Home ახალი ამბები საქართველო ნონა გაფრინდაშვილი კვლავ უძლიერესია

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ უძლიერესია

2011
ნონა გაფრინდაშვილი

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა ნორვეგიის ქალაქ დრამენში ვეტერანებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, _ იუწყება პირველი არხი.

ცხრა შესაძლო ქულიდან გაფრინდაშვილმა 5,5 ქულა დააგროვა. იგივე რაოდენობა ჰქონდა რუს ელენა ფატალიბეკოვას, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ქართველმა მოჭადრაკემ გაუსწრო მეტოქეს. კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს მედალიც საქართველოს წარმომადგენელმა _ თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა, რომლის აქტივში 5 ქულაა.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962-1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი მანდილოსანი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა (1978). 1982 წელს იგი გახდა “ჭადრაკის ოსკარის” პრიზის პირველი მფლობელი.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here