Home რუბრიკები საზოგადოება “მფრინავი ჰოლანდიელი”

“მფრინავი ჰოლანდიელი”

1582
ჰენდრიკ იოჰანეს კროიფი

ჰენდრიკ იოჰანეს კროიფი, იგივე იოჰან კროიფი დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში. ამ ლეგენდარულ ფეხბურთელსმფრინავი ჰოლანდიელიშეარქვეს. სწორედ მის სახელთან, აგრეთვე, მწვრთნელ რინუს მიხელსთან არის დაკავშირებული ტიტების ქვეყნის, ანუ ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ამსტერდამისაიაქსისაყვავება. იოჰან კროიფი განასახიერებდა ახალ, ტოტალური ფეხბურთის ეპოქას. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კროიფმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ახალ ამპლუაში შესაძლებლობები ისეთივე წარმატებით გამოავლინა, როგორც ფეხბურთელობისას.

პატარა იოჰანმა ბავშვობის წლები “აიაქსში” გაატარა, თანაც პირდაპირ ამსტერდამული კლუბის ბაზაზე. საქმე ის არის, რომ კროიფი უმამოდ იზრდებოდა, დედა კი კლუბის სტრუქტურაში მუშაობდა, ამიტომ ბიჭი გამუდმებით დედის გვერდით იმყოფებოდა _ უყურებდა ფეხბურთელებს, აგორებდა ბურთს და ოცნებობდა, წლების შემდეგ მათი ადგილი დაეკავებინა. 12 წლის იოჰანმა დედისგან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო _ კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ მოზარდი სახელგანთქმულ გუნდში ჩარიცხეს.

ჰენდრიკ იოჰანეს კროიფი

იოჰანი უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა. ისე მონდომებით ვარჯიშობდა, რომ 4 წლის შემდეგ მასთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმეს. იმ პერიოდში “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა გუნდში დიდი გარდაქმნა წამოიწყო. მან დანერგა “აიაქსში” ე.წ. ტოტალური ფეხბურთი, რომლის შინაარსი არის ის, რომ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მონაწილეობდეს გუნდის ყველა ფეხბურთელი ამპლუისგან განურჩევლად. ფეხბურთელებს ბევრი უნდა ემოძრავათ მოედანზე, გაეცვალათ ადგილები, ემუშავათ უბურთოდ. დამცველები ხშირად გადადიოდნენ შეტევაზე, თავდამსხმელები კი უკან იხევდნენ _ დაცვის პოზიციებთან ახლოს, შეტევა მოედნის ნებისმიერი უბნიდან შეიძლებოდა დაწყებულიყო, რაც მოწინააღმდეგეს საგონებელში აგდებდა. განსაკუთრებით ზარალდებოდნენ ის გუნდები, რომელთაც დაცვის პერსონალურ სისტემას მისდევდნენ. დღეს ასეთი ფეხბურთით ვერავის გააკვირვებთ, იმხანად კი მოწინააღმდეგესაც აცვიფრებდა და მაყურებელსაც, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “აიაქსი” მოკლე ხანში იქცა ვარსკვლავურ გუნდად. ის 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იან წლებში ევროპას ყველაზე ძლიერი საფეხბურთო კლუბი იყო. თავისი იდეების განსახორციელებლად რინუს მიხელსს სჭირდებოდა ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებდნენ როგორც დაცვაში, ისე, თავდასხმაში და საჭირო მომენტში გაჩნდებოდნენ მოედნის იმ ადგილას, რომელსაც სათამაშო სიტუაცია მოითხოვდა.

სწორედ აქ გამოადგა მიხელსს 17 წლის კროიფი, რომელიც, როგორც გაირკვა, არა მხოლოდ იდეალურად ჩაეწერა დიდი ჰოლანდიელი მწვრთნელის სქემაში, არამედ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში შეეძლო ლიდერის როლი ეთამაშა და გუნდი აეყოლიებია.

