მთავარი ახალი ამბები ოფიცერი: ტატუნაშვილზე შური 2007 წელს მომხდარი ინციდენტის გამო იძიეს – ის ცემაში...

ოფიცერი: ტატუნაშვილზე შური 2007 წელს მომხდარი ინციდენტის გამო იძიეს – ის ცემაში შემოაკვდათ

7594
გააზიარეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით  ახალგორიდან გაიტაცეს,  23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოსური მხარის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით  გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილთან ერთად  საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე  – ლევან  ქუტაშვილი  და იოსებ პავლიაშვილი  დააკავეს. ისინი  მოგვიანებით ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ვინ არის  ქართველი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი და  რეალურად  რა  გახდა მისი დაღუპვის  მიზეზი.

საქართველო და მსოფლიო“ საქართველოს  შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერს დავით  ნემსაძეს ესაუბრა, რომელიც გარდაცვლი ყოფილ სამხედროს კარგად იცნობდა.

თადარიგის ოფიცერის ვარაუდით, ტატუნაშვილის სიკვდილი 2007 წელს  ახალგორში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რის გამოც ოფიცერი ფიქრობს, რომ მასზე შური იძიეს.

„პირადად ვიცნობდი არჩილს და ის  იყო დისციპლინირებული სამხედრო და  ძლიერი მეომარი. ის იყო სამხედრო, რომელიც სამწუხაროდ არ უნდა ყოფილიყო უსაქმურად, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი უამრავი სამხედროა, რომლებიც საქმის პროფესიონალები არიან და იყვნენ. სწორედ ამ არასწორი პოლიტიკის შედეგად, ისიც აღმოჩნდა სამოქალაქო ცხოვრებაზე. გაჭირვება საქართველოში ეს არ არის ახალი  ამბავი, ამიტომ მას ჰქონდა გარკვეული ბიზნესი ახლაგორში.თვითონ წარმოშობით იქიდან იყო და მიმოსვლა ყოველთვის ჰქონდა ამ ტერიტორიაზე. ის იყო თადარიგის ჯარისკაცი, დათხოვნილი ჯარისკაცი.

თუმცა, მე ვიცი კონკრეტული ფაქტები, რომელსაც ვუკავშირებ მის დაღუპვას.

კერძოდ: 2007 წელი იყო, ახალგორიდან  სამი ბიჭი მოდიოდა გზაზე და შეიარაღებულმა ოსებმა ისინი ტყვედ აიყვანეს. ერთ-ერთი იყო არჩილი, დაკავების შემდეგ ეს ბიჭები გაკოჭილი ყავდათ. ორი მანქანის მოსაყვანად წავიდა და ერთი ამათთან დარჩა. ტატუნაშვილი გამოელაპარაკა ამ ოსს და მოხერხებულად თოკები აიხსნა, ფიზიკურად ძლიერი იყო. ამის შემდეგ ოსი თავის თავში დარტყმით მოიგერია, რომელიც შემდეგ სცემა. ის ორი ქართველი ბიჭიც გაათავისუფლა, იარაღი ყველაფერი წაართვა და გაუშვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქარულ პოლიციას, მაინც არ ჩააბარა, რადგა ამ ოსის მამამას ტატუნაშილის ოჯახი  90-იან წლებში უბედურების დროს შეუფარებია. შესაბამისად ეს სიკეთე ახსოვდა და ვაჟკაცურად მოეცა მაგ გარეწარს.

მას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ახალგორში, სადაც ის იზრდებოდა. იყო ასევე ფაქტი, როდესაც ახალგორში ნასვამი სამხედრო გადაუდგა ხალხით სავსე სამარშუტო ტაქსს იარაღით, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. ხოლო ეს ყველაფერი არჩილმა აღკვეთა, განაიარაღა ნასვამი სამხედრო. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის შურისძიება, რადგან არ აპატიებდნენ მას იმ მოქმედებებს დროთა განმავლობაში, რასაც ვაჟკაცური საქციელი ქვია“, – აცხადებს თადარიგის ოფიცერი.

ნემსაძის ინფორმაციით, დათხოვნილი სამხედრო ტატუნაშვილი 2011 წლიდან აქტიურ სამხედრო საქმიანობას ჩამოშორდა და კერძო ბიზნესით ირჩენდა თავს.

2008 წლიდან იყო აქტიურ სამხედრო სამსახურში, სადაც ის ერაყში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, ხოლო 2011 წლის 16 აგვისტოს დაამთავრა კონტრაქტი.  აგვისტოს ომის დროს, ჩვენი დანაყოფები როტირებულ იქნენ ერაყიდან საქართველოში, თუმცა, ერაყიდან როტირებული ჯარი გორის მიმდებარე ზონას არ გასცდენია. მაგრამ  ომის მონაწილეობა მას ეთვლება, თუმცა ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ პერიოდში პირველი ბრიგადა რეგულარულად იდგა, იარაღი არ გაუგდია ხელიდან.

თავდაცვის სამინისტროსთან მაქვს კითხვა, რატომ იყვნენ ასეთი პროფესიონალი სამხედროები გარეთ და რატომ უნდა ერჩინათ თავი ვაჭრობით ?! “,- განაცხადა ნემსაძემ.

გარდაცვლილ  არჩილ ტატუნაშვილთან ერთდ 2008 წელს ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფი სამხედრო იხსენებს:

 „2008 წლის იანვარში ერთად წავედით ერაყში, ვასიტის პროვინციაში ქალაქ ალკუტში, ნატოს სამშვიდობო მისიით (EFO). ის მე – 12  ბატალიონის მე -3 ასეულში იყო, მე მეორე ასეულში ვიყავი. არჩილი მეტყვიამფრქვე იყო. აგვისტოს ომის დროს, ვადაზე ადრე 10 აგვისტოს უკან ჩამოვფრინდით, თუმცა დავაგვიანეთ, საქმე ისაა, ერაყიდან დროულად, ვერ გადმოვფრინდით საჰაერო სივრცე იყო ჩაკეტილი. არჩილი მაშინ ახალი იყო, მის მერე არ მინახავს. რაც შეეხება მის პიროვნებას წყნარი და კარგი პიროვნება იყო, გაწონასწორებული მშვიდი, ღირსეული ვაჟკაცი“,იხსენებს  სამხედრო, რომლის  ვინაობას მისი თხოვნით არ ვასახელებთ.

ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი,  2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა. დაკავება კი, სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია იზოლატორის ოფიცრებს, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაგორდა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სუთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი საათის შემდეგ ის გადაიცვალა.

დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ცხედრის გადმოცემა ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდა. რადგან ოსური მხარის ინფორმაციით, ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება.

შეხვედრა ეგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით გაიმართა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here