Home რუბრიკები პოლიტიკა ოკუპირებული მერკელი, უმაკეინო საქართველო და აკაშკაშიებული საფეხბურთო ნაკრები

ოკუპირებული მერკელი, უმაკეინო საქართველო და აკაშკაშიებული საფეხბურთო ნაკრები

2004
მერკელი

როგორ წესი, აგვისტო სინოპტიკურად ძალიან ცხელი და პოლიტიკურად ძალიან ცივი თვეა. წელს კი პირიქით გამოვიდა _ საკმაოდ გრილ აგვისტოს მეორე ნახევარს, შეიძლება ითქვას, მხურვალე საზოგადოებრივპოლიტიკური მოვლენები დაედარა. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოში არ ვიცი და, საქართველოში ეს ნამდვილად ასე იყო. თუნდაც მხოლოდ ეს სამი მოვლენა რად ღირს _ გერმანიის კანცლერი დამამიდაანგელა მერკელი კავკასიაში ხანმოკლე ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი საიქიოში სამუდამო ვიზით წავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიოში პირველი სპორტსმენი, რომელმაც პედერასტიის ღია პროპაგანდის გამო აიღო უეფას სპეციალური ჯილდო.

ვეცდები, ამ სამივე თემიდან თითო ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი გამოვყო და მათ შორის გარკვეული საერთო შტრიხებიც გამოვძებნო. ანგელა მერკელის ვიზიტისას ყველაზე დიდი ხმაური იმან გამოიწვია, რომ მას ერთ-ერთმა ქართველმა სტუდენტმა სიტყვა ოკუპაცია “ათქმევინა”. დიახ, სწორედ ასეთი უცნაური განსაზღვრება მისცეს ამ ფაქტს “ძაანპატრიოტებმა”, რომლებიც მერკელის მიერ ამ სიტყვის წარმოთქმას, როგორც რაიმე ზოგადსაკაცობრიო მოვლენას, ისე აღიქვამდნენ. არადა, ფრაუ მერკელი ერთობ გაოცებული ჩანდა იმ მხურვალე ტაშით, რომელიც მის მიერ ამ “მაგიური” სიტყვის წარმოთქმისას უნივერსიტეტის დარბაზში გაისმა. საქმე ის არის, რომ სოხუმსა და ცხინვალში შექმნილ ფაქტობრივ სიტუაციას ქალბატონი კანცლერი არც მანამდე განიხილავდა ტკბილად და რუსეთის სასარგებლოდ. პირიქით, სიტყვები “სასტიკი უსამართლობა”, რომლებსაც ის იყენებდა იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, “ოკუპაციაზე” გაცილებით მკაცრია. თუმცა ქართველ “ძაანპატრიოტებს” უკვე ისე აქვთ ტვინში ჩაჭედილი, რომ, თუკი რუსეთს “ოკუპანტი” უწოდეს, ამით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა წყდება, ანგელა მერკელსაც რაღაც უცნაური დაჟინებით ჩააცივდნენ: გინდა თუ არა, სიტყვა “ოკუპანტს” რატომ არ ამბობო?! რაღა ექნა გაოცებულ კანცლერს? ადგა და თქვა _ ოკუპაცია. ეს, უბრალოდ, ფაქტია, მე უფრო მკაცრ შეფასებას ვაძლევდი, სასტიკ უსამართლობად ვაფასებდი და, თუკი თქვენ, უბრალოდ, ფაქტზე ლაპარაკი გსურთ, კი ბატონო, ეს ტერიტორიები ოკუპირებულიაო. დაახლოებით ეს თქვა ანგელა მერკელმა და ამასვე მოწმობდა მისი გაოცებული სახეც. ასე და ამგვარად, თვითონ გერმანიის კანცლერი აღმოჩნდა “ოკუპირებული” ქართველი “ძაანპატრიოტების” მიერ. ამ უკანასკნელებმა კი უმალ გმირად გამოაცხადეს ის სტუდენტი, რომელმაც კანცლერს სიტყვა “ოკუპაცია” ათქმევინა და, სავარაუდოდ, მომავალში მისი ძეგლის დადგმასაც მოითხოვენ სადმე, ჯერ კიდევ შემთხვევით შემორჩენილი სტალინის ან თუნდაც მაქსიმ გორკის ძეგლის ნაცვლად!

