Home რუბრიკები სამართალი ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა

ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა

722
ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა – მამამ შვილი მოკლა. როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მოტივად შელაპარაკება სახელდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here