Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: ევროპულმა სასამართლომ მათ, ფაქტობრივად, სიკვდილის განაჩენი გამოუტანა

ნიკოლოზ მჟავანაძე: ევროპულმა სასამართლომ მათ, ფაქტობრივად, სიკვდილის განაჩენი გამოუტანა

“ეს არის ვერდიქტი, რომელსაც ნაცები ვერანაირი პოლიტიკური განგაშითა თუ ისტერიკით ვერ შეცვლიან”

1139
ნიკოლოზ მჟავანაძე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის საქმეზე გამოცხადებულ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლითაც უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არხის 100%-იანი წილის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ, ძებნილი და საზღვარგარეთ გაქცეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რევოლუციური მოწოდებით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახლა საჭიროა როგორც პოლიტიკური ძალების, ისე საზოგადოების მობილიზაცია, რათა სამართალზე ბოროტებამ არ გაიმარჯვოს და ქვეყანაბნელეთის ძალების ხელშიარ აღმოჩნდეს.

მისივე განმარტებით, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ყველანაირი სამართლებრივი ბრძოლა უშედეგოა, რაც ბოლო წლების პრაქტიკამ ნათლად აჩვენა, თუმცა პოლიტიკური ძალების გაერთიანებას და ერთობლივი ძალებით შეტევას შედეგი აუცილებლად მოჰყვება.

რას ნიშნავს ძებნილი ექსპრეზიდენტის მოწოდებასაყოველთაო მობილიზაციისკენდა რა რესურსი აქვს დღესნაციონალურ მოძრაობასამ ყველაფრისთვის? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ამას წინათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ მიხეილ სააკაშვილმასაყოველთაო მობილიზაციაგამოაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანაბნელეთის ძალებსარ უნდა დავუთმოთ. თქვენი აზრით, რა მოწოდებაა ამ განცხადების მიღმა, რას შეიძლება ნიშნავდეს საყოველთაო მობილიზაცია?

_ ვფიქრობ, სასაცილოა ეს განცხადება, იმიტომ, რომ მის მიღმა საზოგადოება ხედავს წინასასიკვდილო ფართხალს უპერსპექტივო პოლიტიკური სუბიექტისა, რომელსაც, დიდი ხანია, ყველა სასიცოცხლო უნარი დაკარგული აქვს. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური გვამი, რომელმაცრუსთავი 2”-ის დაკარგვით უმძიმესი დარტყმა მიიღო და თავმოკვეთილი ქათამივით ფართხალებს.

რაც შეეხება საყოველთაო მობილიზაციას, თავის დროზე, როცა ძალაუფლებაც ჰქონდათ, ფინანსური რესურსიც და “რუსთავი 2”-იც, 15 ათას კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს. რა მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს სააკაშვილმა? მათ გვერდით დღეს რეალურად დგას მხოლოდ ორი კატეგორია: ერთი, რომელსაც, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვს, გარდა “ნაცმოძრაობასთან” დგომისა, იმიტომ, რომ ამოსვრილი არიან ამ პარტიის სიბინძურეებში; და მეორე _ ვინც “ოცნებიდან” გამოაბუნძულეს და აღმოჩნდა პოლიტიკურ “ოფსაიდში”. ერთიც და მეორეც მარგინალები არიან. ასე რომ, ვინ შეიძლება გამოვიდეს მათ დაძახილზე? ისე, სააკაშვილის ნება რომ იყოს, ქვეყანას ხვალვე თავდაყირა დააყენებდა, იმიტომ, რომ ეს არის სისხლსა და არეულობაზე მანიაკურად შეყვარებული ადამიანი, რომელიც თავის პოლიტიკურ მოღვაწეობაში სხვა პერსპექტივას ვერ ხედავს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი მიდგომაა. სააკაშვილმა იცის, რომ მშვიდობიან, დემოკრატიულ არჩევნებში მას გამარჯვების შანსი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია, ამიტომ მომავალს ძალადობრივ გზაში ხედავს.

