Home რუბრიკები პოლიტიკა ნარკოტიკების ლეგალიზაციას ყველაზე მეტად ითხოვენ ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსვესტიტები და კიდევ ათასი...

ნარკოტიკების ლეგალიზაციას ყველაზე მეტად ითხოვენ ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსვესტიტები და კიდევ ათასი ჯურის კეთილმოტ…ლი. არა, ბატონო პრემიერო?!

5551
ვაგდი ელკორაე

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირაში, ერთი შეხედვით, რიგითი სარჩელი განიხილა. ეგვიპტის მოქალაქე, ვინმე ვაგდი ელკორაეის სასამართლოსგან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, აქაოდა, მოქალაქეობასა და დევნილის სტატუსზე უარი მითხრესო.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის, ვაგდი ელკორაეის, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოში თავშესაფრის მიღებაზე. სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა”, _ ასეთია სასამართლოს განჩინების მოკლე შინაარსი.

როგორც ამბობენ, ვაგდი ელკორაეი თავის ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნება და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში პატიმრობა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე ემუქრება.

გაგიკვირდებათ და, უარის დოკუმენტში, რომელიც ლტოლვილთა სამინისტრომ ელკორაეის გაუგზავნა, დადასტურებულია, რომ ეგვიპტის მოქალაქე აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრიტერიუმს(?!). მიუხედავად ამისა, სამინისტროს მტკიცებით, არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ელკორაეი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. სამინისტრომ გაცემულ დოკუმენტში პრაქტიკულად ჩაწერა, რომ, გასაჩივრების შემთხვევაში, ეგვიპტის მოქალაქე, რომელსაც ვიზუალურად და ხილულად რამდენიმე ნახვრეტი ჰქონდა ყურსა და ცხვირზე (ისე, ვინ მოთვლის?!), სარჩელს მოიგებდა და აკი მოიგო კიდეც. ბედის ირონიით, მაშინ, როცა ეგვიპტე მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა იყო და ევროპასაც კი შიშის ზარს სცემდა, მის სათავეში ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, თუ ჩვენ მამლუქებს ვუგზავნიდით ეგვიპტეს (მართალია, ნებით არა, მაგრამ მაინც), ისინი საუკუნეების შემდეგ გეიაქტივისტებს გვიგზავნიან

არ თქვათ ახლა, _ ეს განცხადება ჰომოფობიურიაო. რეალურად იმდენ ასეთ განცხადებას ვისმენთ ყოველდღე, რომ თვითონ გახდნენ ლგბტ თემის აქტივისტები ჰომოფობები. თუ ჰეტეროსექსუალი ხარ და ამას ხმამაღლა ამბობ, შენკენ აგრესია მოდის, _ როგორ გაბედე და თქვი, რომ ტრადიციული, სექსუალური ორიენტაციის მიმდევარი ხარ, ამით ხომ ლგბტ თემის აქტივისტთასათუთფსიქიკას შეეხე და დააზიანეო?! ფსიქიკის გარდა, სხეულის ნაწილები რომ აქვთ დაზიანებული, იმას მიხედონ ჯობია, თორემ…

სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად, განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია “თეთრმა ხმაურმა”. მოგეხსენებათ, ეს ორგანიზაცია ნარკოტიკების ლეგალიზაციას ითხოვს და არაერთ აქციას მართავს. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ აქციაზე “თეთრ ხმაურს” ჰეტეროსექსუალი რეპერი “გაეპარა”, ანუ აქციაზე მისული მხარდამჭერების გართობა რეპერმა “მასტერმა”, იგივე გიორგი პავლიაშვილმა, გადაწყვიტა და, როგორც შემდეგ “ქვიარ აქტივმა” (ეს “ქვიარ აქტივი” თურმე, ჰეტეროსექსუალების გარდა, დანარჩენი სამყროა და არა მხოლოდ ლგბტ თემი, ანუ ყველა გარყვნილი და რომელიმე გაუკუღმართებული სექსუალური მიმდინარეობის მიმდევარი) გააპროტესტა, პავლიაშვილი ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩევაო. “თეთრმა ხმაურმაც” ოფიციალური განცხადება არ დააყოვნა და ამ განცხადების პათოსს ახლავე გაგაცნობთ: “პირველ რიგში, გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში წარმოშობილ ცხარე დისკუსიას აქციის გარშემო. ცხადია, ერთგული მხარდამჭერების განაწყენება არ წარმოადგენდა მოძრაობის მიზანს და გულწრფელად ვწუხვართ, რომ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ნაწილის სცენაზე ხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა და მათ შორის “ქვიარ თემის” აქტივისტებმა, ჰომოფობიის მხარდაჭერად და პირად შეურაცხყოფად მიიღეს. ბოდიშს ვუხდით ყველა განაწყენებულ მხარდამჭერს შექმნილი არასასურველი ვითარებისთვის და ყველას, ვისაც გაუაზრებლად გული ვატკინეთ. პრობლემა, რომლის გარშემოც გავერთიანდით, ყველასთვის საერთოა. “ქვიარ თემთან” კი არა მხოლოდ სოლიდარულია მოძრაობა, არამედ ისინი ჩვენი ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენთვის რთულიც კია აღნიშნულ თემაზე განყენებულად საუბარი. “ქვიარ თემის” მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ხელი არ შეუშლია მოძრაობისთვის, ღია მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის. “თეთრი ხმაურის” მოძრაობა ყოველთვის ცდილობდა, სისტემის მიერ ჩაგრული ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას უსამართლობასა და ძალადობასთან ბრძოლაში. მიზანიც საერთო გვაქვს _ საზოგადოებრივი კეთილდღეობა… გვახსოვდეს, ომი ჯერ არ მოგვიგია, მიზანთან ახლოს ვართ და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა საერთო იდეისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს ომი კი ყველას ომია! წინ, ერთად, გამარჯვებისთვის!”

მთავარი ამ განცხადებაში, რომლის ნაწილიც შემოგთავაზეთ, რამდენიმე წინადადებაა და მათ შორის, გამორჩეულად შემდეგი: პრობლემა რომლის გარშემოც გავერთიანდით, ყველასთვის საერთოა. “ქვიარ თემთანკი, არა მხოლოდ სოლიდარულია მოძრაობა, არამედ ისინი ჩვენი ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენთვის რთულიც კია აღნიშნულ თემზე განყენებულად საუბარი. “ქვიარ თემისმიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ხელი არ შეუშლია მოძრაობისთვის, ღია მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის…”

რა გამოდის? არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებსქვიარ თემსდა ადასტურებს, რომ აქციაზე ისინი ავანგარდში დგანან, ანუ ნარკოტიკების ლეგალიზაციას ყველაზე მეტად ითხოვენ ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსვესტიტები და კიდევ ათასი ჯურის კეთილმოტლი. არა, ბატონო პრემიერო?!

კომუნისტების ლოზუნგი მახსენდება: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” და პროლეტარების ნაცვლად, “ქვიარებო” რომ ეწეროს, პირდაპირ მისწრება იქნება, როგორც აზრობრივად, ისე შინაარსობრივად და ვინ ოხერი, ამის წინააღმდეგი წავიდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ გარეთ ნუ გამოხვალთ, ხმამაღლა ნუ იტყვით, რასაც ვაკეთებთ, კარგია და მხარი დაგვიჭირეთო. ნურც იმას იტყვით, ნარკოტიკების ლეგალიზება კარგიაო, რადგან პარლამენტარებიც კი გაიძახიან უკვე, სადარბაზოებში მარიხუანის სუნი დგასო. არადა, სწორედ ამ პარლამენტარებმა დაუჭირეს მხარი მარიხუანის ლეგალიზაციას და, თუქვიარ თემთანმიდგომას არ გაამკაცრებენ, მარიხუანის სუნთან ერთად, სადარბაზოებში სხვა რამის სუნიც დადგება და მერე ვაივიში ვეღარ გვიშველის.

არაერთ პარლამენტარს ვიცნობ, რომლებიც პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები რეალურად ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ და მათი რეკლამირება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამას ხმამაღლა იმიტომ ვერ ამბობენ, რომ მერე ევროკავშირისა თუ ამერიკისგან მკაცრი სანქციები იქნება, მერე ჰომოფობიაში დაადანაშაულებენ და ეგებ მეგობრებმაც კი გარიყონ ხალხის დასანახავად, თორემ ისე, კულუარულად, “ქვიარ თემი” არავის მოსწონს; ანუ ის, რაც არ მოგვწონს, ვმალავთ. და ვმალავთ იმიტომ, რომ ევროპა და ამერიკა არ გავაბრაზოთ. ვის ვუმალავთ: ჩვენს შვილებს? საკუთარ მომავალს? და ვუმალავთ იმის გამო, რომ მერე, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს, საკუთარი შვილები ვნახოთ ნარკოტიკებით გაბრუებული ანქვიარ თემისაქციაზე?!

