მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე:დარწმუნებული ვარ, შემდეგ არჩევნებამდე არაერთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კანონს მიიღებენ

ნანა კაკაბაძე:დარწმუნებული ვარ, შემდეგ არჩევნებამდე არაერთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კანონს მიიღებენ

442
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მით უფრო ის პროცესები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასიათებელი ერთგვარილოგიკითვითარდება, დიდი მოულოდნელობა, ალბათ, არავისთვის ყოფილა. პირველი სამეული ერთმანეთთან მუდმივ ჭიდილში მყოფიოცნება”, “ნაცმოძრაობადა მისი განაყოფიევროპული საქართველორომ იქნებოდა, იმთავითვე ცხადი იყო. ცხადი იყო თუნდაც იმ კვლევებით, რომლებსაც ცალკეენდიაიაიარაიდა ცალკე ხელისუფლების მიერ დაქირავებული კვლევითი ორგანიზაციები აქვეყნებდნენ (რომლითაც, ერთი მხრივ, არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის ურყევობაზე გარკვეული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ხდებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, წინდაწინვე აჩვევდნენ მოსახლეობას იმ აზრს, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია).

2020 წლის არჩევნებმა, ისევე, როგორც წინამ და იმის წინამ, ერთი რამ ნათლად აჩვენა, რაც ასევე არ ყოფილა მოულოდნელობა: საზოგადოების უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ ენდობა. ერთ მხარეს არის გარე ძალების მიერ შექმნილი პოლიტიკური სპექტრი “ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის” სახით, რომლებსაც სრული მონოპოლია აქვთ ძალაუფლებაზე; მეორე მხარეს არის ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოება, რომლის პოზიციაც ურყევია _ ქვეყანაში ძირეული იდეოლოგიურ-პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო, თუმცა ფაქტია, რომ ეს ცვლილებები ჯერჯერობით ვერ ხორციელდება.

რა შეცვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში, რას უნდა ველოდოთ და როგორ პოლიტიკურ დღის წესრიგში მოგვიწევს ცხოვრება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისგან ბევრი, ალბათ, რეალურ პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდა, თუმცა ბევრისთვის არც ის ყოფილა მოულოდნელობა, რომ პირველ სამეულში ქოცები, ნაცები და ევრონაცები მოხვდნენ. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ არჩევნებს, რა პოლიტიკური რეალობა გვაქვს ამჟამად და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

_ უწინარესად, ვიტყვი, რომ ამ არჩევნებით არაფერი შეცვლილა. არაფერი შეცვლილა არა მხოლოდ პოლიტიკური კონფიგურაციის თვალსაზრისით, არამედ კონკრეტული სუბიექტების დონეზეც. ამ არჩევნებმა, ფაქტობრივად, გაიმეორა წინა არჩევნების შედეგად მიღებული რეალობა, ეს კი დიდი მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა, თუმცა ნათლად გამოჩნდა ერთი რამ: ძალა, რომელიც თავის დროზეოცნებამგამოაცხადა მთავარ ოპოზიციად და დღესაც მოწინავე პოზიციებზე უყენია პარლამენტში, არის სულ უფრო საშიში. საშიშში ვგულისხმობ არა მხოლოდ იმას, რომ ისინი დამნაშავეები არიან და, მოგეხსენებათ, დაუსჯელი დამნაშავე _ დაუსჯელობის სინდრომის გამოყოველთვის ორმაგად საშიშია, არამედ იმას, რომ უკვე ღიად დაიწყეს თავიანთი დესტრუქციული ზრახვების დემონსტრირება. იქ ვიღაც ხელკეტით მივიდა საარჩევნო უბანთან, ვიღაცამ ჩხუბი ატეხა სრულიად უმიზეზოდ და კენჭისყრის პროცედურის ჩაშლას ცდილობდა… ეს შემთხვევით არ ხდება და ამას ყველა ხედავს, თუმცა არის მეორე მომენტიც: ხელისუფლება ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველანაირად ცდილობდა, “ნაცმოძრაობის” მეშვეობით დაეზაფრა საზოგადოება და ეთქვა, რომ აი, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ეს მონსტრები დაბრუნდებიან, გარკვეულწილად წარმოაჩენდა კიდეც იმ დესტრუქციას, რომელსაც ნაცები და ევრონაცები ერთად ახორციელებდნენ სააკაშვილის დირიჟორობით.

_ კონკრეტულად სად ჩანდა ეს?

