Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, ხელისუფლება კვლავ ნაცმოძრაობას გადააბაროს

ნიკოლოზ მჟავანაძე: დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, ხელისუფლება კვლავ ნაცმოძრაობას გადააბაროს

309

მას შემდეგ, რაცქართულმა ოცნებამბევრისთვის მოულოდნელად შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა და ოპონენტებს კობახიძის პირით ამცნო, რომ არ აპირებს ვალდებულებების ცალმხრივად შესრულებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, შეიძლება ითქვას, განგაშია. ოპოზიცია, რომელსაც შარლ მიშელმა ცივი წყალი გადაასხა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით მაინცდამაინც არ შეშფოთდა, როგორც ელოდნენ, განხეთქილების ზღვარზეა. უშედეგო აღმოჩნდა ცალკეული პოლიტიკოსების და განსაკუთრებითნაცმოძრაობისმცდელობაც, რომ რამდენიმე სენატორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეექმნა წარმოდგენა, თითქოსდემოკრატიული დასავლეთი” “გაბრაზებულია”.

დესტრუქციულმა მცდელობებმა, მათ შორის, სააკაშვილის ავანტიურისტულმა ვიდეომიმართვამ, რომ არჩევნების წინ “აუცილებლად ჩამოვიდოდა”, უფრო დიდი უკუშედეგი იქონია _ ოპოზიციურ სპექტრში მწვავე ურთიერთკრიტიკა და ბრალდებები გაისმა, მმართველმა გუნდმა კი ამ ყველაფრის ფონზე რიგგარეშე არჩევნები გამორიცხა, რითაც “ნაცმოძრაობის”, როგორც შეთანხმებაზე ხელის არმომწერი და პოლიტიკურ დღის წესრიგში თვითონ ოპოზიციისთვისვე საზიანო დისონანსის შემტანი პარტიის, ბრალი კიდევ უფრო დაამძიმა. პოლიტიკურ ჩიხში მოქცეული “პროდასავლური” ანტისახელისუფლო ერთობა გაკოტრდა, თუმცა ამ დღეებში ხელისუფლებამ ისევ ირაკლი კობახიძის პირით გვამცნო, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, თუ დაინახავს, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნის იტერესებს არ აზიანებს. ვისთან და რომელ სუბიექტებთან განიხილავს “ოცნება” კოალიციას, კობახიძეს არ დაუკონკრეტებია…

რა რეალობა შეიქმნა დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვებით და რა მოჰყვება ამას შედეგად, “საქართველო და მსოფლიოს” “უფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

_ ბატონო ნიკოლოზ, ხელისუფლების მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ვარაუდობდნენ, რომ ამას ოპოზიციისაფეთქებადა პროცესების კიდევ ერთხელ ქუჩაში გადატანა მოჰყვებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების ოპონენტებს ამის რესურსი არ აქვთ. პირიქით, “ნაცმოძრაობისმცდელობამ, განგაში აეტეხა და საზოგადოება გამოეყვანა, მისთვისვე იქონია უკუშედეგირა რეალობა შეიქმნა ხელისუფლების ქმედებით და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

_ ვფიქრობ, ხელისუფლება მიხვდა, რომ მის ძირფესვიანად შერყევას აპირებენ და დღეს, როცა ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობები მკვეთრად იცვლება ლიბერალური “ღირებულებებისადმი”, დასავლეთი ცდილობს, ძალაუფლება გადააბაროს მისთვის უფრო სანდო ძალებს. ვგულისხმობ “ნაცმოძრაობას” და მისი განაყოფებისგან დაკომპლექტებულ ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციას.

რაც შეეხება შეთანხმებიდან გასვლას, ის, რომ ეს შეთანხმება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების შესარყევად დანაცმოძრაობისგასაძლიერებლად იყო მიღებული, იმთავითვე ჩანდა და ჩანდა იმით, რომ ხელისუფლება ცალმხრივად ასრულებდა მას. წარმოიდგინეთ, პატიმრები გამოაშვებინეს, რიგგარეშე არჩევნებზე დაითანხმეს მმართველი გუნდი და ათქმევინეს, რომ, თუ ოქტომბერში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ეს საკმაოდ დიდი რისკია, ამ დროს რა გააკეთა მეორე მხარემ? მან არ აიღო არანაირი პასუხისმგებლობა, არ მოაწერა ხელი შეთანხმებას და პარლამენტში ისე შევიდა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა გასულიყო ამ დოკუმენტიდან და გავიდა კიდეც, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური ნაბიჯია

_ ამ ყველაფერს მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საკმაოდ არადიპლომატიური განცხადება, რომ “გაბრაზებულია” ხელისუფლების მოქმედებით. არადა, აქამდე შეშფოთებულები იყვნენ ხოლმე… რას ფიქრობთ ამ შეფასებაზე?

