მთავარი საზოგადოება მწერლების ყრილობა ევროატლანტიკური ჯადოქრის მიერ მონუსხულ ქვეყანაში

მწერლების ყრილობა ევროატლანტიკური ჯადოქრის მიერ მონუსხულ ქვეყანაში

519
გააზიარეთ
რუკა

მამულიშვილური სითბოთი და ერთგულებით შემკობილი მხცოვანი თუ ახალგაზრდა მწერლებით გადავსებულია დარბაზი, რომელშიც არც კონდიციონერია და არც ვენტილატორი. ივნისის შეუბრალებელ სიცხეში ოფლად დნებიან დღევანდელობის უმადურობოთ ისედაც დამდნარი ჭეშმარიტ ქართულ მწერლობას შეწირულები.

ყველას სურს, გამოვიდეს და ისაუბროს იმ გაჭირვებასა და უმადურობაზე, რომელსაც დღეს მაღალი ზენეობით, სიკეთითა და სიყვარულით შემკული, კაცობრიობის მიერ გენიალურად შერაცხილი ქართული მწერლობა განიცდის. ერთმანეთს უყვებიან იმ გოლგოთის გზაზე, მწერლობა რომ შეაყენეს პოლიტიკოსებად წოდებულმა უცხოეთის ლაქია ვიგინდარებმა.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ევროპელებად გადაქცევის ჯადოს მივდევთ. ამ ხნის განმავლობაში გაევროპელების ღამურებისგან წარმოთქმული უფრთო გამონათქვამისმე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”- გაფრთიანების მოლოდინით გვაბითურებენ. ამათ რომ ჰკითხო, რომელ ერს ეკუთვნიან, გიპასუხებენ, ევროპელები ვართო.

ერთ ფსიქიკურად შერყეულს თავი ხორბალი ეგონა და ეშინოდა, მამალი ამკენკავსო. გრძელვადიანი მკურნალობის შემდეგ ჰკითხეს: ხომ გჯერა, რომ ადამიანი ხარ და მამალი ვერ აგკენკავსო? _ მე კი მჯერა, მაგრამ ეს მამალმა თუ იცისო. ამ ევროპელებად გადაქცევის მსურველი ღამურებისთვის ევროპას მამლის ხელა ავტორიტეტი არ აქვს, რომ შეათანხმონ თავიანთი ვაიევროპელობა? გაგიგიათ, რომ საფრანგეთიდან გერმანელები ან სხვა ევროპელები ასე უცერემონიოდ გამოეპანღურებინოთ? არადა, ევროპაში თავშესაფარს უპრობლემოდ აძლევენ პედერასტებს. რაღა ქართველობას იბრალებენ, გაპედერასტდნენ და გაევროპელებაში პრობლემები მოეხსნებათ?!

მწერალთა ყრილობაზე კი ვნებები ბობოქრობს, ყვებიან მწერლობის იმ სავავალალო ყოფაზე, რომელიც ყველამ იცის და ყველას აწუხებს. ისმენენ მწერლები ყოველივე ამას და მწუხარებით გულს იკოდავენ. ვინ იფიქრებდა, დამოუკიდებლად წოდებულ საქართველოში ასე აბუჩად თუ აიგდებდნენ მწერლობას და საამაყო ქართულ ვაჟკაცურ ტრადიციებს ვიღაც ბუკიკიოებისა და მისი მსგავსების რეკომენდაციად შემოსაღებულ ბრძანებებზე გაცვლიდნენ ევროატლანტიკური ჯადოქრის მონა ვაიქართველები.

ყველა ერი თავისი მწერლობით ამაყობს, რადგან იგია ერის სახე, კაცობრიობის სპეტაკი სულიერების საგანძურში საპატიო ადგილის მოპოვების გარანტი. თუ რომელიმე ერს შეუძლია, იამაყოს თავისი მწერლობით, მათ შორის არიან კაცთმოყვარეობისა და სიკეთის მქადაგებელი “ვეფხისტყაოსნის” შემქმნელი ქართველებიც, რომლებიც ახლა გაძარცვულნი და ღალატით გზას აცდენილნი ჩვეული შეუპოვრობით შეჭიდებიან მუხთლობის ნაყოფ ყოფნა-არყოფნის უბედურებას.