_ ავიღოთ, მაგალითად, დიმიტრი შაშკინის საქციელი. კაცი საარჩევნო უბანში იარაღით გამოცხადდა ჟურნალისტების თვალწინ. ხელისუფლებამ ამაზე ატეხა ერთი ამბავი და მთელი დღე ატრიალეს კადრები, _ შეხედეთ, რა ძალასთან გვაქვს საქმეო… ჩნდება შეკითხვა _ თუ იცი, რა ძალაა და რა მიზნებიც ამოძრავებს, თუ იცი, რომ ჩვეულებრივი კრიმინალები არიან, რომლებიც უკვე ცეცხლსასროლი იარაღით დადიან ქუჩაში, რატომ არ იღებ შესაბამის ზომებს?! რა მნიშვნელობა აქვს, კანონით იარაღის ტარების უფლება აქვს თუ არა, კაცი, ფაქტობრივად, ყველას აჩვენებს, რომ ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. ნაციონალური მოძრაობა” _ ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელსაც პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოდ იყენებს. ერთადერთი, რაც ამ ძალას აკავებს, არის დასავლეთი, რომელსაც ეშინია, რომ არეულობის შემთხვევაში რუსეთი ისარგებლებს და წაართმევს აქ გავლენებს, თორემ რეალურად სააკაშვილს უკვე, დარწმუნებული ვარ, გეგმაც აქვს სახელმწიფო გადატრიალების, თუმცა, კაცმა არ იცის, როდის დადგება ის დრო, როცა დასავლეთი ბოლომდე მიუშვებს სადავეებს და, ფაქტობრივად, მწვანეს აუნთებს თავისდემოკრატიის შუქურასქვეყნის გადატრიალებაზე

_ დღეს ამის რეალური საფრთხე არსებობს?

_ ყოველ შემთხვევაში მე არ მეგულება მეორე ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ისეთი დაძაბული პოლიტიკური გარემო აქვს, როგორიც ჩვენ. ეს ერთი და მეორე _ ესენი, ნაციონალებს ვგულისხმობ, არა მხოლოდ რევოლუციის საფრთხეს ქმნიან, ომის პროვოცირებასაც ეწევიან მუდმივად, რაც სააკაშვილს ხელიხუფლებაში დაბრუნების ერთ-ერთ საშუალებად წარმოუდგენია. ომის პროვოცირების მცდელობაა ის, რასაც ისინი კონფლიქტური რეგიონების საზღვრის პირას აკეთებენ ხოლმე ვითომ მშვიდობიანი აქციებით. ამ არჩევნებით “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ და, ალბათ, უკვე საბოლოოდ დაამტკიცა ერთი რამ: ის არის, პრაქტიკულად, იგივე ძალა, რაც “ნაცმოძრაობა” და რომ არა “ნაცმოძრაობა”, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ვერანაირი ხრიკებით ვერ შეძლებდა ძალაუფლების შენარჩუნებას. აქ კიდევ ცალკე თემაა სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც შეიძლება არსებული დღის წესრიგის რაღაც საერთო კონტექსტში ზის, მაგრამ თავისი უკონტროლო რევოლუციური ზრახვებით მაინც ერთგვარი დისონანსის შემტანია ნაც-ქოცურ პოლიტიკურ იდილიაში…

_ კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომოცნებამმხოლოდ თვენახევარში _ 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე _ მარტო ოფიციალურად 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა წინასაარჩევნო კამპანიაში და ადმინისტრაციული რესურსიც აქტიურად გამოიყენა, მათი გამარჯვება მაინც არ იყო დამაჯერებელი. დედაქალაქის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურიარაზე მიუთითებს ეს ყველაფერი?

