მთავარი მსოფლიო ნიკოლა სარკოზის ერთი წლით აღუკვეთეს თავისუფლება

ნიკოლა სარკოზის ერთი წლით აღუკვეთეს თავისუფლება

44
გააზიარეთ

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილ პრეზიდენტს საშუალებას მისცემენ, სასჯელი შინ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარებით მოიხადოს.

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლას სარკოზიმ არჩევნებისთვის კანონით დასაშვებ 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა.

ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი წელს მეორედ გამოიტანეს. სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში სარკოზი დამნაშავედ ცნო გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here