ვინ დააკნინა და დააძაბუნა საქართველო ისე, რომ ამაყ ქართველებს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა სამარცხვინო მათხოვრობად უქცია?!

უმადურობა ადამიანის ყველაზე საშინელი მანკიერებაა და ყველაზე ძნელად საპატიებელი.

ვის აძლევდა ხელს საქართველოს ყველაზე ერთგული მფარველის შეძულება, უვიცი, უცხოეთის ლაქია, სამშობლოს კეთილდღეობით მოვაჭრე მუხთალთა მიერ უმადურობის სიბინძურით დასვრა და ამ საიმედო მეგობრის ლანძღვა-გინებით აკლება?!

რანი ვიყავით და რა დავრჩით?!

სიცრუეს სიმართლე არ უყვარს. სიმართლეს კი ერის სიამაყე ქართული მწერლობა ღაღადებს, ამიტომაც დაარბიეს ნაციონალებმა მწერალთა კავშირის სახლი _ ავეჯი ქუჩაში გადაყარეს, ააქოთეს არქივი, ბიბლიოთეკა და მწერლები იმ დარბეულ შენობაში აღარ შეუშვეს. ახლა ისეთ ჯურღმულში არიან შეყუჟულები, მხცოვან მწერალს რომელიმე კიდურის გაწირვად დაუჯდება.

მწერლობა ინდმეწარმეებს გაუთანაბრეს და, თუ რაღაც სასწაულად, ნაწარმოების მცირე ტირაჟით გამოქვეყნებაში ვიღაც დაეხმარა, წილში უდგებიან, როგორც ხელოსანს, რომელმაც რაღაც დეტალი დაამზადა. ეს პირობითად, თორემ სად აქვს დამშეულ მწერალს რამის გამოქვეყნების საშუალება.

გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი _ ალექსანდრე ებრალიძე და დააარსა მწერლებისთვის დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია კომპეტენტური კომისიით კონკურსში გამარჯვებულთათვის. გაცემულ პრემიებში ისევ ჩაუდგნენ წილში მწერლებს. უმადურობით გაწბილებული ქველმოქმედი ისე გაქრა, როგორც მოვიდა.

მწერალთა ყრილობაზე კი ყვებიან, როგორ პატივში ჰყავთ აზერბაიჯანში მწერლები ეკონომიკურად, შემოქმედებითად, ხალხთან ურთიერთობაში. ამის მოსმენით გულს იკოდავენ თავიანთი სავალალო ყოფით ისედაც გულმოკლული მწერლები. ვინ მოთვლის, ამგვარი გაჭირვების ტყვე რამდენ მწერალს შეახმა ხელი კალამზე, სათქმელი რომ ვერ თქვა.

მწერალს თავისი შემოქმედებით იცნობენ, მსახიობს თეატრსა თუ კინოში ნათამაშები როლებით აფასებენ. რამხელა სიმაღლიდან ჩამოვვარდით და დავენარცხეთ ფეოდალური კაცთმოძულეობის ცივ განუკითხაობას? გასაოცარია, როცა ამ პირქვე დამხობილი მდგომარეობიდან უცხოეთის ლაქია, მათგანვე დაპროგრამებული უვიცთა ხროვა იმ ცხოვრებას დასცინის, ამაყად რომ ვიდექით ფეხზე და, გაევროპელებაზე საღრეჭი კი არა, ჩვენი ყოფა სხვას ენატრებოდა.

