Home ახალი ამბები საქართველო “პენსიონერთა შემოსავლების ძირითადი ნაწილი მედიკამენტებზე იხარჯება და სწორედ ეს არის ნომერი პირველი...

“პენსიონერთა შემოსავლების ძირითადი ნაწილი მედიკამენტებზე იხარჯება და სწორედ ეს არის ნომერი პირველი პრობლემა”

1286
წამლები

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება შეაფასა.

“კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თავისი სტრუქტურით. სხვადასხვა ავტორიტეტული გამოკვლევა ადასტურებს, რომ პენსიონერთა შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის სწორედ მედიკამენტებზე. ეს არის ნომერი პირველი პრობლემა. ესე იგი, სახელმწიფო შეეჯახა მედიკამენტების სიძვირეს. ჩვენს ორგანიზაციასაც აქვს გამოკვლეული, რომ ფასნამატი ხშირად 1000%-ს აჭარბებს ცალკეულ მედიკამენტებზე. რა შეუძლია გააკეთოს მთავრობამ ამ შემთხვევაში? პირველ რიგში, უნდა გაზარდოს კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე”, _ აღნიშნა შოთა გულბანმა.

ცნობისთვის: “საქსტატის” მონაცემებით, გასულ წელს წამლების ფასმა 15%-ით მოიმატა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here