მთავარი დაიჯესტი ნეონაცისტები და სატანისტები აშშ-ის არმიაში

ნეონაცისტები და სატანისტები აშშ-ის არმიაში

მორალური გახრწნა და სულიერი დეგრადაცია

763
გააზიარეთ
ნეონაცისტები და სატანისტები აშშ-ის არმიაში

მიმდინარე წლის ივნისში აშშის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაპატიმრებული 22 წლის სამხედრო მოსამსახურე ეთან მელცერი თავისი კოლეგების დახოცვას აპირებდა. მას ბრალი ედება ტერორისტულ საქმიანობაში და ამისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ეჭვმიტანილი გაერთიანებული იყო დაჯგუფება “9 კუთხის ორდენში” _ ოკულტური იდეოლოგიის ნეონაცისტურ ორგანიზაციაში. მელცერის ქმედების მოტივი რასობრივი სიძულვილი იყო.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ორგანიზაცია “9 კუთხის ორდენი” აღიარებს ნეონაციზმს, ანტისემიტიზმს, ატარებს სატანისტურ რიტუალებს. ორდენის ადეპტები პატივს სცემენ ჰიტლერსა და უსამა ბენ ლადენს. ორგანიზაციის წევრები სჩადიან ძალადობის აქტებს, მათ შორის მკვლელობებს.

ეჭვმიტანილმა მელცერმა აღიარა დანაშაული და დაადასტურა, რომ მასობრივი მკვლელობები იგეგმებოდა, როგორც “ჯიჰადის” აქტი. დაკითხვისას მან თავს გამყიდველი უწოდა.

მაიკლ აკინო
მაიკლ აკინო

ორგანიზაცია “9 კუთხის ორდენი” 1960-იან წლებში დაფუძნდა დიდ ბრიტანეთში. 1980-იან წლებში კი მისი ფილიალები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეიქმნა. ექსპერტთა აზრით, ეს სტრუქტურა ყველაზე გავლენიანი სატანისტური ოგანიზაციების სამეულშია: სატანის ეკლესია”, სეტის ტაძარი და “9 კუთხის ორდენი”.

ვინმე ანტონ შანდორ ლავეის მიერ დაარსებული “სატანის ეკლესია” ამერიკული მატერიალიზმის განსახიერებაა, რაც შეეხება “სეტის ტაძარს”, ამ ორგანიზაციის საქმიანობა საინტერესოა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ისტორიის კონტექსტში, რადგან სექტის დამაარსებელი მაიკლ აკინო არმიის ოფიცერია. ის მსახურობდა სამხედრო დაზვერვაში და მუშაობდა საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით. იყოსატანის ეკლესიისწევრი. მიავლინეს ვიეტნამში, სადაც მონაწილეობდა პროგრამაფენიქსში”. აკინიმ დაწერა ტრაქტატიეშმალიკონიდა 1975 წელს დააარსასეტის ტაძარი”. აშშში დაბრუნების შემდეგ ის განაგრძობდა ფსიქოლოგიურ ოპერაციებში მონაწილეობას და ცნობიერების მუნიპულაციებზე მუშაობას.

1980-იანი წლების დასაწყისში აკინო ატარებდა რიტუალებს გერმანულ კოშკ ვეველსბურგში, რომელიც ჰიტლერელების მიერ დაარსებული ნორდული რასის ტრადიციების შემსწავლელი ორგანიზაცია “ანენერბეს” შტაბ-ბინა იყო. აკინომ თავის ორგანიზაციაში შეიტანა ოკულტურ-ნაცისტური რიტუალები. 1987 წელს ის პედოფილიაში დაადანაშაულეს, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმე შეწყდა. ამასთანავე, აკინო რჩებოდა სამხედრო სამსახურში, იყო კალიფორნიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი, 1989 წელს კი დააჯილდოვეს მედლით “დამსახურებისთვის”.

1999 წელს აშშ-ის რამდენიმე ქრისტიანული ორგანიზაცია გამოვიდა განცხადებით, ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ სატანისტურ სექტებს, მაგრამ ქრისტანულ ორგანიზაციებს მიუთითეს, რომ აშშ-ის კონსტიტუციით აკრძალულია დისკრიმინაცია რელიგიურ საფუძველზე.

დესტრუქციული სექტების მხარდაჭერა ფართოდ გავრცელდა. 2011 წელს ცნობილი შეიქნა, რომ აშშის სამხედროსაჰაერო ძალებს გამოუყვეს 80 ათასი დოლარი სთოუნჰენჯის სტილის შენობის ასაშენებლად, რათა კერპთაყვანისმცემლობასა და დრუიდების მიმდევრებს იქ თავიანთი ცერემონიები ჩაეტარებინათ.

2019 წელს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიაში (ანაპოლისში) მუშაობა დაიწყო სატანისტური რიტუალების კვლევის ჯგუფმა. ლაპარაკია სექტა “სატანის ტაძარზე”, რომელიც ცნობილია იმით, რომ აშშ-ში მისი შეკვეთით დამზადდა ბაფომეტის სტატუა ბავშვებით, რომელიც სკანდალის მიზეზი შეიქნა. რიტუალების ჩასატარებლად სატანისტებისთვის შექმნილია სპეციალური ადგილები აშშის არმიის 13 სამხედრო ბაზაში, 12 სამხედროსაჰაერო და 2 საზღვაოქვეითთა ბაზაში, მათ შორის, ყატარში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ავღანეთსა და რამდენიმე ავიამზიდზე. აშშის შეიარაღებული ძალების სატანისტური სექტების წევრი ვეტერანები ასოციაციაპენტაკლის ორდენშიარიან გაწევრებულნი.

ამერიკელ სამხედრო სატანისტებს იურიდიული საკითხების მოგვარებაში ეხმარება 2005 წელს შექმნილი სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდი. მისი დამფუძნებელი მაიკ ვაინშტაინი ამბობს, რომ ფონდს სამიზნეში ჰყავს ამოღებული ქრისტიანი ფუნდამენტალისტების ბანდები, რომლებიც ატერორებენ მოქალაქეებს ქრისტიანობის დამახინჯებული ვერსიის თავსმოხვევით”, ანუ ლაპარაკია კათოლიკებსა და პროტესტანტებზე.

ბაფომეტის ძეგლი ბავშვებით
ბაფომეტის ძეგლი ბავშვებით

2013 წელს ორგანიზაცია “ოჯახური საკითხების კვლევების საბჭომ” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ლაპარაკია ქრისტიანობის მიმართ მტრული დამოკიდებულების ზრდაზე ამერიკელ სამხედროებში. 2017 წელს აშშის სამხედროსაჰაერო ძალების 4 მოსამსახურე დააპატიმრეს იმის გამო, რომ სატანისტური ნიშნებით მოხატეს მოქმედი ქრისტიანული ტაძარი სამხრეთ კაროლინაში. 2018 წელს უორდენის (ვაიომინგის შტატი) სამხედროსაჰაერო ძალების ბაზაზე აკრძალეს ბიბლიის გამოყენება.

ეს ფაქტები ამერიკის მორალურ გახრწნასა და სულიერ დეგრადაციაზე მიუთითებს.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here