი ,,მთავრობა” ან ,,ვითომ ოპოზიცია” ან ,,ე.წ მასმედია” ან ,,არასამთავრობოები” ერთი გეგმის ნაწილი არ იყოთ! თქვენ ბოდიშს წმენდთ მკვლელ თვალთხარია ავაზაკს რომელსაც პრემიერი უწოდე, ბიძინა სოროსელის დანიშნულ კაცზე რომიც ცივსისხლიანი თვალებით უყურებდა როგორ თხრიდნენ უდანაშაულო ხალხს თვალებს პრემიერი დაუძახე? არ გცხვენია? ერთი სალომე ზურაბიშვილია კიდე ,,ლეგიტიმური” პრეზიდენტი და მეორე ბიძინაა კიდე ,,ლეგიტიმური” მმართველი, მაგრამ მოღალატე და მდაბიო მასმედიური სუბიექტების მიზანი ხო უსამართლო ადამიანების გაპრავება და ლეგიტიმაციაა? თქვენ ხო ნორმად და მხატრულად უნდა ,,გადმოსცეთ” მათი სინამდვილეში ამ მკვლელების და ყაჩაღების სტატუსიც და ,,საქმიანობაც” ალბად. გეგონება ბიძინას გეგმა არ იყოს და მისი დანიშნული მონა- ყმების ეკლესიის დაქცევა და საქართველოში ყველანაირი უღირსობის აღორძინება, მაგრამ ვითომ არაა ეგრე და თურე რუსეთის და ამერიკის ორიენტაციაა ჩვენი მტერი და არა ის რომ ბიძინა და მიშა ერთი ბოროტების ორი მხარეა, ეს ავაზაკები, მკვლელები, ჯალათები, ნარკობარიგები და ადამიანით მოვაჭრეები უმკაცრესად არიან დასასჯელი მათი უბინძურესი საქმინობის მიხედვით, თუმცა სად გცალიათ ე.წ მასმედიურ დაჯგუფებას, სოროსის ფრთის აგრესიულ მოჭორავე ნაწილს სიმართლის დასაწერად? მთავარია ,,ლეგიტიმაციის ბრძნულ მეთოდს მისდიოთ” რომ ამ ავაზაკებს მკვლელთა ხროვას არ მოაკლდეს გაპოპულარება, სინამდვილეში კი ესენი უკვე კუბოში უნდა იწვნენ და იხრწნებოდნენ ყველა დაჯგუფების წევრი. ისე ხალხს ვეღარ ატყუებთ მასმედიურო მეძავებო!!!ყველაფერს ვხვდებით და მოგეკითხებათ ამ სტატიებისა და კიდევ ბევრი რამისთვის!!! იმის ილუზია არ მაქ რო გამოაქვეყნებ ამ მესიჯს, დაფრთხები და თან სიმართლის გამოქვეყნებაც აკრძალული გექნება მონავ!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here