Home რუბრიკები პოლიტიკა მიშას დილემა თუ “სიამოვნებითი რევოლუცია”?

მიშას დილემა თუ “სიამოვნებითი რევოლუცია”?

ინგა ისევ “ღირსეულად დუმს”, გვარამია და გაფრინდაშვილი ისტრესებიან

2059
სააკაშვილი-გვარამია

ასეთი არჩევანისა თუ დილემის წინაშე საქართველოს ექსპრეზიდენტმა დაგვაყენა. თუმცა ახლა ისეთი პერიოდია, უკვე გიორგი მარგველაშვილიც ექსპრეზიდენტად ითვლება და, მკითხველს რომ არ აერიოს, მიხეილ სააკაშვილს ზოგჯერრუსთავი 2”-ის საყვარელი ტერმინით _ “საქართველოს მესამე პრეზიდენტადმოვიხსენიებ. მოკლედ, სწორედ გიჟმა მიშამ გახადა აქტუალური თემა სექსისა და რევოლუციის შესახებ. “რევოლუციური გამარჯვებები ნებისმიერ სექსზე უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებსო”, _ განუცხადა მან ერთერთ უკრაინულ ტელევიზიას.

მიშა სააკაშვილის სექსუალურ დაუკმაყოფილებლობაზე და მის გარყვნილებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა და ამ მხრივ ახალს ვერაფერს ვიტყვით. უბრალოდ, მის ამ ფრაზაში უფრო საყურადღებო რევოლუციებთან დამოკიდებულებაა. რა გამოდის “მესამე პრეზიდენტის” ნათქვამიდან? რა და ის, რომ ეს კაცი თურმე რევოლუციებს იმიტომ კი არ აწყობს ან იმიტომ კი არ ცდილობს მათ მოწყობას სხვადასხვა ქვეყანაში, რომ იგი ამის აუცილებლობას ან გადაუდებელ საჭიროებას ხედავს, არა. თურმე მას, უბრალოდ, ეს სიამოვნებს. საზოგადოდ, ნებისმიერი რევოლუცია, მით უმეტეს XXI საუკუნეში, ძალიან მიუღებელი რამ არის, რადგან კაცობრიობა უკვე შეთანხმდა, რომ ყველაზე “გამართლებულ” რევოლუციასაც კი მოაქვს დიდი მსხვერპლი, ნგრევა, უბედურება და თაობების ფსიქიკური განადგურება, ამიტომ კაცობრიობა ცდილობს, ყველაზე მწვავე საკითხებიც კი რევოლუციისა და სისხლისღვრის გარეშე ან არჩევნებით, ან რეფრენდუმებით, ან უცხოელი პარტნიორების ჩარევით მოაგვაროს. თუკი მაინც მოხდა სადმე რევოლუცია, მისი ორგანიზატორები ცდილობენ, მსოფლიოს დაანახვონ და დაუმტკიცონ, რომ ეს აუცილებელი იყო, ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობდა და ისინი, უბრალოდ, იძულებულნი შეიქნენ, რევოლუცია მოეწყოთ. აი, საქართველოს “მესამე პრეზიდენტი” კი ამ კუთხითაც უნიკალურია მსოფლიოში და პირდაპირ აცხადებს, რომ მას რევოლუციები, ანუ სისხლი, ნგრევა, მსხვერპლი და უბედურება ძალიან სიამოვნებს. ასეთი ადამიანი ჩვენს ქვეყანას 9 წელიწადს მართავდა და მანამდე კიდევ 7 წელიწადს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები ეკავა… როგორ ფიქრობთ, არ ვართ ბეწვზე გადარჩენილები? სხვა საკითხია ისიც, რომ ამხელა კაცი სხვას ვერაფერს პოულობს ეტალონად და შესადარებელ კრიტერიუმად და რევოლუციასაც კი მის საყვარელ თემას _ სექსს ადარებს. კარგი, ჯანდაბას, 15 წლის წინათ, “ვარდების რევოლუციის” დროს, ჯერ კიდევ ჯეელი და უმწიფარი 36 წლის სააკაშვილი გახდა სახელმწიფოს პირველი პირი და ჯერაც არ ჰქონდა ჩამცხრალი და დაკმაყოფილებული სექსუალური ვნებები. მისგან “ბუჩქებში სექსზე” ლაპარაკი მაშინაც ძალიან უხერხული იყო, მაგრამ დავუშვათ, “ახალგაზრდობით” ეპატია… მაგრამ, როდესაც 50 წელს გადაცილებული, უკვე “ბაბუობის” ასაკში შესული ნაპრეზიდენტალი ისევ და ისევ საჯაროდ გაიძახის “სექსი, სექსი”-ო და სხვა სალაპარაკო თემა არ აქვს, ეს უკვე მართლაც გადაჭარბებულად სამარცხვინოა. საზოგადოდ, ქართველებს ბოლო ორ პრეზიდენტში ძალიან “გაგვიმართლა”. ჩვენი “მეოთხე”, ანუ ახლა უკვე ისიც ექსპრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, გახსოვთ, თავისი “მდიდარი სექსით” გვეტრაბახებოდა. აგერ, ორიოდე დღის წინათ კი ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. რით დაიმსახურა გურამ კაშიამ “ბრწყინვალების ორდენი”? საფეხბურთო მიღწევებით? არა, მას არც ჩემპიონთა ლიგა მოუგია და არც არაფერი ჩაუდენია სპორტში განსაკუთრებული. მასზე გაცილებით უკეთესი მიღწევები ჰქონდათ გასულ წლებში ქართველ ფეხბურთელებს… გურამ კაშიამ პედერასტების დროშა შემოირტყა მკლავზე და ასე ირბინა 90 წუთი. აი, რა დააფასა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა და აი, რაში გასცა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბრწყინვალების ორდენი. სექსუალური უმცირესობების დიქტატურის დასაწყისი აშკარაა და, როგორც ხედავთ, ეს ჩვენს ბოლო ორ პრეზიდენტზეც პირდაპირ აისახება _ სექსი მათი უსაყვარლესი თემაა და ამ ბაბუობის ასკაში შესულ “კაძახებს” საჯაროდ სულ “სექსი, სექსი”-ს ძახილი დიდად არ უქმნით უხერხულობას.