_ დეგნანის განცხადება იყო კიდევ ერთი თვითლუსტრაცია ადამიანისგან, რომლის ტენდენციურ განცხადებებს და ორმაგ სტანდარტებსაც, დიდი ხანია, მივეჩვიეთ. აბა, ჩვენ გვკითხონ ერთი, როგორი გაბრაზებულები ვართ მათი განცხადებებით, გვკითხონ, რას ვფიქრობთ იმ ლიბერასტულკოლონიალისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც, ამდენი წელია, თავს გვახვევენ. საზოგადოდ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და სიმართლე ითქვას. მათ შორის უნდა ითქვას, რომ იმ რყევების უკან, რომლებიც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, დასავლეთი დგას. ვინ არ იცის, რომ ისინი აფინანსებენნაცმოძრაობას”, აფინანსებენ ლიბერალურ არასამთავრობოებსა და ლგბტ ორგანიზაციებს, რომლებიც მერე თითოეული წვრილმანი საკითხისგან ქმნიან პრობლემებს? სხვათა შორის, გუბაზ სანიკიძემ ერთხელ თქვა, როდესაც ეს ადამიანები ჩვენთან იყვნენ ჩამოსული მოსალაპარაკებლად (დასავლელ მაღალჩინოსნებს გულისხმობდა), გვითხრეს: გამოდით ქუჩაში, გამოიყვანეთ ხალხი და მერე ჩვენ ვიცითო. აი, ეს არის მათი პოლიტიკის რეალური სახე და შინაარსი, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ვერ გამოჰყავთ ხალხი და საპროტესტო მუხტს ვერ წევენ მაღლა. ამიტომაა, რომ ამდენი ხანია, ყაყანისა და წივილ-კივილის მეტს ვერაფერს ვერ აკეთებენ, თორემ ხალხის მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ, აქამდე ცხრაჯერ მოაწყობდნენ ევრომაიდანსაც და ხელისუფლებას დიდი ხნის წინათ გაისტუმრებდნენ პოლიტიკურ მოუსავლეთში

_ დღეს, რადგან ხალხი ვერ გამოჰყავთ, გამორიცხული გგონიათ ხელისუფლების ცვლილება დესტაბილიზაციის გზით?

_ ცხადია, არა, მსოფლიოში არაერთი მაგალითია, როცა ხელისუფლება ხალხის მონაწილეობის გარეშე დაამხეს. სხვათა შორის, დეგნანის განცხადებამ, რომ ის გაბრაზებულია, გამახსენა ჯორჯ ბუში უფროსის ცნობილი ფრაზა, ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდისო. ამით მამა ბუშმა მწვანე შუქი აუნთო კანონიერი ხელისუფლების დამხობას და პუტჩისტებს ერთგვარი ლეგიტიმაცია მიანიჭა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, დეგნანის განცხადება უფრო უარესი იყო

_ დეგნანმაც, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო დესტრუქციულ ძალებს?

_ რა თქმა უნდა, თან გვითხრა, რომ მონები ვართ და უნდა ვთრთოდეთ, როცა ამერიკელები ბრაზდებიან.

მე თუ მკითხავთ, დროა, საქართველომ იფიქროს კურსის ცვლილებაზეც, ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ცვლილება საჭიროა და აუცილებელი, იმიტომ, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რა “დახმარებები” მოდიოდა დასავლეთიდან: ჯერ, პირველ რიგში, დაგვაპირისპირეს რუსეთს, ჩავგაბეს ომში და მიგვატოვეს. დახმარებები კიდევ თუ რამე მოდის და ვინმეზე, მოდის ლგბტ პირებზე ან ენჯეოებზე. გადახედეთ, რა დახმარებებს ვიღებდით, როცა საბჭოთა კავშირში ვიყავით _ დაწყებული მძიმე მრეწველობით, დამთავრებული ხორბლითა და სხვა კაპიტალით, ყველაფერი იქიდან მოდიოდა. საბჭოთა პერიოდში ქვეყანა უფრო მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა, შვეიცარიად ითვლებოდა საქართველო და ახლა ესენი ლაპარაკობენ, რომ თურმე მონები ვიყავით. როდის ვიყავით მონები, როცა ერთიანი, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული, მწარმოებელი ქვეყანა ვიყავით, თუ დღეს, როცა ამერიკის ელჩი გიზის მთავარმართებლად და თითის ქნევით გეუბნება, გინდა, არ გინდა, მამათმავლებს შუაგულ თბილისში აღლუმი უნდა ჩაატარებინოო?.. მგონი, ამ ყველაფერს მიხვდა ხელისუფლება და, თუ ასეა, ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ, რა მოხდება. ის, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა, არ ნიშნავს, რომ აზრზე მოვიდნენ და სწორ გზაზე დგანან…

