საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე ნარკოლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებადართვა არის მტრობა ჩვენი ერისა, _ ბრძანებს პატრიარქი, _ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, ჩვენ უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა, უნდა დავუშვათ მოყვანა და, მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების.
ამიტომ მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა, ეს უკვე დასაწყისია დაცემისა”.