მთავარი პოლიტიკა მკვდარი მკვდარს აეკიდაო _ ლუსტრაცია პარლამენტსა და სინოდში

მკვდარი მკვდარს აეკიდაო _ ლუსტრაცია პარლამენტსა და სინოდში

910
გააზიარეთ
ნინო ლომჯარია

საინტერესო დროში გეცხოვროს” _ ჩინური წყევლაა, თუმცა დღემდე სრულად არ მესმოდა, რა კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყოსაინტერსო დროსადა წყევლას შორის, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაქტებმაჩინური რებუსიცამომახსნევინა.

თავად განსაჯეთ: ციანიდის სკანდალი; ისლამისტი ტერორისტების უცნაური აყვანა-ლიკვიდაცია; 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ერისა თუ ბერისთვის მოულოდნელად, ქაშუეთის ტაძარის ამბიონიდან ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მიერ თავის მოსაყდრედ ჩხოროწყუ-სენაკის მიტროპოლიტის, მეუფე შიოს დადგინება და ამ უმნიშვნელოვანესი აქტის წმინდა გიორგის ნებად გაცხადება, რითაც ქართველი ერის სულიერმა მამამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მტერ-მოყვარეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი არა მხოლოდ უწმინდესი და უნეტარესია, არამედ უჭკვიანესი ბრძენკაციც და, რომ წმინდა სინოდში ჩაბუდებული “მეუფე ყანდურების” მიერ ფარულად თუ აშკარად გავრცელებული ხმები ჩვენი პატრიარქის ქმედუუნარობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეეფერება; ლიბერალობაში ეჭვმიტანილი 12 “მეუფე ყანდურის” მოულოდნელი(?) ვიზიტი ვაშინგტონში და იქიდან მათ მიერ გაკეთებული კიდევ უფრო მოულოდნელი განცხადებები; აქ დარჩენილი “პატარა ყანდურიკოს”, ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვრის _ მამა ანდრიას (ბობოლა “ყანდურის” _ მეუფე პეტრეს მარჯვენა ხელის) მიერ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, არც მეტი, არც ნაკლები, კერპად გამოცხადება; უკრაინის პრემიერმინისტრ ვლადიმერ გროისმანისა და მისი ქართველი კოლეგის _ გიორგი კვირიკაშვილის, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელი რანდევუ თბილისში და ა.შ. ალბათ, კიდევ შეიძლება მაგალითების მოყვანა, რომ მართლაც ჩინურად ვართ დაწყევლილები _ “საინტერესო დროში” ვცხოვრობთ.

არ ვიცი, ქრონოლოგიურად ზუსტია თუ არა ზემორე ჩამონათვალი და ამიტომ, ბოლოდან თუ დავიწყებთ “საინტერესო ამბების” სამყაროში მოგზაურობას, ვფიქრობ, არაფერი დაშავდება.

ღიმილი მომგვარა კი არა, ხარხარი ამიტყდა, როდესაც გროისმან-კვირიკაშვილის რანდევუს ამსახველ კადრებს ვუყურებდი _ ორივე პრემიერმა ჯერ ერთმანეთის (საქართველო-უკრაინის) ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი, შემდეგ ორივემ გადაუხადა ერთმანეთს მადლობა საერთაშორისო სარბიელზე თანმიმდევრულ-პრინციპული თანადგომისთვის და ასევე ორივემ დადო პირობა, რომ საერთო მტრის, რუსეთის, ოკუპაციის წინააღმდეგ ნატოსთან (წაიკითხე აშშ) და ევროსტრუქტურებთან მჭიდრო კავშირში იმოქმედებენ. მართლაც, ზედგამოჭრილია ამ შემთხვევისთვის ქართული ანდაზა: მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო”, რადგან იმ ობიექტურ-სუბიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სოხუმ-ცხინვალისა თუ ლუგანსკ-დონეცკის გასაღებები ჯერ კიდევ კრემლში დევს, სრული უაზრობა, პოლიტიკური შიზოფრენიაა ამ მიმართულებით დასავლეთის იმედად ყოფნა. დიახ, “ჯერ კიდევ”, რადგან ყირიმის გასაღები ისე შორს მოისროლა ვლადიმერ პუტინმა, რომ ვეღარ პოულობს და, სანამ სხვა გასაღებებიც არ “დაუკარგავს” რუსეთს, ერთი უხერხული ადგილის გასაღებდაკარგულ უკრაინასა და საქართველოს დროზე მართებთ საგარეო პოლიტიკის ვექტორის, მთლიანად შეცვლა თუ არა, კორექტირება მაინც…