_ სხვათა შორის, ამას წინათ კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს

_ ხელისუფლებას, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვს, ის ან დაიკავებს სწორ პოზიციას, რომელსაც ობიექტური რეალობა კარნახობს, ან მას საბოლოოდ დაამხობს და გაანადგურებს დასავლეთი, ისევე, როგორც კადაფი დაამხეს, მუბარაქი და სხვები. რაც შეეხება ოპოზიციას, “ნაცმოძრაობის” თაოსნობით, რაც დრო გადის, ცხადია, ეს ხალხი ხედავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემო მათთვის განადგურების ერთგვარი მცოცავი რეჟიმია. ამიტომაა მათგან ყველაფერი მოსალოდნელი, პირველ რიგში კი დესტაბილიზაცია. სხვანაირად სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია დაბრუნება და, რაც მთავარია, ვერ წარმოუდგენია შურისძიება, რომელიც იდეაში მისი დაბრუნების ქვაკუთხედს წარმოადგენსაი, ეს არის ის, რაც აუცილებელს ხდის ქვეყანაში დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს, მათ შორის კურსის ცვლილებასაც

_ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ცვლილება?

_ კურსზე როცა ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს რუსეთთან დიალოგი, სხვა კურსი აქ არც არსებობს. რეალურად არის ორი გზა _ ან უნდა ვიყოთ სოდომისტებთან, რომლებიც ქართველი ხალხის განადგურებას ისახავენ მიზნად, ან რუსეთთან უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა. ეს არის გზა, რომელიც საუკუნეების წინათ აირჩია ჩვენმა გმირმა მეფე ერეკლემ და რომელმა კურსმაც გადაგვარჩინა. აი, ეს გზა უნდა ავირჩიოთ დღესაც და დარწმუნებული ვარ, რომ არის კიდეც ეს ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნა. სხვათა შორის, ამით ჩვენ დავიბრუნებთ არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალურ შანსს, არამედ ავიცილებთ აჭარის დაკარგვის უდიდეს საფრთხესაც. აჭარაში უკვე მიმდინარეობს გაშმაგებული ისლამიზაცია, არანაკლებ რთული პროცესები მიდის ქვემო ქართლშიცარაფერს ვამბობ რუსული ბაზრის დაბრუნების პერსპექტივაზე, რომელიც საქართველოსთვის და ქართული ეკონომიკისთვის არის ბუნებრივი სასიცოცხლო სივრცე. ტურისტული სეზონია ახლა და ამაზეც მინდა, მოკლედ ვთქვა. ახლახან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის და თავი შეიკავეთ ჩასვლისგანო. პროვოკატორები რომ აწყობენ პროვოკაციებს და ხალხს შესაბამისი რეაქცია აქვს, ამიტომ არის საქართველო საშიში ქვეყანა?! გვარამია აპოკალიფსურ სურათს რომ ხატავს თავის ჯიბის ტელევიზიიდან, დაინგრა ქართული დემოკრატიაო, ამიტომ ვართ საშიში?! აი, ეს არის მათი პოლიტიკა და დამოკიდებულება ჩვენისთანა ქვეყნებისადმი _ შენ არ უნდა იყო დამოუკიდებელი, არ უნდა გქონდეს ტრადიცია და ეროვნული თვითმყოფადობა. უნდა იყო სოდომისტი და ატარებდე მამათმავლების აღლუმებს… ჩვენ, ქართველ ხალხს, ასეთი საქართველო არ გვინდა, ჩვენ გვინდა ნორმალური, ღირსეული, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და, რაც მთავარია, ზნეობრივად წელში გამართული ქვეყანა, ჩვენ გვინდა მართლმადიდებლურ მორალზე დაფუძნებული სახელმწიფო…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here