_ ძალიან მარტივ და გასაგებ რამეზე: საზოგადოება უკვე აღარ ასხვავებს ერთმანეთისგან “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას”, რომელმაც 2012 წელს, ფაქტობრივად, მოაწყო პოლიტიკური შეთქმულება და იმის ნაცვლად, რომ ცვლილებები დაწყებულიყო ქვეყანაში, ყველანაირი პროცესი გაყინა. თუმცა, განსხვავებთოცნებისგან”, “ნაციონალურ მოძრაობასჰყავს მუდმივი ელექტორატი, თუნდაც ყოფილი ძალოვნების ან სხვადასხვა საჯარო სამსახურში ნამუშევარი ხალხის სახით, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ სექტა. აი, ეს სექტა, სამარეშიც რომ იყოს, არჩევნების დღეს დგება და მიდის ხმის მისაცემად. ახლა ისინი შეიძლება ბევრნი არ არიან საერთო ჯამში, მაგრამ იმ პირობებში, როცა არჩევნებზე აქტივობა დაბალია და მოსახლეობის, სულ ცოტა, 30-40 პროცენტი არ მიდის ხმის მისაცემად, ცხადია, იმ სექტანტური ელექტორატის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიაში დახარჯულ 10 მილიონზე მეტ ლარს, ცხადია, ამ თანხას მომდევნო ოთხ წელიწადში ერთი-ორად ამოიღებენ, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში სხვა რამ არის. მთავარია, რატომ დასჭირდა მმართველ პარტიას ამხელა ფული არჩევნების მოსაგებად. იმიტომ ხომ არა, რომ გაკოტრდნენ და, ფაქტობრივად, ამომრჩევლის ყიდვა მოუწიათ?! ყოველ შემთხვევაში ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: “ქართულ ოცნებას” თავის დროზე დამნაშავეები რომ დაესაჯა, გამოეძიებინა გახმაურებული საქმეები, ხალხისთვის დაებრუნებინა წართმეული ქონება და ა.შ., მილიონები არ დაუჯდებოდა ძალაუფლების შენარჩუნება. დღეს “ოცნება” ყველაზე დიდ უსამართლობასთან გაიგივებული ძალაა, რომელმაც არათუ სამართლიანობა ვერ დაამკვიდრა, კრიმინალებთან პირის შეკვრით შეძლო ის, რომ პოლიტიკური პროცესები ჩაკლა.

_ “ოცნებამბოლო რვა წლის განმავლობაში დასავლეთის კარნახით საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. მათ შორის იყო .. ანტიდისკრიმინაციული კანონი, კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, ბავშვის უფლებათა კოდექსი და .. მომავალში კიდევ უფრო აქტიური შეიძლება გახდეს მმართველი გუნდი ამ თვალსაზრისით?

_ ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მინიმალური პოლიტიკური დამოუკიდებლობაც კი და იმართება გარე ძალების მიერ, მომავალში კიდევ უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგამს საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ. ეს ნათელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება ქვეყნის სრული ლიბერალიზაციის წელი, რომელიც ასევე შეიძლება გულისხმობდეს საკანონმდებლო ცვლილებებსაც, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებების გაძლიერების კუთხით. თანაც, ამას გააკეთებენ სიამაყით და მერე რომელიმემეოცნებისპირით გვეტყვიან, რომ ქართული დემოკრატია ყვავის

რაც შეეხება გამოსავალს, მგონი, დღეს ყველა თანხმდება, რომ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება საღი, ეროვნული ძალა, თუმცა ფაქტია: აქამდე მსგავსი ძალის ან ძალების ფორმირება ვერ ხერხდება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვერ ხერხდება, შეიძლება იყოს ის, რომ ეროვნულად მოაზროვნე ჭკვიან ადამიანებს, უბრალოდ, არ სურთ პოლიტიკაში მოსვლა, იმიტომ, რომ საკუთარ სახელსა და სუფთა წარსულს უფრთხილდებიან. სანამ საქართველოში პოლიტიკას წარმართავენ პროფესიონალი თაღლითები, ყალთაბანდები და არსებობს სტერეოტიპი, რომ თურმე პოლიტიკა ბინძური საქმეა, მანამდე აქ რეალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. შეიძლება იყოს რაღაც ძვრები, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს იქნება მოჩვენებითი, ამიტომ, უწინარესად, საჭიროა არა ახალახალი პარტიების შექმნა ძველი სახეებით, არამედ ხალხი, რომელიც მხოლოდ იდეით მოვა პოლიტიკაში. მხოლოდ ასეთი ადამიანებისგან დაკომპლექტებულ ბირთვს შეუძლია, რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე პროცესს, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, მომდევნო ოთხ წელს გაცილებით აქტიური იქნება საკანონმდებლო დონეზე და, როგორც გითხარით, დარწმუნებული ვარ, შემდეგ არჩევნებამდე ისინი მიიღებენ არაერთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კანონს, რომელთა სანაცვლოდაც, ალბათ, დასავლეთიდან გარკვეულ დივიდენდებს ჰპირდებიან, ისევე, როგორც თავის დროზე ჰპირდებოდნენ, როცა საზოგადოების აზრი ფეხებზე დაიკიდეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here