ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა საპატიო ნიშნით “თავისუფლების მუხის გვირგვინი” დააჯილდოვა სილვერ სილდი. გაზეთი Postimees იუწყება, რომ ეს კაცი 2008 წელს პირობით იყო მსჯავრდებული პედოფილიის ბრალდებით.
ამ საპატიო ნიშნით გამოარჩევენ ესტონეთის თავისუფლებისთვის მებრძოლ და ესტონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ ადამიანებს. უწყების ცნობით, სილდი დააჯილდოვეს ესტონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის გარკვევაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ქალაქ ვირუში დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალის შექმნაში მონაწილეობისთვის.
იუსტიციის მინისტრ ურმას რეინსალუს განცხადებით, ჯილდოს გადაცემის მომენტისთვის მან არაფერი იცოდა დაჯილდოებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტს პედოფილისთვის ჯილდოს ჩამორთმევის საკითხს.