ამ თემაზე საუბრისას არ შეიძლება არ გაგვახსენდეს სექსის ორი დედალ-მამალი “მეტრი” ქართული მედიიდან _ ნიკა გვარამია და ინგა გრიგოლია. ეს ორი “სექს-ფლაგმანი” თავის დროზე ძალიან აქტიურობდა და მარგველაშვილის “მდიდარ სექსს” უწყობდა ხმას.

სადღეისოდ ნიკა გვარამია, თავისი ბელადის არ იყოს, უფრო “რევოლუციურ სიამოვნებებზეა” გადაწყობილი და ისე შევიდა ეშხში, რომ “კოჭების დახვრეტითაც” ემუქრება მაყურებელს. სხვათა შორის, აქ აუცილებელია, აღვნიშნოთ ინგა გრიგოლიას “ღირსეული დუმილი”!

გეხსომებათ, კორკოტამ მოკრძალებულად რომ შეიგინა სუფრაზე თავის ძმაკაცებთან და ეს ვიდეო ინტერნეტში აიტვირთა, რა დღეში ჩავარდა “ქართული ჟურნალისტიკის დედა” ინგა გრიგოლია _ ეს როგორ შეიძლებაო?! ვგმობ ყველანაირ ბილწსიტყვაობასა და უხამსობასო. საწყალი კორკოტა ლამის ოთხში ამოიღეს. ნიკა გვარამიას მიერ წარმოთქმულ დედის გინების ნიაღვარს კი ინგა გრიგოლია სრულიად წყნარად შეხვდა. ისიც გეხსომებათ, “ქართული მარშისზოგიერთმა წევრმა ერთგვარ მუქარასავით რომ შეუთვალალიბერასტებსდა პირადად გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურის გაკეთების გამო, როგორი ისტერიკა დაიმართა ინგა გრიგოლიამ: არიქა, ქვეყენაში ღია ბულინგი მიმდინარეობს და ადამიანებს ემუქრებიან და აშინებენო! სამაგიეროდ, ინგა ისევღირსეულად დუმს”, როდესაც ნიკა გვარამია გვემუქრებაკოჭების დახვრეტით”.

საერთოდ, როგორც ჩანს, ასეთი ორმაგი სტანდარტი, უკვე დიდი ხანია, ჩვევაში გადაუვიდათ ნაცებს და მათ “ჯიბის ჟურნალისტებს”. ეს უკვე მათ მიერ “ბულინგის” აღქმაშიც გამოიხატება. მაგალითად, გასულ კვირაში მოვისმინეთ “რუსთავი 2”-ის წარმომადგენელთა გამუდმებული წუწუნი მათი ოჯახის წევრების საზოგადოების მხრიდან “დაბულინგებასთან” დაკავშირებით. იმავე ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში დაგვამუნათა: ქალაქში რომ ბანერებია გამოკრული, სადაც ჩემი სახეც არის გამოსახული და ქვეშ აწერია “არა ბოროტებას”, როდესაც ჩემი შვილები ამ ბანერს ხედავენ, ფსოქლოგიურად ითრგუნებიანო.

ასევე აგვიჩუყა გული “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა. ეს ის ჟურნალსტია, ნანა კაკაბაძეს რომ შეუვარდა ოფისში და რაღაც შტერულ კითხვებზე პასუხის გაცემას აიძულებდა. მანამდე იგივე ჟურნალისტი მოქალაქეებს პირად ავტომობილებში უვარდებოდა და აძალებდა, ეღიარებინათ, რომ ისინი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნებს აყალბებდნენ. აი ეს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც მასზე ვინმე რამე უარყოფითს ამბობს ან აქვეყნებს და ამას დედამისი ან მისი ოჯახის სხვა წევრები ნახულობენ და ისმენენ, ისინი ძალიან ისტრესებიან და ფსქიოლოგიურად ითრგუნებიან.