ამერიკის პრეზიდენტი არ იყო, ხმამაღლა რომ განაცხადა: ნარკომანია ღუპავს ქვეყანას და ნარკოპოლიტიკა უნდა გავამკაცროთო? ამერიკის პრეზიდენტი არ იყო, ხმამაღლა რომ თქვა: კაცი ვარ და ვერ ვხვდები, როცა ირგვლივ ამდენი ლამაზი ქალია, მამაკაცის უკანალს რატომ უნდა შევხედოო?! თუ იმას არ ეშინია, თუ ის ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ცუდია, ჩვენ რატომ გვეშინია?! მასზე ნაკლებად გვიყვარს შვილები თუ მასზე ნაკლებად გვაღელვებს ქვეყნის მომავალი?!

რეალობა ის არის, რომ მიმდინარე აქციების ფონზე, სასამართლოს გადაწყვეტილებების ფონზე, ნელნელა ის ადამიანები, რომლებსაც ნარკოტიკი არ მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ სექსი ქალსა და მამაკაცს შორის უნდა იყოს მხოლოდ, უმცირესობაში ვრჩებით. მერე, როცა ჩვენი უმცირესობა ისე დაპატარავდება, რომ ასი კვადრატული მეტრი დაიტევს, შვილებს ვეღარც კულუარულად ვეტყვით, რომ ეს ცუდია, რადგან მას გარეთ სხვა რეალობა ექნება _ ქვეყანაში მარიხუანის სურნელი და სკვერების მოფარებულ კუთხეში ჩახუტებული, გოგოს და ბიჭის ნაცვლად, ბიჭი და ბიჭი ან გოგო და გოგო, ან სულაც ძაღლი და კაცი და ეს იქნება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი და ვეღარაფერს ვუშველით. მერე, მარტო ეგვიპტიდან კი არა, სხვა ქვეყნებიდანაც მივიღებთ გეიაქტივისტებს, მოქალაქეობას მივანიჭებთ და ვინ იცის, ეგებ ერთ დღე, ის ქორწილი, ქართულ ჩოხებში გამოწყობილებმა ამერიკაში რომ გამართეს, საქართველოშიც გაიმართოს და, ხმლების ნაცვლად, ვიბრატორების თაღის ქვეშ გაატარონ ნეფე და… ნეფე… და იქვე, ასევე ჩოხებში გამოწყობილმა “ქვიარ თემმა” ომახიანად შემოსძახოს: ვისია, ვისია კაცი ლამაზი…”

კიდევ ერთი _ რაგბი თამაშია, რომელიც ყველას გვიყვარს და მორაგბეები, რომლებსაც პატივს ვცემთ, ამბობენ, რომ რაგბი კაცების თამაშია. დიახ, ლოზუნგი აქვთ ასეთი: “რაგბი _კაცების თამაში!”

ჰოდა, ერთ დღეს, ეს “ქვიარ თემი”, ნარკომანებთან ერთად, სტადიონზე რომ მივიდეს და მორაგბეებს ობსტრუქცია მოუწყოს, ჰომოფობები ხართო, მაშინ რა რეაქცია გვექნება?! ისევ გავჩუმდებით და მორაგბეებს გავამტყუნებთ თუ… სხვა რამის თამაშს ნუ გვაჩვევთ და ნუ გვირჩევთ, ბატონებო! თუ რამეს ნიშნავს კიდევ თქვენთვის, ერთხელაც გაგიმეორებთ: ეს საქართველოა და ქართველები ვართ!

ბესო ბარბაქაძე

3 COMMENTS

  1. ის მაინც დაგვიკონკრეტეთ, ეს ეგვიპელი, რომელი გეი–ქრისტიანია, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი?

  2. რახდება ხალხო საით მივექანებით,ესარის ჩვენი ნაქები დემოკრატია და თავისყფლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here