რაც შეეხება “საინტერესო ამბების სამყაროდან” ჩამოთვლილ სხვა რამე-რუმეს, ყოველივე ქართულის მოძულისა და მართლმადიდებლობის მტრის, შესაბამისად, ლგბტ თუ სატანისტური სექტების მოტრფიალე ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად დანიშვნით, საქართველოს პარლამენტმა თვითლუსტრაცია მოახდინა, რომ “ქართული ოცნების” ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა ბუდარიხა ლომჯარიასავით ბუდარა-ბუდარიხა ხლისტია.

გახსოვთ, ალბათ, როცა წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს რომელიღაც ტელევიზიამ ტელეკამერების წინ ლგბტ-თა დროშის ხელში დაჭერა შესთავაზა, “ქართული ოცნების” დეპუტატების უმრავლესობამ კატეგორიული უარი განაცხადა (“მშობლიური ბაირაღი” მხოლოდ რესპუბლიკელმა ძმებმა ბერძენიშვილებმა და მათმა დამ, თამარ კორძაიამ, ააფრიალეს დიდი სიამოვნებით). ანალოგიურიპერფორმანსიახლაც რომ გაიმართოს პარლამენტში, უარს იტყვის კი არა, ალბათ, ერთმანეთს შეეჯიბრებაქართული ოცნებისსაკონსტიტუციო უმრავლესობის უმრავლესობა, _ ვინ უფრო სწრაფად, ვინ უფრო მაღლა ააფრიალებს სატანის მოციქულთა ბაირაღს, და ნაცები ხომ თავისთავად. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია მოახდინა, შემდეგ 2013 წლის 17 მაისს არშემდარი გეიაღლუმის მონაწილე პედერასტები დაზარალებულად ცნო და შსს-ს მათთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლო დავაში გამარჯვებულმა ლგბტ-ებმა იქვე იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ 17 მაისს შსს უზრუნველყოფს რუსთაველის გამზირზე გეიაღლუმის უსაფრთხოდ ჩატარებას და ხომ წარმოგიდგენიათ, ხალხო, უკაცრავად და, რა ნეხვშიც ვზივართ ქართველი საზოგადოება?

გიორგობის დღესასწაულზე კათოლიკოს-პატრიარქის დემარშის (თუ ასე თქმა შეიძლება) შემდეგ “ყანდურთუხუცესმა” მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ილია მეორის გადაწყვეტილება კიდევ ერთი ლუსტრაციის დასაბამი იქნებოდა ამჯერად დედაეკლესიის წიაღში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი ან რისი ლუსტრაცია ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ… ლუსტრაციაა, აბა, რა, როდესაც პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს დამტკიცების შემდეგ, პრაქტიკულად მეორე დღესვე, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა წმინდა სინოდის წევრთა 12-კაციანი დელეგაცია, რომელიც, თუ არ ჩავთვლით მეუფე იაკობს, ძირითადად, გაცხადებული თუ შენიღბული მეუფე ყანდურებით იყო დაკომპლექტებული. სწორედაც “თუ არ ჩავთვლით”, რადგან მეუფე იაკობმა გაგვაკვირვა განცხადებებით ოკუპანტი რუსეთისა და, შესაბამისად, ჩვენს ერთადერთ დამცველ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტ ნატო-აშშ-ის შესახებ; რომ პოტომაკის ნაპირებიდან ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა თურმე და ა.შ.

ზოგმა კომენტატორმა ამ ვოიაჟს უკვე უწოდა პატრიარქზე განაწყენებულთა დემარში, რასაც, ძნელია, არ დაეთანხმო. თუმცა, არც უფრო მკვეთრ შეფასებებს მორიდებიან, ოკეანისგაღმელი პატრონებისთვის ანგარიშის ჩაბარებით დაწყებული, 30 ვერცხლის ეკვივალენტი დოლარის მიღების მსურველთა რიგში ჩადგომით დამთავრებული. ხოლო კაპიტოლიუმში, ამ უკეთურთა ტაძარში, ქართველი მეუფე ყანდურების გალობას რა ჰქვია, ამის “ნათლობა” მკითხველისთვის მიგვინდვია.

