Home ახალი ამბები საქართველო ორი ე. წ. წამყვანი ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა გაირკვა

ორი ე. წ. წამყვანი ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა გაირკვა

1875

კულუარული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ენ-დი-აის ბოლო კვლევებმა მის “შთამბეჭდავ” რეიტინგს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. პარტია დავით ბაქრაძის კანდიდატურას 21 ივლისს წარადგენს. 

პრეზიდენტობის კანდიდატი შეარჩიეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც და ის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი _ გრიგოლ ვაშაძე იქნება.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა.

“ქართულ ოცნებაში” კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

სავარაუდო კანდიდატებად სოზარ სუბარი, სალომე ზურაბიშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი _ დავით ბაქრაძე განიხილებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here