მთავარი საზოგადოება “ოცნებამ” არჩევნები 15 მაისს წააგო

“ოცნებამ” არჩევნები 15 მაისს წააგო

როცა “ჭკუა და გული ადამიანისა სხვისის ნასუფრალით იკვებება...”

579
გააზიარეთ
სალომე ზურაბიშვილი

დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს. ვათავისუფლებ საზოგადოების უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ვათავისუფლებ იმ წარსულისგან ქვეყანას, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის”, _ ასე დაასრულა პრეზიდენტმა 15 მაისის საღამოს გამართული სპეციალური ბრიფინგი.

აი ესა ვართ, რაცა ვართ და არც არაფერი გვეშველება არასდროს! ვისაც ჰგონია, რომ ქალბატონმა სალომემ მართლაც აგვაცილა დიდი საფრთხე და დათმობაზე წასვლით ოპოზიცია საბოლოოდ დაადუმა, შეგახსენებთ, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მიზეზით ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის და, ცხადია, დღესაც ასე უნდა მოიქცეს, რადგანქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი”, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვანე დოლარებზე გაიყიდოს ქვეყანა! დღეს, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებით შანსი გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რატომ ამ საკითხში არ ვიჩენთ გულმოდგინებას, არ მივდივართდათმობაზე”, მით უფრო, რომ დედამიწის გულზე, წლებია, არ გამოჩნდა სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ჩვენ გამო აწყენინებს და ნებით თუ ძალით ჩვენთვის ტერიტორიებს დააბრუნებინებს?

არა ერთხელ დაგვიმტკიცეს ჩვენმასტრატეგიულმა პარტნიორებმა”, ჩალის ფასი რომ გვაქვს მათ თვალში, მაგრამ ვერ დავინახეთ, რადგან თვალებზე ლიბრი გვაქვს გადაკრული, უფრო სწორად, მწვანე დოლარები, რომლებსაც მაშინვე აგვაფარებენ, როგორც კი გაგვიელვებს თავში ქვეყნის სასიკეთო აზრი.

ნაციონალები საბოლოოდ გავაჩუმეთო და არჩევნების ჩატარებაში ხელს აღარ შეგვიშლიანო

ნეტარ არიან მორწმუნენი!

ვგონებ, არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ასე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე. საკვირველია!.. რაც უნდა უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე, რომ ყურსაც არავის შეაბღერტინებს. არც მის მომქმედსა აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც მის მაყურებელს აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყვულად რაზედ ვექელვინებიო. ჩვენ რის ამბის მბობაც გვინდა, დაუჯერებელია. არც თითონ დავიჯერებდით, რომ სანდო კაცისაგან არ იყოს გადმოცემული (“ვიცინოთ თუ ვიტიროთ?”, 1877 წელი).

ჩვენ შემთხვევაში ესსანდო კაციქვეყნის პრეზიდენტია.

“ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ? აბა, ეს ამბავი შეიძლება რომ სხვაგან სადმე მოხდეს?ესე აშკარად სამასხაროდ საქმე გამხდარა სადმე? ესეთი სასაცილოდ აგდება მთავრობის კეთილგანკარგულებისა, მთავრობის დაწყობილებისა სადმე გაგონილა?”

ილია ამას სემინარიის გამგეობისა და განათლების საკითხთან დაკავშირებით წერს, მაგრამ ის, რამაც ჩვენ დიდი მამულიშვილის ეს წერილი გაგვახსენა, არანაკლებ მწვავე და დამაფიქრებელია, რადგან ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, აშკარად და ცხადად მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ჩვენი თავი არ “გვეყუდნის”.

ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?”

თუ ვინმე გვკითხავს, _ “ორივეს მიზეზი და საბუთი ხელთა გვაქვს”.

დიახ, ოპოზიცია იცინის და სამომავლოდ მზაკვრულ გეგმებს აწყობს, ნირწამხდარიოცნებაკი ისე იქცევა, თითქოს ქალბატონმა პრეზიდენტმა უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო დამოჩხუბარპოზიციასა და ოპოზიციას შორის თეთრი მანდილივით ჩააგდო. ისევ ილიას მოვიშველიებ, რადგან ჩვენ შემთხვევაშიცადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა”, “ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შეძლეს”:

“ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივდაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენაგრძნობანი ზენაგრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა _ თავანკარად. თითქო ჭკუისა და გულის აღებმიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა. ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალწინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისათანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგი ურთიერთობისა არ ირღვეოდეს, თითქო ამ არევდარევაში, ამ გაურჩევლობაში ვპოულობდეთ მაგარ ტვინს, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენის ბედნიერების ციხესიმაგრე, თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ, და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შეძლეს. ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევდარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმომწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში. ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელითკი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში. საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღესაქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონდაუწონველად. ჩვენში, გაიგებენ თუ არა ალია მომკვდარაო, იმას აღარ დაეძებენ, მართლა მომკვდარა თუ არა, და თუ მომკვდარა, რომელი ალიაა. საკმაოა, მხოლოდ ყური მოჰკრან ჰოსა თუ არას, და გათავდა საქმე, ყოველს სასაცილობას წამოიყრანტალებენ, გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა. ამის მაგალითებს ბევრი ძებნა არ უნდა (“უარმყოფელობა ჩვენში”, 1888 წელი).