ამასობაში, არც საქართველოში დარჩენილი ყანდურები თუ ყანდურიკოები იყვნენ უსაქმოდ. როგორც ზემოთ ითქვა, ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრია “ყანდურიკომ” და ეპარქიის მმართველი მეუფე (ყანდური) პეტრეს მარჯვენა ხელმა უაპელაციოდ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქრისტეს ხატება (ყურადღებით, ვციტირებ) “პატრიარქის ხატებამ ჩაანაცვლა”-ო… რა არის ეს თუ არა პატრიარქის კერპად გამოცხადება, გაუგონარი თავხედობა და მკრეხელობა, რის გამოც ეპტიმია კი არ უნდა დაედოს, ქართული ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს მამა ანდრია და ქართველმა ერმაც უნდა მოიკვეთოს ეს ანტიმართლმადიდებელი. ესეც არ იკმარა ამ ხლისტმა და სასულიერო პირებს დაუწუნა 2013 წლის 17 მაისს ქართველი ერის გვერდით დგომა, _ მღვდლების საქმე არ არის ქუჩაო და იქვე დასძინა, იმ ავადსახსენებელი 17 მაისის სცენარი ერთი ქალბატონის კაბინეტში დაიწერაო(?!).

“ერთ ქალბატონში” შორენა თეთრუაშვილი რომ იგულისხმება ჭყონდიდის ეპარქიაში, ყველასთვის ცნობილია და, თუ მსგავს სცენარებს წერდა “ერთი ქალბატონი”, მაშინ გაუმარჯოს შორენა თეთრუაშვილს, რადგან 17 მაისი მოდის და მსგავსი სცენარი იქნებ კიდევ დაგვიწეროს!

ისტორიას უყვარს პარადოქსები _ თითქმის 900 წლის წინათ საქართველოს სულიერი და ხორციელი აღორძინება სწორედ ჭყონდიდის ეპარქიიდან დაიწყო, სადაც მეგრელმა კაცმა, დიდმა გიორგი ჭყონდიდელმა აღზარდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ხელმწიფე _ დავით IV აღმაშენებელი და ახლა ისეთი პირი უჩანს, 9 საუკუნის შემდეგ ისევ ჭყონდიდიდან იწყება საქართველოს დედაეკლესიის (წაიკითხე იგივე საქართველოსი) ერთიანი სხეულის რღვევა.

არა მგონია, უფალმა ეს დაუშვას და ამ “არა მგონიას” საფუძველი პატრიარქის მოსაყდრედ ღირსი მამის, მეუფე შიოს დადგენის წმინდა გიორგის ხსენების დღეს გამოცხადება მგონია.

საფუძველი და არა გარანტია, რადგან, როგორც ცნობილია, წმინდა სინოდი არ უჩივის მეუფე ყანდურთა ნაკლებობას და, იმის მიუხედავად, როდის დადგება ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი _ პატრიარქის სიცოცხლეში (ღმერთმა დიდი დღენი მისცეს) თუ ამა სოფლიდან მისი გასვლის შემდეგ, ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს, რათა პატრიარქის სურვილი, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო ტახტზე ასვლისა, რეალობად იქცეს და პოტენციურ “რასკოლნიკებს” არ მიეცეთ საქართველოსა და მისი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ნგრევის საშუალება. მით უმეტეს არ გვაქვს მოდუნება-არხეინობის უფლება ქართველ საზოგადოებას, რადგან, სულ ცოტა, აშშ-დან მტკიცე ფინანსურ-პოლიტიკური მხარდაჭერის გარანტიები ჩამოიტანეს ქართველმა მეუფე ყანდურებმა.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. დიახ, არ არის ერთობა ჩვენს პატარა სახელმწიფოში. ქართველთაგან, საქართველო არავის აინტერესებს, ლუკმა პურის ძიებაშია მთელი ქვეყანა. რაგვენთა იპყრეს ხელისუფლება და მიგვაქანებენ უფსკრულისაკენ. სამწუხაროდ, ჩვენ გარე ძალები გვმართავენ. მშველელი, მარტო მაღალი ღმერთია. მოაზროვნენი მოგველია, უნებისყოფო და დამოკიდებული ხალხი გვმართავს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here