Home ახალი ამბები საქართველო მმართველი გუნდი პროკურორის პოსტზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს

მმართველი გუნდი პროკურორის პოსტზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს

1324
ნათია მეზვრიშვილი

იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი შეიქნა კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.

მმართველი გუნდი მთავარი პროკურორის პოსტზე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

უწყებას ერთთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ პარლამენტს სამი კანდიდატი წარუდგინოს, რომელთაგან დეპუტატები ერთს აირჩევენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here