“ომს თუ ჟურნალისტები არ გააშუქებენ, ის უბრალოდ არმიის შოუს დაემსგავსება”

895
გააზიარეთ
სამხედრო მოქმედებებს თუ ჟურნალისტები არ გააშუქებენ, ის უბრალოდ არმიის შოუს დაემსგავსება. დამოუკიდებელი რეპორტიორების მნიშვნელობის შესახებ სოციალური რეკლამა გადაიღეს.
ვიდეორგოლი, რომელიც სხვადასხვა დროის, აღლუმის კადრებისგან შედგება ნათლად გვიჩვენებს, რომ რეპორტიორების გარეშე ომი რიგითი აღლუმი და ძალის დემონსტრირება იქნება.
ვიდეოს ფინალში აღლუმის კადრები მძაფრ კონტრასტში მოდის ჟურნალისტების და ფოტორეპორტიორების მიერ გადაღებულ ომის კადრებთან.
სარეკლამო სააგენტო “BETC”-ის მიერ გადაღებული რეკლამა იმ ჟურნალისტების მხარდასაჭერად გაკეთდა, რომლებიც სიმართლეს ეძებენ და დადგმულ მოვლენებს არ აშუქებენ.
გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here