Home ახალი ამბები მსოფლიო მოსკოვში რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებები გაიმართა ლიბიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის

მოსკოვში რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებები გაიმართა ლიბიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის

1074
მოსკოვში რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებები გაიმართა ლიბიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის

ლიბიის ეროვნული არმიის სარდლობამ, ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით, გაავრცელა განცხადება, რომ მხარს უჭერს რუსეთის ინიციატივას ლიბიაში დროებითი ზავის დადების შესახებ.

“ლიბიის ეროვნული არმიის სარდლობა მიესალმება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივას ლიბიაში სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევის თაობაზე, ეს არის ლიბიის ეროვნული არმიის შეიარაღებული ძალების მიზანი და ოცნება”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, ლიბიის ეროვნული არმიის სარდლობა აცხადებს, რომ განაგრძობს ბრძოლას ბანდიტურ დაჯგუფებებთან, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტებად არიან შერაცხილი.

რუსეთის მოწოდება მოლაპარაკებებისკენ გაჩნდა მას შემდეგ, რაც სტამბოლში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და თურქეთის ლიდერები: ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი. პრეზიდენტებმა ლიბიის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდეს, შეეწყვიტათ ცეცხლი 12 იანვრის ღამის 12 საათიდან და დაეწყოთ მოლაპარაკებები.

ლიბიის ეროვნული არმია ატარებს ანტიტერორისტულ ოპერაცია “ალ-ქარამას”, რომელიც ტრიპოლიში გამაგრებული ტერორისტული ორგანიზაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ არის მიმართული.

13 იანვარს მოსკოვში გაიმართა ლიბიაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლიბიის ეროვნული არმიის სარდალი ხალიფა ჰაფთარი და ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ლიდერი ფაიზ სარაჯი.

რუსეთის დედაქალაქში ჩავიდნენ, აგრეთვე, თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები _ მევლუთ ჩავუშოღლუ და ჰულუსი აკარი. რუსეთი ლიბიაში არაფორმალურად უჭერს მხარს ჰაფთარს, თურქეთი _ სარაჯს.

დაპირისპირებულ მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელიც უზრუნველყოფდა დაზავებას და, შედეგად, მშვიდობას ლიბიის ტერიტორიაზე, მაგრამ ხალიფ ჰაფთარმა უარი თქვა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე.

ამის მიუხედავად, ექსპერტთა აზრით, მოსკოვში გამართული შეხვედრა მაინც დადებით ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ლიბიაში გაჭიანურებული სამხედრო დაპირისპირების შესაწყვეტად, თანაც დაპირისპირებული მხარეები კვალავ შეხვდებიან ერთმანეთს 19 იანვარს, ოღონდ ამჯერად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here