გმირები და ძეგლდასადგმელები, იცოცხლე, ბოლო ათწლეულში მართლაც ბევრი გვყავს. ჯერ მარტო ეგ რად ღირს, რომ იმავე ქართველმა “ძაანპატრიოტებმა” გმირებად შერაცხეს ამ სტატიის დანარჩენი ორი პერსონაჟი _ ჯონ მაკეინი და გურამ კაშია. ჯონ მაკეინი სწორედ იმიტომ, რომ 2008 წელს რუსებს ოკუპანტები უწოდა. ამერიკელი სენატორის ასეთი “ფასდაუდებელი მხარდაჭერა” რით დასრულდა, ყველამ ვნახეთ _ რუსეთმა ოფიციალურად აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად “აფხაზეთი” და “სამხრეთ ოსეთი” _ რასაც მანამდე 16 წლის განმავლობაში არ აკეთებდა და ყველა საერთაშორისო ოფიციალურ შეხვედრაზე რუსული დელეგაცია აცხადებდა, რომ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აი, სწორედ სენატორ მაკეინის იმ ცნობილი “უპრეცენდენტო მხარდაჭერის” შემდეგ მოხდა ის, რომ რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანოიბის თუნდაც ფორმალური “პატივისცემა” და ორი ტერიტორიული ერთეული საქართველოსგან დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. თუკი ქართველი საზოგადოება ფიქრობს, რომ ამის გამო მაკეინს საქართველოში ძეგლები უნდა დავუდგათ, ქუჩებს მისი სახელი დავარქვათ და მისი სახელობის სკვერები გავხსნათ, ეს მართლაც კლინიკური დიაგნოზია. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოხატული ეს აზრი არ ეკუთვნის ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს და ეს მხოლოდ ჰიპერაქტიური ფსიქიკურად გაუწონაწორებელივაიპატრიოტებისადა იმ მოსყიდული გარკვეული ძალების მიზანმიმართული აქციაა, რომლებიც ასეთი ადამიანებით ეფექტურად მანიპულირებენ ხოლმე. თუკი გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშიუმცროსის, ასევე, ამერიკის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის _ კონდოლიზა რაისისა და კიდევ რამდენიმე ევროპელი ლიდერის განცხადებებს ამ საკითხზე (რომ ისინი მიხეილ სააკაშვილს სთხოვდნენ და მოუწოდებნენ, არ გაებედა და არ განეახლებინა დაკონსერვებული სამხედრო კონფლიქტი ცხივნალის რეგიონში, მიშამ კი ეს მაინც გააკეთა), მართლაც გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ისედაც ფსიქიკურად არამდგრად სააკაშვილს ასეთი გიჟური ნაბიჯის გადადგმისკენ თვითონაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ჯონ მაკეინმა უბიძგა. იმ ადამიანების გასაგონად, რომლებმაც ახლა შეიძლება ამასჩაავლონდა დაიწყონ დემაგოგია, რომ თითქოს მე ვამბობდე, _ ომი მაკეინმა და სააკაშვილმა დაიწყესო. არა, ბატონებო, ომი არის შეიარაღებული ძალებით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა,შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალები არც 2008 წელს და არც არასდროს ისტორიაში რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა. ასე რომ, თუ ვინმემ ომი დაიწყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს, რომელიც, გინდა “უსამართლო” და გინდა “სამართლიანი” მიზეზით, შემოიჭრა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთებით. სხვა საკითხია, ვინ, როგორ და რანაირად მისცა მიზეზი და საბაბი მას ამის გასაკეთებლად. სენატორ მაკეინის “გამუდმებული საბრძოლო ყიჟინა” საყოველთაოდ არის ცნობილი. მას არაერთხელ პირდაპირ მოუთხოვია ამერიკის ხელისუფლებისგან “რუსეთის განადგურება”. მადლობა დიად ამერიკელ ხალხს, რომ ეს პროვოკატორი და ტყვეობაში ხანგრძლივი ყოფნისგან ფსიქიკაშერყეული მანიაკი, მისი ორი მცდელობის მიუხედავად, არც ერთხელ არ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, თორემ შედეგები საქართველოსთვისაც და მსოფლიოსთვისაც შეიძლება გაცილებით უარესი ყოფილიყო. ხოლო ის, რომ ცხინვალისკენ სამხედრო შენაერთები სააკაშვილის უშუალო ბრძანებით დაიძრნენ, ეს ტალიავინმა და პუტინმა კი არა, თვითონ სააკაშვილმა თქვა. ეს მაშინ, როდესაც მიშას, სენატორი მაკეინის გიჟური ფანტაზიებით წაქეზებულს, ჯერ კიდევ ეგონა, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა ამ კონფლიქტში ჩარევას და, თუ ჩაერეოდა, მაშინ მის “ჟანგიან ტანკებს” ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქართული არმია კუდით ქვას ასროლინებდა. დიახ, სააკაშვილს ომი, როგორც ასეთი, არ დაუწყია, მაგრამ ეს კონკრეტული სამხედრო კონფლიქტი რომ სწორედ სააკაშვილმა “გააცოცხლა”, უდავოა. და ამას არა მხოლოდ “ტალიავინის დასკვნა”, არამედ მედიაარქივებიც დაადასტურებს. გაიხსენეთ, როგორი მილიტარისტული სარეკლამო რგოლებით იყო გაჯერებული იმხანად სააკაშვილისა და ნაცების უშუალო კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიები. როგორ გვაჩვევდნენსამხედრო განგაშისხმას და როგორ მოგვიწოდებდნენ, მზად ვყოფილიყავით სამხედრო ფორმების ჩასაცმელად. თავი რომ დავანებოთ ცნობილ ფრაზებს: “მომდევნო ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით!” და სხვ., საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონფლიქტის განახლებაზე მიუთითებს თუნდაც ის აზრი, რომ, თუკი რუსეთი ღიად ჩაერთვება ცხინვალის სამხედრო კონფლიქტში, ეს ჩვენთვის უკეთესია და ჩვენც სწორედ ეს გვინდა, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი თავის ნამდვილ სახეს გამოავლენს და ევროპა და ამერიკა მას ჭკუას ასწავლიან”, _ ასეთი აზრის კულტივირებას არა მხოლოდ მიშა და მიშისტები, არამედ ნაცებთან დანასისხლად დაპირისპირებული, მაშინდელი ე.წ. ოპოზიციური ძალები და ადამიანებიც კი ეწეოდნენ. მოკლედ, მაშინ საქართველო საყოველთაო ფსიქოზში იყო და თითებზე ჩამოსათვლელი ჭკუადამჯდარი ადამიანის ღაღადი, თუკი ცხინვალზე ოფიციალური თბილისის კონტროლის სამხედრო გზით აღდგენა რუსეთთან შეთანხმებული არ არის, მაშინ ცხინვალში ჯარის შეყვანა ძალიან ძვირად დაგვიჯდებაო, არავის ესმოდა და, თუკი ვინმე გაიგონებდა, მთქმელს იქვე ელოდა შეჩვენება, დასჯა და სამშობლოს მტრად გამოცხადება. აი, ეს ყოველივე იყო “საქართველოს გმირი” ჯონ მაკეინის “შემოქმედება” და ამ ფსიქოზმა სანამდე მიგვიყვანა, ყველამ კარგად ვნახეთ…