ახლა “რუსთავი 2”-ის თემაზეც ვიტყვი. ხდება გაუგონარი რამ, რაც, ვფიქრობ, სასაცილო ნამდვილად არ არის. კაცმა სამივე სასამართლო ინსტანციაში მოიგო, მოიგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც და თავისი სიმართლე დაამტკიცა, ხალხი კი, რომელიც მის ქონებას წლების განმავლობაში უკანონოდ განაგებდა, მას ულტიმატუმის ენით ეუბნება,_ მოგვეცი გარანტია, რომ სარედაქციო პოლიტიკაში აბსოლუტურად არაფერს შეცვლიო. ანუ, ეუბნებიან, ფული შენს ლანძღვასა და გინებაში გადაგვიხადეო. ალბათ, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც დასაქმებულმა ასეთი რამ შეიძლება უთხრას დამსაქმებელს. არადა, რომელ ულტიმატუმზეა საუბარი, როცა, ჯერ ერთი, საქმე ეხება კერძო საკუთრებას და მეორეც _ ხალხი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში არაფერი უკეთებია ქვეყნის მტრობის, სიძულვილის, ძალადობის თესვისა და დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში ყოფნის გარდა, როგორ შეიძლება, დღეს ვინმეს რამე ულტიმატუმს უყენებდეს?! რა თქმა უნდა, ის ჯგუფი, მთელი ის კოლექტივი, რომელიც დღეს “რუსთავი 2”-შია თავმოყრილი, გასაყრელია და გასაყრელია არა მხოლოდ ერთი ტელევიზიიდან, არამედ ქართული ტელესივრციდან. სხვანაირად, ჩათვალეთ, რომ არც ნიკა გვარამიაა იქიდან გაშვებული და რეალურად არც კანონიერ მფლობელს დაბრუნებია ეს ტელეარხი…

_ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა, რომ არხიდან არავის გათავისუფლება არ იგეგმება

_ ვფიქრობ, ეს განცხადება უფრო გათვლილია საერთაშორისო საზოგადოებაზე, იმიტომ, რომ ახლა მთელი ყურადღება მომართულია აქეთ. მე მაინც მგონია, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე წავა პროცესი, რომ არც ერთი ის ე.წ. ჟურნალისტი, არც ერთი ის ტელეზონდერი, რომლებიც წლების განმავლობაში ახდენდნენ საზოგადოების ზომბირებას, იქ აღარ დარჩება. შეიძლება, ახლა პირდაპირ არ უთხრან, წადითო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეთ პირობებს შეუქმნიან, თვითონვე აღარ მოისურვებენ დარჩენას და ასეც უნდა მოხდეს. ჯერ ერთი, ვინ გადაუხდის მათ 200 და 300 ათას ლარს წელიწადში?! და მეორეც _ ვინ მისცემს იმის საშუალებას, რომ არხის მფლობელი ლანძღონ?! ესენი არიან ჩვეულებრივი გიჟები. ისე, ყველაზე კარგი იქნება, ხალვაშმა ერთი ფსიქიატრიული კლინიკა გახსნას და ყველას ერთად უმკურნალოს. ჩემს საკუთრებას, როგორც მინდა, ისე მოვექცევი: მინდა, შევცვლი სარედაქციო პოლიტიკას; მინდა, გადავაკეთებ და მინდა, საერთოდ დავხურავ…

_ ფაქტია, რომ ჟურნალისტების ის გუნდი, რომელიც დღესრუსთავი 2”-ში მუშაობს, გაჩერებას არ აპირებს. უკვე ახალი ტელეარხის შექმნაზეც მიდის საუბარი. რეალურია ეს ყველაფერი?

_ რატომაც არა. რა პრობლემაა. იშოვნიან სპონსორს, ფინანსებს, შეიძენენ აპარატურას და “რუსთავი 2”-ის გუნდს იქ გადაიყვანენ. ეს სავსებით რეალურია, მაგრამ, ვფიქრობ და ამაში დარწმუნებულიც ვარ, რომ ამით იმ რღვევის პროცესს, რომელიც “ნაცმოძრაობაში,” დიდი ხანია, დაწყებულია, ვერ შეაჩერებენ. იმიტომ, რომ მხოლოდ ტელევიზიის დაკარგვა არ არის მათი პრობლემა, მათი უპირველესი პრობლემა ისაა, რომ თავიანთი არსით მიუღებლები არიან საზოგადოების უმრავლესობისთვის. აი, ეს ვერ მოუნელებიათ ამ ადამიანებს და სულ უფრო აგრესიულები ხდებიან. დააკვირდით თუნდაც მიხეილ სააკაშვილს, რამხელა ბოღმა და აგრესია იკითხება მის გამომეტყველებაში, ან გვარამიას… არაფერს ვამბობ “რუსთავი 2”-ელ ტელეზონდერებზე, რომლებიც იმ დღეს ისე დაესივნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, კაცი კინაღამ დაახრჩვეს…

