მთავარი საქართველო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

“სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით”

2263
გააზიარეთ
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

“აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით _ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის, ეს განცხადება სააგენტო “ნიუპოსტმა” გაავრცელა.

“საქართველო ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია. გვაქვს ოთხი უმძიმესი გამოწვევა _ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია. ამასთანავე, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაციის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ.

თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს და იმას, თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს. მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით…” _ ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით გავრცელდა “ნაცმოძრაობის ლიდერის”, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებაც:

“მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე! _ ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებას.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here