Home ახალი ამბები საქართველო “მოსკოვი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს”

“მოსკოვი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს”

1805
კარასინი

მოსკოვი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, ახლა მხარეები მის მომზადებაზე მუშაობენ, _ განაცხადა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

“ასეთი შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მომზადება და მუშაობაა საჭირო, რათა ლიდერებს შედეგიანი შეხვედრა ჰქონდეთ. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ”, _ განაცხადა კარასინმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here