ამგვარ მახრჩობელა ვითარებაში გვეყოლებოდა ვაჟა, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ლადო ასათიანი, თუნდაც ჭაბუა ამირეჯიბი თავისი “დათა თუთაშხია”-თი? ვინ მოთვლის იმ საამაყო მწერლებს, ხელშეწყობით და მხარში ამოდგომით მათი შემოქმედება ერის საბედნიეროდ რომ აყვავდა.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ადრე გადაღებულ, მსოფლიოში სახელგანთქმულ ფილმებს ვატრიალებთ. ამით ქართული კინოს მონატრებას ვიყუჩებთ. შემორჩენილ ბრწყინვალე მსახიობთა თაიგული კი ნელნელა ილევა და მიდის. ლაპარაკიც აღარ ღირს განათლებაზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე, სპორტსა და მთლიანად სახალხო მეურნეობაზე ამ ვერაგობით, ღალატით, ანტიეროვნულობით აწიოკებულ და პირქვე დამხობილ საქართველოში. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა ყალბი თავისუფლებისა და დემოკრატიის ძალადობით შემოტენილი დრო, სექსუალური მანიაკები, ბილწი, გარყვნილი, გეებად წოდებული ხურუშიანები ისე აიწყვეტდნენ, რომ თბილისში აღლუმის ჩატარებას მოინდომებდნენ?

გაუკუღმართებულ დღევანდელობას თავისი მწერლებიც ჰყავს, ტუალეტში ლექსის დაწერით რომ ტრაბახობენ _ სექსუალურად ბილწი და საკუთარ დედაზე ვბნებააშლილი მანიაკები. ამ ტუალეტის პოეტებს ფულს უხდიან, უთმობენ ტელეეთერს, ეფერებიან, ანებივრებენ, ტაშს უკრავენვირის სახარების”, “საიდუმლო სირობისადა მსგავსი ნაცოდვილარის ავტორებს, სიბილწე და გარყვნილება ნიაღვარივით რომ მოედინება მათი ნაჯღაბნებიდან, მრავალგზის პრემიებით აჯილდოებენ. კულტურის სამინისტრო მათ ლონდონში გაგზავნას აფინანსებს. საინტერესოა, ბაირონის სამშობლოში თუ მოიხიბლებოდნენ ამ ტუალეტის მწერლების “შემოქმედების” სურნელით. საქართველოს უძღებ შვილთა გაევროპელების მათხოვრობის შედეგია მათი ესოდენი განებივრება. ამგვარი უწმინდურობის აღზევება კი ევროპის ისტორიას სამარცხვინო ლაქად შემორჩება. ეს სამარცხვინო ლაქა, ევროატლანტიკურ როკვას რომ ახლავს სატანის, ქართველთა სპეტაკი სულიერების დასვრას ცდილობს.

მწერალთა ყრილობაზე მსჯელობენ იმ გაუსაძლის ყოფაზე, რომელიც მათ გარდა არავის ესმის. ტელევიზიას ყრილობა არც კი გახსენებია, ასეთ წვრილმანზე თავს არ იწუხებენ იქ, სადაც მედროვეთა გნიასი, პარტიათა წარმომადგენლების ძიძგილი, ერთმანეთის ცემატყეპა და ბილწსიტყვაობა უპირატესი საქმეა.

რამხელა განგაში ატეხეს: ქართვლის დედის შეურაცხმყოფელმა, სტრასბურგში მიმავალმა ჭიაბერაშვილმა ჩემოდანი დაკარგაო. რეგულარულად გვაუწყებდნენ, რა დონეზე იყო მისული ჩემოდნის ძებნა; მესამე თუ მეოთხე დღეს გაგვახარეს: ჩემოდანი იპოვესო. ამ ჩემოდანდაკარგულზე ზოგიერთ ტელეკომპანიას კონკურსი აქვს გამოცხადებული, ღია ეთერში რომ გამოიყვანოს და დაბოღმილი შუბლით ნაციონალური ღვარძლი დაათხიოს.

ამერიკის ელჩი წყაროსთნ ჩამომჯდარი დევივით გვაფრთხილებს: თუ მიწების გაყიდვას აკრძალავთ, ინვესტიციები აღარ შემოვაო. რომელი ინვესტიციაა წინაპართა სისხლით და შეწირული სიცოცხლის ფასად შენარჩუნებულ მიწაზე ძვირფასი?! ასე გვმოძღვრავს სტრატეგიულ პარტნიორად შენიღბული მბრძანებელი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში, ერთი დოლარის ინვესტიცია რომ არ ჩაუდვია, მისი სამხედრო უწყება კი სამას მილიონ დოლარს ხარჯავს ფრიად საეჭვო ლუგარის ლაბორატორიის მოწყობაში და ამ ეშმაკის მოციქული ლაბორატორიის კეთილ ანგელოზად შემოსაღებით გვაბითურებს.