სტატიის სათაურში გურამ კაშიაც გვყავს ნახსენები… რა შეიძლება ითქვას ამ მორიგ “გმირზე”? ალბათ, მხოლოდ ის, რომ საქართველო უკვე მართლაც ისეთ დონეზე დაეცა, “გმირის” წოდების მოსაპოვებლად პედერასტიის პროპაგანდაში აქტიური ჩართვაც საკმარისია. ამ სამარცხვინო ადამიანისგამპრავებელთაარგუმენტები, აქაოდა გურამიკომ იმიტომ გაიკეთა ლგბტ სამკლაური, რომძალადობის”, “ჩაგვრისადაჰომოფობიისწინააღმდეგ გამოვიდაო, სრული უსუსურობაა, რადგან, ვინმეს თუ მაინცდამაინც სურს, თავისი ჰუმანური პოზიციის გამოხატვა, შეუძლია გაიკეთოს თეთრი სამკლავური და ზედ დააწეროს: “არა ჰომოფობიას!” ანვგმობ ძალადობას!”, ან _ რაც სურს. მაგრამ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მაიდენტიფიცირებელი სამკლავურის ტარება საჯაროდ ამ ჯგუფის პირდაპირი რეკლამა და პროპაგანდაა და არა “ძალადობის საწინააღმდეგო” აქცია. ეს ყოველივე მით უფრო ამაზრზენია, როდესაც ეს ჯგუფი გარკვეული სექსუალური ნიშნით არის შერჩეული, იქნება ეს “უკუღმართი” თუ “წაღმართი” სექსი, არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. როცა კაცი რომელიმესექსუალურ მიმდინარეობასუწევს რეკლამას, იმის აღარც ფეხბურთი სჭირდება ნორმალურ საზოგადოებას და აღარც მოგებული ჯილდო. სამარცხვინოა ისიც, რომ ევროპულ ცერემონიაზე, რომელზეც სხვა ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის, ბევრი გოლისთვის, გაუვალი დაცვისთვისა და .. აჯილდოვებენ, შენი ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენი ერთადერთია, რომელიც პედერასტიის მხარდაჭერისთვის ჯილდოვდება და ამ ჯილდოს ამაყად იბარებს შენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიმავანთა ზრით, მგონი, ესეც გმირობაა, ხომ?

