Home ახალი ამბები “პარასკევს ბაღიდან, რომ მოვიყვანე მუცელს იტკიებდა – თევზი პარასკევის მენიუში ნამდვილად არის”

“პარასკევს ბაღიდან, რომ მოვიყვანე მუცელს იტკიებდა – თევზი პარასკევის მენიუში ნამდვილად არის”

2884

საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტშეცვლილი თევზი შეიტანეს – სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ამის შესახებ ფოტომასალა 9 თებერვალს გაავრცელა.

ფოტოდან ირკვევა, რომ ორაგულს, პირველ ეტიკეტზე აღნიშნული შენახვის ვადა სამი თვე აქვს,რომელიც 2018 წლის 7 თებერვლით თარიღდება, თუმცა მეორე ეტიკეტზე წერია, რომ ვადა თევზის ფილეს, გასული წლის ივლისში გაუვიდა და ის ხელმეორედ არის გაყინული.

ამოიღეს თუ არა ბაღებიდან აღნიშნული ვადაგასული საკვები და მოხვდა თუ არა ის ბავშვების კვების მენიუში – აღნიშნული საკითხის გარკვევას “საქართველო და მსოფლიო” სამგორის რაიონში მდებარე რამდენიმე საჯარო ბაღში შეეცადა, თუმცა მედიაში გჟონილი სკანდალური ინფორმაციის შემდეგ, ამ კითხვაზე პასუხს, ბაღის გამგეები თავს არიდებენ.

სამგორის რაიონის, N.169 – ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის დედა იხსენებს, რომ პარასკევს მისი 2 წლის შვილი მუცელს იტკიებდა.

ბაღიდან, რომ მოვიყვანე მუცელს კი იტკიებდა, მაგრამ არც ღებინება ჰქონია და არც რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშანი, რომ ეჭვი შემეტანა იყო თუ არა მოწამლული. როცა ტელევიზიით გავიგეთ აღნიშნული საგანგაშო ფაქტის შესახებ, ავტეხე განგაში და ისტერიკული რეკვები მშობლებთან. ხომ არ იყვნენ მათი ბავშვები მოწამლული“, – განაცხადა მშობელმა.

მშობლის ინფორმაციით, თევზის ხორცი პარასკევს ნამდვილად არის ბავშვების მენიუში და ამის დასტურად წინა კვირის მენიუს ფოტოს გვანახებს. მისი განცხადებით, მენიუ არ იცვლება და მომდევნო კვირის პარასკევსაც, თევზი აუცილებლად მოხვდებოდა, ბაგა-ბაღის კვების მენიუში.

სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ფოტოზე აღნიშული ვადაგასული თევზი, მოხვდა თუ არა სამგორის რაიონის, N.169 – ე ბაგა-ბაღის კვების მენიუში უცნობია, თუმცა როგორც მშობელი აცხადებს, ახლა მეტად დარწმუნებულია, რომ პარასკვეს მისი პატარას მუცლის ტკივილი, შესაძლოა ნამდვილად ვადაგსულ თევზს უკავშირდებოდეს.

თბილისის ბაგა-ბაღების 16 000-ზე მეტი აღსაზრდელის კვებით მომსახურებას, ტენდერში ახლახანს გამარჯვებული კომპანია შპს “ნილი” უზრუნველყოფს.

ცრუ ბრალდებები, ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად – ასე გამოეხმაურა ბაღების კვებით მომმარაგებელი კომპანია “ნილი”, სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს.

მომხდარს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here