ჩვენ კი ავღანეთში ვითომ მსოფლიო ტერორიზმს ვებრძვით. იქ, ამერიკელების შემდეგ, ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით ვიწონებთ თავს. არადა, საკუთარი თავი ვერ დაგვიცავს და არავინ იცის, ეს კუდის ქიცინი რამდენი უჯდება ქართველ ხალხს. ამასობაში აზერბაიჯანმა მცოცავი აგრესიით დავითგარეჯიდან იწყო ტერიტორიების გამოჭმა _ საინგილო არ ეყო. თავდაცვის მინისტრი კი ნატოთი თავს იწონებს, დავითგარეჯთან ერთი პოსტი რომ ვერ მოუწყვია. რა ვუყოთ, ტრაბახი ხომ პრაქტიკულ საქმიანობაზე გაცილებით იოლია?!

უცხოელთა ევროატლანტიკურ ხუშტურებზე როკვაში ქართველი ერის ინტერესების არაფრად ჩაგდებით მისი დასუსტება მეზობლებს მტაცებლის მადას უღვიძებს. მადა კი ჭამაში მოდის. თუ ასე გაგრძელდება, როდემდე ეყოფათ უნიათო ჩიტიჩიორა თავისი ბარტყებით?

ვინ მიჰყიდა ქართული მიწები უცხოელებს? ერთი მუჭა ფულიანი მიწათმფლობელები ვინ აღაზევა და უმიწაწყლოდ დარჩენილ გლეხობას ვინ წაართვა სოფელი? ევროატლანტიკურ რეკომენდაციებზე დევნით ვინ შეუსუსტა ქართველ ერს მძლავრი მაჯისცემა?! სტრატეგიული პარტნიორი ხარ ამერიკისა, რომლის სტრატეგიის საფუძველი მსოფლიოში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაა?! ანტიდასავლური განწყობილების სათავე კი თვითონ ევროატლანტიკური მბრძანებლების დამამცირებელი პარპაშია საქართველოში. მათი ლაქია, პარტიებად წოდებული სალაყბოები, აგრეთვე, უცხოეთის ფინანსებით დაქოქილი, არასამთავროებად შემოსაღებული უმეცართა ანტიეროვნულობა და მუხთლობა ქვეყანას ძვირად უჯდება. ამ დაპროგრამებულთა თავში ჩატენილი უმეცრების კადნიერი ღავღავი მწარე ღიმილის მომგვრელია. როგორც კი ხელისუფლებას ჩაეჭიდებიან, ივიწყებენ, რომ ხალხის არაფრად ჩაგდებით სავალალოდ ჩაიძირებიან. მაღლა თავიანთი დამსახურებით კი არ ავიდნენ, სხვამ აიყვანა და დადო. ამგვარი, პოლიტიკოსებად წოდებული პარაზიტები იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტში და დაგვამშვენეს კიდეც სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული და მისი მსგავსი კანონების მიღებით.

დემაგოგი, ვითომ პატრიოტი, სინამდვილეში სამშობლოს გამცემი და გროშებზე თანამემამულეთა გამყიდველი, სიტყვით ვითომ ზნეობრივად სპეტაკი, საქმით სინდისგარეცხილი ანგარებიანი უნამუსოა. სწორედ ამგვარ კადრებს ჩეკავენ ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში. ამ გაბოროტებული პოლიტიკური ნაგვის ქვეყნის ასაქოთებლად გაცოფება მთელმა საქართველომ იხილა, პარლამენტში შესაჭრელად წითელკანიანებივით რომ როკავდნენ.