მოდით, აქ შევწყვიტოთ წერა, თორემ ეჭვი მაქვს, ასე თუ მივყვებით, კიდევ ბევრი “გმირი” გაგვახსენდება და ამასობაში შეიძლება ნატოშიც მიგვიღონ.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით; სერიოზულად კი გეტყვით: 9 სექტემბერს საქართველო-ლატვიის მატჩზე უკვე არის მოწოდებები, რომ კაშიას მხარდასაჭერად ლგბტ თემის წარმომადგენლები “ცისრატყელას” სამკლავურებითა და დროშებით მივიდნენ. თუკი მართლაც ლგბტ აღლუმად გადაიქცა საქართველოს ნაკრების მატჩი, გურამ კაშიას ასეთი შტერული და ქაჯური საქციელის გამო, მაინტერესებს, მერე რაღას იტყვიან კაშია, კობიაშვილი, კალაძე ან სხვა მისი “გამპრავებელი” მეტისმეტად “ევროპელები”.

აქ იმ მართლა საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელების ჩამოთვლაც შეიძლებოდა, რომლებმაც ამ სამკლავურის ტარებაზე კატეგორული უარი განაცხადეს, მაგრამ სჯობს, დაველოდოთ 9 სექტემბერს და ვნახოთ, რა მოხდება.

ხალხთან ჯიუტობა, ბოდიშის “პრინციპულად” არ მოხდა და სხვა მსგავსი გამოხდომები ძალიან ცუდად მთავრდება ყველასთვის და ყოველთვის. საზოგადოებასთან ომში შეიძლება ძალიან მცირე ხნით გაიმარჯვოთ, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად დამარცხდებით და, რაც უფრო გვიან, მით უფრო სასტიკად!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here