15 აგვისტოს მსოფლიოს ტელეარხები მთელი დღის განმავლობაში აჩვენებდნენ ქაბულიდან მიღებულ კადრებს, რომლებზეც ასახულია, როგორ გადაჰყავს ვერტმფრენ CH-47 Chihook–ს ამერიკელი დიპლომატები საელჩოს შენობის სახურავიდან.
Al Arabia აღნიშნავს, რომ ვერტმფრენები სხდებოდნენ სახურავზე და მიფრინავდნენ საელჩოს თანამშრომლებთან ერთად. სააგენტო Reuter-ის მონაცემებით, ამერიკის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები ანადგურებდნენ საიდუმლო დოკუმენტებს, რადგან “თალიბანის” თავდასხმის ეშინოდათ. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, “ამ კადრებმა დაადასტურა ამერიკელების კიდევ ერთი მარცხი _ ამერიკელები კი არ წავიდნენ ავღანეთიდან, არამედ დამარცხდნენ”.
15 აგვისტოს “თალიბანმა” გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე. სამთავრობო ჯარებმა მათ დაუთმეს ბაგრამის ავიაბაზა, სადაც 5000 პატიმარი იმყოფება.
eadayli.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