ნაციონალურ მოძრაობასხალხი ქვეყნის მტრად თვლის, ვის აქვს უფლება, მისთვის სასათბურე პირობები შექმნას და ეს ასაკრძალავი უბედურება ბიუჯეტიდან დააფინანსოს, უცხოეთის მფარველობითა და წაქეზებით გვარიანად რომ წამლავენ ქართველი ხალხის სავალალო ყოფას. რა ძალა კვებავს მათ თავხედობას, რომ ხელისუფლებას გულს უხეთქავენ. ხალხმა ამ ჭირის მოკვეთაქართულ ოცნებასმიანდო, მაგრამ, მოკვეთა კი არა, ევროპელი მფარველებით განებივრებულებმა ლამის თვითონქართული ოცნებაგადასანსლონ.

პარლამენტში შეჭრა ჩაეშალათ და ახლა “ოკუპანტის” ღრიალით დარბიან ქვეყნის ქაოსის უბედურებაში ამოსახრჩობად. ასე დაძრწოდნენკოკოითი ფანდარასტისღრიალით სისხლიანი ავანტიურის მზადებისას. ქართველ ხალხს განუკურნებელი უბედურება რომ დაატეხეს თავს და რუსეთი აიძულეს, ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ახლა, ფანადარასტებად დარჩენილებმა, რუსეთთან კიდევ ერთი პროვოკაციის მოწყობით ქართველ ხალხს უფრო გაურთულეს ცხოვრება თავიანთი მფარველების საამებლად.

ევროპულად გადაჯიშება მსხვერპლს მოითხოვს. გაუსაძლის გაჭირვებასთან მებრძოლი ქართველების სამშობლოდან გარეკვის მიზნით ავტომობილების ევროპულად ტექნიკური შემოწმება მოიგონეს, სატანის სამსახურში მისაღებად მისულს უთხრეს, შარის მოდების ხელოვნებას როგორ ფლობ რომ გავიგოთ, გვაინტერესებს ტელეფონის ბოძს რას მოუხერხებო. მან გარშემო შემოუარა და მოედავა, რატო ტოტები არ გამოგიტანიაო. ცალკე თემაა, როგორი შარის ლაბირინთებში უწევს გავლა ისედაც გაჭირვების ტყვე კაცს. ასევეა “ტაქსების” თეთრად გადაღებვის ფსიქოზით შეპყრობა. ამ ევროპისგან განებივრებულ ბილწთა და გარყვნილ მანიაკთა აღზევების ვითარებაში რა გასაკვირია, გეები მოვიდნენ ხელისუფლებაში და “ტაქსების” ცისფრად გადაღებვა მოინდომონ; რა ვქნათ, ახლიდან გადავღებოთ?

რომელ ხელისუფლებას შერჩენია ხალხთან ბრძოლაში გამარჯვებით ზეიმი. ხალხთან ომი კი დღევანდელობამდე ყველა მედროვეთა ხროვას სავალალო დასასრულად გადაქცევია.

სად გაგონილა სახლის მშენებლობის დაწყება ზედა სართულიდან? ყველა ღონისძიების წარმატების საფუძველი ხალხზე ზრუნვა და მისი კეთილდღეობაა. რა ევროპელობის ჰარიქა შეჰყრიათ, როცა ხალხი საშინელი გაჭირვებიდან გამოსავალს ვერ პოულობს?! ვერ ხვდებიან, რომ ხალხისთვის ტვირთის შემსუბუქების ნაცვლად მისი კიდევ უფრო დამძიმება ჰარაკირის ტოლფასია.

დარბიან ევროპიდან მოვლინებული ბუკიკიოები და აკვირდებიან, ევროპულად თუ მიმდინარეობს ავტომობილების შემოწმება. იქ ნახმარ და დაწუნებულ მანქანებს გაჭირვების ტყვე ქართველებზე რომ ყიდიან და საქართველო თავიანთ სანაგვედ აქციეს. ევროპელობამონატრებული მედროვეები ამგვარად იკმაყოფილებენ ევროპელებად გადაქცევის ჟინს. ქართველ კაცს კი ტელეფონის ბოძივით სდებენ შარს. თუ ამას ვეღარ გაუძლო და სამშობლოს გაერიდა, სწორედ ეს უნდათ. სტარტზე დგანად ინდოელი, არაბი, აფრიკელი და უამრავი უცხოელი, ჩასახლებადასახლებაში მსუყე ფულს რომ გადაიხდიან; ზნეობის, ენის, სარწმუნოებისა და ვაჟკაცური ტრადიციების ერთგულებით ევროატლანტიკურ ღამურებს არ შეაშფოთებენ.