იოჰან კროიფს, პრაქტიკულად, არ ჰქონდა სუსტი ადგილი, ხოლო გიჟური სიჩქარე (იოჰანი 30 მეტრს 3,8 წამში გარბოდა) და ფანტასტიკური კოორდინაცია (სრული სვლით გადაადგილებისას ტრაექტორიის შეცვლა კროიფისთვის მარტივი საქმე იყო) უმწეოს ხდიდა მოწინააღმდეგის დაცვას. მეტსახელი “მფრინავი ჰოლანდიელი” კი იმიტომ შეარქვეს, რომ მოედანზე ისე გრაციოზულად მოქმედებდა, თითქოს კი არ დარბოდა, არამედ ფარფატებდა.

ლეგენდარული კროიფი უბურთოდ თამაშშიც დიდოსტატი იყო _ გამუდმებით მოძრაობდა, გადაადგილდებოდა მოედანზე, შეეძლო გაჩენილიყო იქ, სადაც არავინ ელოდა, მაგრამ უფრო მეტად ყველას აცვიფრებდა მისი ბრწყინვალე თამაში ბურთით _ დრიბლინგი და ტექნიკა. მიუხედავად მოჩვენებითი სიმსუბუქისა, იოჰანი შესანიშნავად თამაშობდა კორპუსით _ მისთვის ბურთის წართმევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი პლუსი “მფრინავი ჰოლანდიელის” თამაშში _ ეს იყო შესანიშნავი პასი და დარტყმა, რომელსაც ტერფის გარე ნაწილით ასრულებდა და შედეგად ბურთი საოცარი ტრაექტორიით მოძრაობდა. კროიფს მხარს უბამდნენ მისი პარტნიორები “აიაქსიდან”, მოგვიანებით ნიდერლანდების ნაკრების წევრები.

კროიფისა და მისი პარტნიორების შესანიშნავი თამაშის წყალობითაიაქსმა” 6-ჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი 1966-1973 წლებში (გამონაკლისი იყო 1968-1969 და 1970-1971 წლების სეზონები). 1971 წელს კიაიაქსმაპირველად მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი _ ფინალში ბერძნულიპანათინაიკოსიდაამარცხა ანგარიშით 2:0. იმავე წელს იოჰან კრუიფმა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა დაოქროს ბურთიდაიმსახურა ავტორიტეტული ფრანგული გამოცემაფრანს ფუტბოლისგან”. 1972 და 1973 წლებშიაიაქსმაგაიმეორა მიღწევა. ჰოლანდიურმა კლუბმა ფინალებში დაამარცხა იტალიური გრანდები _ “ინტერიდაიუვენტუსი”. 1973 და 1974 წლებში კრუიფი კვლავ საუკეთესოა ევროპაში და კიდევ 2-ჯერ ზედიზედ დაიმსახურაოქროს ბურთი”.

კროიფის აღიარებას ხელი შეუწყო ნიდერლანდების ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში დამაჯერებელმა თამაშმაც, რომელშიც ის 19 წლისა მოხვდა უნგრეთის ნაკრების წინაღმდეგ მატჩში და 88-ე წუთზე ბურთის გატანაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ “აიაქსი” არასოდეს ყოფილა სუპერმდიდარი გუნდი და ხშირად თანხას თავისი აღზრდილების გაყიდვით გამოიმუშავებდა. 1973 წელს “მფრინავი ჰოლანდიელი” შეიძინა კატალონიურმა “ბარსელონამ” _ იმხანად მდიდარმა, ამბიციურმა, მაგრამ არც ისე წარმატებულმა კლუბმა. ახალ გუნდში იოჰან კროიფის ძალისხმევამ მალე გამოიღო შედეგი _ იმავე წელს “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა. “აიაქსმა” კი თავისი კიდევ ერთი ლიდერის _ იოჰან ნეესვენსის გაყიდვის შემდეგ დაკარგა ძველებური ბრწყინვალება და ევროპის წამყვან კლუბებს შორის მოწინავე პოზიციები. სამაგიეროდ, “ტოტალური ფეხბურთი” დარჩა საფირმო ნიშნად ჰოლანდიის ნაკრებისა, რომელიც 1974 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მთელი თავისი ბრწყინვალებით წარდგა. ოდესღაც დიადი ამსტერდამული კლუბის ყოფილმა მოთამაშეებმა კვლავ აჩვენეს განსაცვიფრებელი ფეხბურთი. ერთადერთი, ვინც შეძლო დაუდეგარი კროიფისა და ნეესკენსის შეჩერება, იყო ბეკენბაუერი _ გერმანიის ნაკრების კაპიტანი. კაიზერ ფრანცი წაუძღვა თავის გუნდს, დაიწყო შეტევა, რომელიც გერდ მიულერმა გოლით დააგვირგვინა. შედეგად ჰოლანდიელები დამარცხდნენ (1:2), მაგრამ მათი მონაწილეობა იმ მუნდიალზე ყველას დაამახსოვრდა, ყველამ დააფასა და შეიყვარა იოჰან კროიფი. 4 წლის შემდეგ არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდია კვლავ გავიდა ფინალში და კვლავ წააგო მასპინძელ ქვეყანასთან _ არგენტინასთან, მაგრამ ამჯერად კროიფის გარეშე, რომელიც, მიუხედავად ბევრი თხოვნისა, გამოეთხოვა ჯერ ჰოლანდიის ნაკრებს, შემდეგ _ “ბარსელონას” და 31 წლისა აშშ-ში გადაბარგდა ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონის ასამაღლებლად.