როგორც ჩანს, მხოლოდ ნიკა გვარამიასა და მარიამ გაფრინდაშვილის დედები, მამები, დები, ძმები და ნათესავები არიან მხედველობაში მისაღები, თორემ, აბა, მათ გარდა ვინმეს ჰყავს ოჯახი?! განა ვინმე სხვა ისტრესება ან ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს? თუნდაც იგივე ნანა კაკაბაძე და მისი ახლობლები რა სათვალავში ჩასაგდები არიან, ან ისინი, ვისაც ნიკა გვარამია პირდაპირ ეუბნებოდა: “დაგიმახსოვრებთ, სალომე ზურაბიშვილს რომ აძლევთ ხმას და სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადებთო!”. იმ ხალხს, ზუსტად ვიცი, არც დედა ჰყავს, არც მამა, არც დაძმა და არც შვილები!

ამ ხალხზე არც ინგა გრიგოლია სწუხს და, თუკი მათ სააკაშვილის “რევოლუციური სიამოვნებების” გამო მიადგებათ ზიანი, არც ესაა პრობლემა. მთავარია, გაირკვეს, რომელი უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს “ბელადს”: სექსუალური რევოლუცია თუ რევოლუციური სექსი. სანამ ამას ვარკვევთ ქართველები, ამასობაში დავით ქაცარავას მიერ სოფელ ატოცთან “ვერშეკავებული რუსები”, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ პარიზამდე გაიჭრნენ და იქ მოაწყვეს ბარიკადები! “საფრანგეთის შესაბამისი სამსახურები იწყებენ გამოძიებას, რა როლი ეკუთვნოდა რუსეთს პარიზის ცენტრში გამართულ აგრესიულ საპროტექსტო აქციებში და იმართებოდა თუ არა ამ დღეების განმავლობაში პარიზის ქუჩები უშუალოდ კრემლიდან?” _ იუწყებიან საინფორმაციო საშულებები და ჩვენ კი ევროპელ პოლიტიკოსებს ვთხოვთ, ატოცში 12 სანტიმეტრით გადმოწეული მავთულხლართის გამო სანქციები დაუწესოს რუსეთს… რუსეთს, რომელიც თურმე პარიზს მართავს!

მდგომარეობა რომ ტრაგიკომიკურია, ამას უკვე ძალიან დებილიც კი უნდა ხვდებოდეს, თუმცა ფაქტია, საქართველოს 700 ათასმა მოქალაქემ ნაციონალებს მისცა ხმა…

ათიოდე წლის წინათ ერთ ადამიანს ვიცნობდი. ის ამბობდა ხოლმე, სკოლაშიც ასე ვიყავი და ცხოვრებაშიც ასე უნდა გააკეთო: როდესაც ბოროტი და კეთილი ჩხუბობენ, თუ გინდა გადარჩე და ხეირიც ნახო, აუცილებლად ბოროტის მხარეს უნდა დადგეო. მისი ფილოსოფია ასეთი იყო: თუკი შენ კეთილისკენ ხარ და ბოროტმა გაიმარჯვა, ის მერე შენც აუცილებლად გადაგივლის, გაგანადგურებს, _ მე რატომ არ მიჭერდი მხარსო?! ხოლო თუ ბოროტისკენ ხარ და კეთილმა გიამარჯვა, ის მაინც არაფერს დაგიშავებს, ის ხომ კეთილია, პირიქით, შეეცოდები და შეიძლება გვერდითაც დაგიყენოს თავის ახლობლებზე მეტად ახლოც მიგიშვას, რადგან ისინი არ ეცოდება, შენ კი ეცოდები, რადგან დაჩაგრული ჰგონიხარო!

აი, მგონი, სწორედ ეს “ფილოსოფია” გამოიყენა ნაცების ამომრჩევლების გარკვეულმა პროცენტმა და აკი ამართლებს კიდეც ეს მეთოდი. დარწმუნებულნი იმაში, რომ “ოცნება” მათ მაინც არაფერს დაუშავებდა, ნაცების ბოროტების შიშით, მათ აძლევდნენ ხმას: ვაითუ მართლა მოიგონ, ემანდ არაფერი მოგვწიონო!

ასეთი საზოგადოება, ანუ საზოგადოება, რომლის წევრების თუნდაც 30 პროცენტი მაინც ასე აზროვნებს, პროგრესს ნამდვილად ვერ მიაღწევს. ასე რომ, რაც უნდა სამწუხარო იყოს, რეალობაა _ დღეს ქართველი საზოგადოება, “მიშას სექსუალურრევოლუციური დილემისგადაწყვეტაზე ფიქრის გარდა, მართლა აღარაფერს იმსახურებს!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here