მწერალთა კავშირის ყრილობა კი, წინამორბედი შეკრების მსგავსად, დამთავრდა განებივრებულ უიმედობასთან საპაექროდ. რა ვუყოთ, ქართულ მწერლობას ისე უჭირს, როგორც სრულიად ერს, რადგან მისი განუყოფელი ნაწილია. წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსებოდა ხალხი, რომლის სულიერი საზრდო ტუალეტის მწერლების ნაცოდვილარი იქნებოდა.

ვის აძლევს ხელს ჭეშმარიტად ეროვნული, საამაყო მწერლობის ესოდენი აბუჩად აგდება?!

უცხოელ მომღერალ-შემსრულებლებს მილიონებს უხდიან. ამ თანხის მცირე ნაწილიც კი მწერლობას რეანიმაციიდან გამოიყვანდა. სად სცალიათ ამისათვის საკუთარ თავზე ზრუნვაში ჩაძირულებს.

პარლამენტი ადგენს და ამტკიცებს ყველა კანონს. საკუთარ თავზეც ხომ უნდა იზრუნოს. არაფერს ვამბობთ ხელფასზე, პრემიებზე, პრივილეგიებზე, ღმერთმა შეარგოთ. ხვალინდელ დღეზეც ხომ უნდა იზრუნონ. ვინც პარლამენტის წევრი გავლით მაინც ყოფილა, სიკვდილამდე ისეთ გასამრჯელოს უნიშნავენ, მწერლისთვის სიზმარიც რომ არ გაიმეტებს. დაჯექ და კვნიტე, თან სიამოვნებით გაიხსენე, ანტიდისკრიმინაციულ კანონს უპრეტენზიოდ რომ ემხრობოდი.

დრო წარმავალია და ამქვეყნიურობაც წამიერი გაელვებაა. კიბის ქვეშ უპატრონოდ გარდაცვლილი ნიკალა ისე დამარხეს, საფლავიც დაიკარგა. დღეს მისი შემოქმედება ერის სადიდებელ უკვდავების გზას რომ ამშვენებს, ყველაზე მდიდარია აღიარებით, სითბოთი და სიყვარულით, რითაც ქართველი ხალხი მის ხსოვნას ამკობს.

ისინი კი ქონების დაგროვებით, გაუმაძღრნი ჭამა-ყლაპვით, ღრეობითა და საწყალი ხალხის აბუჩად აგდებით თავს რომ იწონებდნენ, ისე გაქრებიან, როგორც ჯანმრთელი ორგანიზმიდან გამოწოვილი სისხლით გაბერილი კოღოები.

უკვდავების გზაზე შედგომა მსხვერპლს მოითხოვს, რაც კოღოს და ყველა ჯურის პარაზიტისთვის მიუწვდომელია.

საქართველოს სიყვარულით გულანთებული პოეტის _ თემური ჩალაბაშვილის ლექსით შეგახსენებთ იმას, რასაც ხალხი განიცდის:

ვისაც უნდა ეწყინოს,

ანდა გაუკვირდეს,

არა გადამთიელებს _

 მე ვგულისხმობ მკვიდრებს,

სამშობლოში ვერ გიტანთ

 სამშობლოზე მდიდრებს”.

კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება ანტიდასავლური განწყობილება, რომლის ვულკანივით ამოფრქვევა უამრავ პარტიებად წოდებულ პარაზიტთა ხროვას თავიანთი არასამთავრობოებით ისე მოფშვნის, რომ ევროატლანტიკური ყალბი დემოკრატიის სატყუარა ვეღარ უშველით.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here