კროიფმა აშშ-ში რამდენიმე სეზონი გაატარა “ლოს-ანჯლეს აცტეკისა” და “ვაშინგტონ დიპლომატსის” შემადგენლობებში, შემდეგ კი ევროპაში დაბრუნდა და ესპანეთის “ლევანტეში” დაიწყო თამაში. შემდეგ დიდი ფეხბურთელი სამშობლოში წავიდა და 1984 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

მოგვიანებით იოჰან კროიფი “აიაქსის” მწვრთნელი გახდა, სადაც 1986-1988 წლებში იმუშავა და რამდენიმე ტიტული მოიგო, მათ შორის, თასის მფლობელთა თასი _ 1987 წელს.

1988 წელსმფრინავი ჰოლანდიელიგადავიდაბარსელონაში”, სადაც 1996 წლამდე იმუშავა მთავარ მწვრთნელად. ამ ხნის განმავლობაშიბარსელონა” 4-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 1992 წელს კი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.

ფეხბურთელობისას და შემდეგ მწვრთნელად მუშაობისას კროიფს ჯანმრთელობა შეერყა და იძულებული შეიქნა, ადრე დაესრულებინა კარიერა. მას შემდეგ ბევრჯერ შესთავაზეს, სხვადასხვა კლუბს ჩადგომოდა სათავეში, მათ შორის ჰოლანდიის ნაკრებსაც, მაგრამ ყოველთვის უარზე იყო.

“მფრინავი ჰოლანდიელი” 2016 წლის 24 მარტს 68 წლისა გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი, რომელსაც ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლო წლებში ებრძოდა. დაკრძალულია საყვარელ ქალაქ ბარსელონაში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

მიღწევები

როგორც მოთამაშე:

* 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი;

* ნიდერლანდების ჩემპიონი _ 1966, 1967, 1968, 1970, 1972, 1973 წლებში;

* ესპანეთის ჩემპიონი _ 1974 .;

* ესპანეთის თასის მფლობელი _ 1978 .;

* ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი _ 1971, 1972, 1973 წწ.;

* უეფას სუპერთასის მფლობელი _ 1972, 1973 წწ.;

* საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი _ 1972 .

როგორც მწვრთნელი:

* ნიდერლანდების თასის მფლობელი _ 1986, 1987 წწ.;

* ესპანეთის ჩემპიონი _ 1991, 1992, 1993, 1994 წწ.;

* ესპანეთის თასის მფლობელი _ 1990 .;

* ესპანეთის სუპერთასის მფლობელი _ 1991, 1992, 1994 წწ.;

* ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი _ 1992 .;

* უეფას თასის მფლობელთა თასის მფლობელი _ 1987, 1989 წწ.;

* უეფას სუპერთასის მფლობელი _ 1992 .

პირადი:

* ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელი _ 1954-2003 წწ.;

* “ოქროს ბურთისმფლობელი _ 1971, 1973, 1974 წწ.;

* ნიდერლანდების საუკეთესო ბომბარდირი _ 1967 და 1972 წწ.;

* მე-3 ადგილი XX საუკუნის უდიდესი ფეხბურთელების სიაში ჭორლდ შოცცერის ვერსიით;

* 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი;

* ევროპის საუკეთესო მწვრთნელი _ 1992, 1994 წწ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here