ცხოვრებამ არა ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებულიერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია”, მაგრამთუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა”.

“ვისს ნათესსა ვმკით?” _ ეს კითხვა, რომელზეც პასუხს დღეს ჩვენც ვეძებთ, ილიამ 1879 წელს დასვა წინასაახალწლო წერილში:

“ადამიანთა ცხოვრება საზოგადოდ და ჩვენი საკუთრივ რომ რიგიანად აგებული იყოს და თავისად მიმავალი, ძველს უნდა რაიმე სიკეთე დაეთესა, რომ ახალს ეხეირებინა, რადგანაც წესიერად მოწყობილ ცხოვრებაში დღევანდელი დღე შვილია გუშენდელისა და დედაა ხვალისა. მაშინ, რასაკვირველია, ძველს მადლობით გავისტუმრებდით და ახალს იმედით და ნატვრით მივეგებებოდით. მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი კი იცინისო, ნათქვამია. სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი აი ამოდენა ხანია ქვეყანაზედ დავგოგავთ, ამოდენა ხანია ჩვენს თვალ-წინ ერთი წელიწადი მეორესა სცვლის, და ჩვენს ბედს ისე უმუშავნია, რომ არც ერთხელ საბუთი არა გვქონია ან წარსულს ნაღვლით გამოვსალმებოდეთ და ან მომავალს სიხარულით მივგებებოდეთ”.

ჩვენთვისაც ამოდენა წელიწადებს გაუვლიადამათგანი ერთი იმისთანა არ შეგვხვედრია, რომ ნუგეშით გაგვეჩერებიოს მასზედ თვალი და მადლიერის გულით გვეთქვას: “იყავ და განგრძელდიო”. “ყოველ ახალის წლის მოსვლასაც ბევრჯელ მივგებებივართ რაღაც იმედითა და ნატვრითა, მაგრამ მოსულა, წასულა ახალი და ფუჭად ჩაუტარებია “იგი ნატვრა, იგი იმედი”. ჟამთა ცვლას ჩვენის ბედის ცვლა არ მოჰყოლია, თითქო დროთა მდინარეობა ჩვენთვის არ არსებობსო, თითქო ყველასათვის მოძრაობსო და მარტო ჩვენთვის კი შემდგარიაო, არც წინ მიდის, არც უკანაო. ამდენმა გაცუდებამ იმედისამ და ნატვრისამ იქამდინ მიგვიყვანა, რომ ჩვენს თვალწინ ერთი წელიწადი მეორეზედ მიდის და მოდის და არც ნაღველი გვრჩება წარსულის სიკეთისა და არც ნუგეში მომავალის იმედისა. ამ ყოფამ დაგვიღალა გული, ამოდენმა ტყუილმა ლოდინმა დაგვლია და აი, ამჟამად, როცა დროთა ბრუნვამ ძველსა და ახალის შუა ამართულს ქედზედ დაგვაყენა, საიდამაც წარსულსაც გადავყურებთ და მომავალსაც, _ ჩვენ გული არ გვიცემს არც მისთვის, რომ წარსულს გავტიროდეთ, და არც მისთვის, რომ მომავალს შევხაროდეთ. თუმცა ასე აგვიცრუა გული ათასმა მაგალითებმა(“ვისს ნათესსა ვმკით? 1879 წ. 31 დეკემბერი).

აი ყველაზე “ცხელი” ამბავი _ მაგალითი “იმედისა და ნატვრის გაცუდებისა”: სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

“არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, მუქარით, შიშით, რეკომენდაცით თუ სხვა, და ეს არაერთხელ დავამტკიცე”, _ აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თქვა:

“არ ვიწყალებ ჩემ გარეშე მიღებული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ, თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა, დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო, შესაძლოა, საერთოდ, ადამიანს შეუმსუბუქდეს ან სრულად გაუუქმდეს სასჯელი.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულებები ქვეყნის წინაშე, არამედ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან”, _ თქვა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და ის არ ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს. პრეზიდენტის თქმით, მისი შეწყალების აქტი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას, ის იწყალებს დამნაშავეებს. პრეზიდენტის აზრით, დამნაშავე პოლიტიკოსი არ ნიშნავს პოლიტპატიმარს.

პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რატომ მიიღო ამ ორი პოლიტიკოსის შეწყალების გადაწყვეტილება:

“დღეს, ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, ისეთუ დემოკრატიული და სტაბილურია, როგორიც არ ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი: მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საარჩევნო კოდექსისა და კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს.

მაშასადამე, საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას. ოპოზიცია ცდილობს და ეს აშკარაა: არეულობის პროვოცირებას, სიტუაციით მანიპულირებას, ისევ ქუჩაში გადატანას პროცესების და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორეს მხირვ, ისიც არ ჩანს, რომქართულ ოცნებასპოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება.

ამიტომ და სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონავირუსს, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას. ეს მანდატი ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთ უმთავრეს გადაწყვეტილებად დარჩება”. სარფა და გამორჩომა დღევანდელის დღის მაცხოვრებელი სულიაო”. ცხადია, პოზიციაც და ოპოზიციაც გამორჩენას ელიან უცხოელი პატრონებისგან, რომლებიც, ალბათ, ამჯერადაც გამოხრულ ძვალს გადმოუგდებს მათ და შემდეგ კმაყოფილი უყურებს სეირს, მის დასაუფლებლად როგორ დააჭამენ ერთმანეთს თავპირს განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანები

აქ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ “ოცნებამ” არჩევნები 15 მაისს წააგო!

შეგარცხვინათ ღმერთმა!

ამ მასხრად აგდებასა და დაქლიავებას ქართველი საზოგადოება არასდროს დაივიწყებს… ეს იყო სალომეს “პენალტი” ოპოზიციის კარში!

ამას მოფიქრება არ უნდოდა?!

მართალი აღმოჩნდნენ ისინი, ვინც გვისაბუთებდა, რომ კოაბიტაცია ისევ ძალაშია _ ნაცები და ქოცები ერთად არიან!

ვინც მოისმინა და გაანალიზა პრეზიდენტის საუბარი, მიხვდებოდა, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი და ეს მას სახეზეც აშკარად ეწერაამისთვისაც გმადლობთ, ქალბატონო სალომე!

ქართველი ხალხი ბრძენია, სუფთა გული აქვს და გულუბრყვილოდ იჯერებს მის სასიკეთო დაპირებებს. შესაძლოა, ამჯერადაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ირწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ამ ორი დამნაშავის შეწყალებით ქვეყანა აშენდება.

მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომკანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია”: “კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალმდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს. ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე. ვერა წესიერად მოწყობილი მოქალაქური ცხოვრება ვერ შეიფერებს ამისთანა უსწორმასწორობას უიმისოდ, რომ თვით ზედ არ გადაეგოს, პირქვე არ დაემხოს და ამიტომაც არ არის ქვეყანაზედ არც ერთი იმისთანა განათლებული სახელმწიფო, საცა ყველას თანასწორობა კანონის წინაშე დედააზრად, სათავედ არ ედვას ყოველს კანონმდებლობას, ყოველს რჯულიერებას. რუსეთის სახელმწიფოშიაც ეს თანასწორობა ყველასი კანონის წინაშე ცხადად გამოთქმულია. განსვენებულის იმპერატორის ალექსანდრე II განსამართლების რჯულდებამ ეს თანასწორობა მტკიცე საფუძველზედ დააყენა რუსეთის იმპერიაში და აწ არსებული და მომქმედნი კანონები ყველას ერთგვარად და განურჩევლად უქადიან მფარველობას და შემწეობასა. თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო. ამ მავნებელის ზნის აყოლა მიეტევება გაუნათლებელს კაცსა, იმისთანა კაცსა, რომელსაც არ ესმის, რომელსაც ჯერ ვერ მიუგნია, რა დიდი მადლია ქვეყნისათვის, კაცთა საზოგადოების ბედნიერად ცხოვრებისათვის თანასწორობა კანონის წინაშე. ხოლო არ მიეტევება მას, ვინც გარეგანის ნიშნებით მაინც საგულისხმოა, რომ სწავლაში ყოფილა, განათლების შუქი ცოტად თუ ბევრად მოჰფენია და თვის საზოგადოებაშიც იმისთანას მდგომარეობა აქვს, რომ მოეთხოვება სამართლიანი მართებული ქცევა ყველგან და ყველას წინაშე, დიდი იქმნება თუ პატარა”.

მაგრამსაცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო”. ამასთანავე, “არის ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა საგანი, რომლის გამოც ჰოც ითქმის და არაცა, რადგანაც საგანი ან გამოძიებული არ არის ჯერ მთლად, ან მეტად რთულია და დახლართული და ჯერ კაცის თვალი ვერ მიმწვდარა მრავალგვარის ხლართის ერთ კრებულად დანახვისათვის. აქ ამისთანა საგანზედ ბევრი საბუთი აქვს კაცს, გააბას საუბარი, თავისიც სთქვას და სხვასაც მისი ათქმევინოს. ხოლო ქვეყნიერობაზედ ბევრი იმისთანა საგნებიც არის, რომელთ ვითარებაც ცხადია, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი. აქ საუბარის გაბმა და ერთმანეთთან ლაპარაკი, საგნის ვითარების გადატრიალ-გადმოტრიალება, წაღმა-უკუღმად თრევა და წეწვა, მეტი ბარგია. ამისთანაებზე ლაპარაკი სულგრძელობაა იმის მხრით, ვინც იძულებულია ეჩიჩინოს მეორეს, რომ ორჯერ ორი ოთხიაო, და იმის მხრით-კი, ვინც ამ ჩიჩინისათვის ვისმე იძულებულ ჰყოფს, მეტისმეტი სიბრიყვეა და გონების დახშულობა. მაგრამ რას იზამ, რომ დღე არ გავა, იმისთანა კაცს არ შეხვდე, რომელსაც ბევრი კვერიც რომ ურახუნო თავში, ვერ გააგონებ, ვერ დაანახვებ ორჯერ ორის ოთხობას, შესდგება გაქირ სახედარსავით ერთს უარზედ და, რაც გინდ ბევრი ნიშადური მოსცხო, წინ ბიჯსაც ვერ გადაადგმევინებ, არას ჰოზედ ვერ შეაცვლევინებ. ზოგს ეს გაქირი დაბადებითვე აქვს თითქო დაყოლილი და ზნედ გადაჰქცევია, ზოგმა-კი გაქირი განგებ იცის, იმიტომ რომ სარფაა, გაქირს გამორჩომაც მოსდევს, და სარფა და გამორჩომა ხომ დღევანდელის დღის მაცხოვრებელი სულია. ამ უკანასკნელის ჯურის გაქირები მეტისმეტად გამრავლდნენ და ფეხს ისე არ გადასდგამს კაცი ჩვენში, რომ მთელს ამისთანა ჯგუფს არ წამოჰკრას. აბა იმაზედ ცხადი და უცილობელი რა არის, რომ მოსამართლეს მოჩივარის ენა უნდა უსათუოდ ესმოდეს, იმიტომ რომ თავის ყურით გაგონილი, თავის ყურით სმენილი უფრო უტყუარია, უფრო ზედმიწევნილია, უფრო მართალია და, რადგანაც მართალია, უფრო შეუცდომელს საბუთს აძლევს შეუცდომელის განკითხვისა და განაჩენისათვის. მოსამართლე და მოჩივარი, რომელთაც ერთმანეთისა არ ესმით, ერთმანეთის ენა არ იციან, ერთმანეთისათვის მუნჯებიც არიან და ყრუნიცა. ამისთანა მოსამართლე და მოჩივარი ერთმანეთისათვის აღარ არიან და ამათი ერთად შეყრა სწორედ იმასა ჰგავს, რომ მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე წამიღეო. ჩვენში დიდი ხანია ნათქვამი, რომ “საცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო”. აბა ჭკვათამყოფელმა კაცმა ამ უბრალოს და მარტივად თქმულს ჭეშმარიტებას საიდამაც ჰნებავს მოუაროს, თუ ერთი იოტის ოდენა იმისთანა რამ უპოვოს, რომ იმ ნაპოვნის მეოხებით ამ ჭეშმარიტებას მცირეოდენი ჩრდილი უარყოფისა ჭკვაზედ ხელაუღებლად მიაყენოს. ამას რა დიდი ლარი და ხაზი უნდა, რომ მთქმელს გამგონი უნდა და კარგი გამგონიცა, და თუ მთქმელს და გამგონს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც გაგონება, მაშასადამე არც განკითხვაა და არც სამართალი” (“არ გათეთრდება ყორანი”, ტფილისი, 19 იანვარი, 1888 წელი).

სარფა და გამორჩომა დღევანდელის დღის მაცხოვრებელი სულიაო”. ცხადია, პოზიციაც და ოპოზიციაც გამორჩენას ელიან უცხოელი პატრონებისგან, რომლებიც, ალბათ, ამჯერადაც გამოხრულ ძვალს გადმოუგდებენ მათ და შემდეგ კმაყოფილი უყურებენ სეირს, მის დასაუფლებლად როგორ დააჭამენ ერთმანეთს თავპირს განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანები

გაიღვიძეთ, ბატონებო! ილიას გზით მივდივართო, რომ გაიძახით, ეს არ არის ილიას გზა!

 ილია ამბობს, რომქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა, არც გატანილიო”, თქვენ კი

გაიღვიძეთ! “კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულსა”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here