რაც შეეხება ცვლილებებს, სიმართლე გითხრათ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, როგორც კი შეიცვლება სარედაქციო ჯგუფი, ეს ტელევიზია უცებ ეროვნული იდეისა და ღირებულებების სადარაჯოზე დადგება, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მომენტი, რაც არის, უნდა შეწყდეს სახელმწიფოსთვის საზიანო, მავნებლური პროვოკაციები რუსეთის მიმართ. ეს ტელევიზია ამას წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აკეთებდა და რა მოჰყვა შედეგად, ვიცით. საერთოდ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ და ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთგვარ თეზადაც უნდა იქცეს: რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. მოგვწონს თუ არა ეს, ასეთია მოცემულობა და, ვიღაცებს რომ უხარიათ, 20 თუ 30-ათასკაციანი მიტინგი ჩატარდა მოსკოვში მთავრობის წინააღმდეგ, ავშენდით, პუტინის ხელისუფლება ემხობაო, ეს არის გონებრივი სიჩლუნგე. 140-მილიონიან ქვეყანაში 20 და 30 კი არა, 200-ათასიანი მიტინგიც ვერ იქნება რამე არსებითი ცვლილების წინაპირობა. ასე რომ, ილუზიებში ცხოვრება კარგს არაფერს მოგვიტანს. საქართველოს დღეს, პირველ რიგში, სჭირდება პროქართული ხელისუფლება, ანუ ეროვნული და პატრიოტული ძალებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ეს, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ჭირს…

_ ამას წინათ გიგა ბოკერიამ სერგეი ლავროვის ერთერთი განცხადების კომენტირებისას, რომელიცრუსთავი 2”- შეეხებოდა, განაცხადა, რომ დღევანდელ ვითარებაში პროქართულობა პრორუსულობას ნიშნავს. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?

_ გიგა ბოკერიას და ყველა ე.წ. მედასავლეთე ულტრალიბერალს ვეტყოდი, რომ ასე განაგრძონ. სწორედ ამგვარი რიტორიკის, ამგვარი პროვოკაციული განცხადებების შედეგია ის, რომ პოლიტიკურად გაკოტრდით. ასე რომ, ილაპარაკეთ. ხშირად შეახსენეთ საზოგადოებას, რომ პროქართულობა იგივე პრორუსულობა და საქართველოს მტრობაა…

რაც შეეხება “ნაცმოძრაობას”, რომელიც, ეს დღეებია, ზაფრავს საზოგადოებას ირიბი მუქარით, რომ ქვეყანას არევენ, მერწმუნეთ, არაფრის თავი არ აქვთ. ქვეყნის გადატრიალება რომ შეძლებოდათ, აქამდე ცხრაჯერ არევდნენ და თავდაყირა დააყენებდნენ. ევროპულმა სასამართლომ მათ, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ეს არის ვერდიქტი, რომელსაც ნაცები ვერანაირი პოლიტიკური განგაშითა თუ ისტერიკით ვერ შეცვლიან. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათი ლიდერი საზღვარგარეთ გაიქცევა და იქიდან დაიწყებს ყაყანს. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა მოდუნდეს, არც ერთი წამით. საზოგადოებას ხელი უნდა ედოს ხელისუფლების მაჯაზე, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ ხალხი ერთხელ უკვე მოატყუა, როცა სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად სასიკვდილოდ განწირულნაცმოძრაობას”, ფაქტობრივად, სული შთაბერა და მთავარ ოპოზიციად დანიშნა. აი ეს აღარ უნდა განმეორდეს. კრიმინალებსა და დამნაშავეებს კიდევ ერთი პოლიტიკური სიცოცხლე არ უნდა მიეცეთ, თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში გვინდა ცხოვრება

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 0,4 პროცენტი მოიპოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here